სერბი ჯერ კიდევ "იუვენტუსის" ფეხბურთელია და მინიმუმ სეზონის ბოლომდე ამ მხრივ არაფერი შეიცვლება
მილოშ კრასიჩი ჯერ კიდევ "იუვენტუსის" ფეხბურთელია და მინიმუმ სეზონის ბოლომდე ამ მხრივ არაფერი შეიცვლება.

არადა, სერბი ნახევარმცველის გადაბირება არაერთ კლუბს სურდა, ტურინელებმა წინადადებებიც უხვად მიიღეს, თუმცა თითქმის ყველა მოლაპარაკება თავად ფეხბურთელმა ჩაშალა.

ასე მოხდა "ზენიტის" შემთხვევაშიც - დიახ, რუსული კლუბი მზად იყო "იუვენტუსის" ბიუჯეტში 15 მილიონი ევრო გადაერიცხა, მაგრამ თავად კრასიჩმა რუსეთში დაბრუნებაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ამას ფეხბურთელის პირადი აგენტი ადასტურებს:

"მილოში ერთი ხანობა მართლაც ფიქრობდა გარემოს გამოცვლას, მაგრამ დღეს მყარად აქვს გადაწყვეტილი, რომ "იუვენტუსის" ძირითად შემადგენლობაში დაიბრუნოს ადგილი. ამიტომ, როდესაც რუსეთიდან წინადადება მიიღო, ბევრი ფიქრის გარეშე უარი განაცხადა. "ზენიტი" დიდი გუნდია, მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი, მაგრამ ამ ეტაპზე, კრასიჩის რუსეთში დაბრუნება გამორიცხულია".

ამასობაში, "იუვენტუსში" დარჩენის სურვილი კიდევ ერთმა ფეხბურთელმა, მარსელო ესტიგარიბიამ გამოთქვა, რომელიც ტურინულ გრანდში იჯარის წესით ასპარეზობს. 24 წლის შემტევი ნახევარმცველი ურუგვაული კლუბის "დეპორტივო მალდონადოს" საკუთრებაა და მისი საბაზრო ღირებულკება 5 მილიონი ევროა - ანუ, თუ ტურინელები პარაგვაელის გამოსყიდვას გადაწყვეტენ, "დეპორტივო მალდონადოს" ბიუჯეტი სწორედ 5 მილიონით უნდა გაამდიდრონ.

თავად ფეხბურთელი საჯაროდ აცხადებს, რომ ტურინში დარჩენის დიდი სურვილი აქვს:

"ტურინში გატარებული პერიოდით ძალიან კმაყოფილი ვარ, მოკლე დროში მოვუმატე და ბევრი რამ ვისწავლე. დიდი სურვილი მაქვს, რომ ტურინელებმა ჩემი ტრანსფერი გამოისყიდონ და "იუვენტუსთან" ხანგრძლივვადიანი ხელშეკრულება გავაფორმო. იმედია, ეს ასეც მოხდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის