გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ლაციო"-"ჯენოას" შეხვედრაში დაშავებული ტომაზო როკი მინიმუმ ერთ თვეს იუქმებს
იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ლაციო"-"ჯენოას" შეხვედრაში დაშავებული ტომაზო როკი მინიმუმ ერთ თვეს იუქმებს.

არადა, ექიმების პირველადი დასკვნით, ტომაზო მაქსიმუმ ორ კვირაში უნდა გამოჯანმრთელებულიყო, მაგრამ ტრავმა უფრო სერიოზული გამოდგა.

34 წლის ფორვარდი სერია A-ს რამდენიმე შეხვედრას და პლუს ევროპა ლიგის პაექრობას გამოტოვებს, რომელიც "ლაციომ" მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ უნდა გამართოს.

"ბიანკოჩელესტეს" მთავარი მწვრთნელი ედუარდო რეია მართლაც მძიმე მდგომარეობაშია - იმის მაგივრად, რომ რომაელებს ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შემადგენლობა გაეძლიერებინათ, პირიქით, დასუსტდნენ, რამაც შეიძლება ფატალური შედეგები გამოიღოს.

ჯიბრილ სისე ინგლისში გადაბარგდა, მართალია, ციდან ვარსკვლავებს ვერ წყვეტდა, მაგრამ თავისი როლი ეკისრა გუნდში და მისი წასვლით "ლაციოს" შეტევაში გარკვეული ვაკუუმი შეიქმნა.

ბოლო პერიოდში, მიროსლავ კლოზესთან ტანდემში ტომაზო როკი თამაშობდა და ბედის ირონიით, მთელი თვით ჩამოშორდა ფეხბურთს. ანუ, რა გამოდის? - "ლაციოს" მთავარ მწვრთნელს კლოზეს სახით ერთადერთი მაღალი კლასის ფორვარდი ჰყავს და მასაც რომ რამე დაემართოს, რომაული გუნდი უთავდამსხმელოდ დარჩება. სწორედ ამ საკითხზე დაეკითხა "კორიერე დელო სპორტის" ჟურნალისტი ედი რეიას:

"ჩემი სურვილი იყო, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მინიმუმ სამი-ოთხი მაღალი კლასის ფეხბურთელი დაგვემატებინა, მაგრამ სამწუხაროდ, არ გამოვიდა.

დიდი იმედი მქონდა, რომ მოსკოვის ცსკა-დან კეისუკე ჰონდას გადავიბირებდით, მაგრამ ეს საქმეც ჩაიშალა. კლუბის ხელძღვანელები მაქსიმუმს აკეთებენ, რომ გუნდი კონკურენტუნარიანი იყოს, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ არის. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებში, შეუძლებელია ტრანსფერებში კოლოსალური თანხები დახარჯო".

რეია ყველანაირად ცდილობს, რომ კლუბის მესვეურებს კრიტიკა ააცილოს თავიდან, მაგრამ არ გამოსდის - მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდი ერთადერრთი ფორვარდის იმედზეა და ბუნებრივია, რომ ეს თემა აპენინურ სპორტულ პრესაში აქტიური განხილვის საგანია. ამ საკითხზე კლუბის სპორტულმა დირექტორმა იგლი ტარემ გააკეთა კომენტარი და ბოლოს, სწორედ მას მოვუსმინოთ:

"საკადრო პრობლემები ნამდვილად გვაქვს, შემადგენლობა გაძლიერებას საჭიროებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კლუბის ხელძღვანერლობა არაფერს აკეთებს. პრესა მუდმივად გვაკრიტიკებს და ამას ბოლო არ უჩანს, მაშინ, როდესაც "რომას" ახალ პროექტზე ყველა აღფრთოვანებით საუბრობს.

ჩახედეთ სატურნირო ცხრილს და ნახეთ, სად არის "ლაციო" და სად არის "რომა"... გასაგებია, რომ თანაქალაქელებს უფრო ახალგაზრდული შემადგენლობა ჰყავთ, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს - "არსენალს" ოცი წელია ახალგაზრდული შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ კაი ხანია აღარაფერი მოუგია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ხვიჩას სცენარი მეორდება - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას მაგალითზე ვერაფერი ისწავლა?
პედრომ 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა