ვაჟებში დაძაბული სატურნირო მდგომარეობაა, რადგან მეწინავეებსა და მათ კვალში მდგომთ შორის სხვაობა მხოლოდ ნახევარი ქულაა
საქართველოს 18-წლამდელ მოჭადრაკეთა პირველობის დამთავრებამდე ორი ტურით ადრე გოგონებში ორხელისუფლებიანობა შენარჩუნებულია, რადგან ლიდერებმა გუშინ წარმატებით ითამაშეს.

ანა შამათავამ შავი ფიგურებით ნანი უნაფქოშვილი დაამარცხა, ხოლო ნატო იმნაძემ თეთრებით ანა კუჭავას სძლია. შვიდი ტურის შემდეგ შამათავას და იმნაძეს 6,5-6,5 ქულა აქვთ და უახლოეს მდევრებს - მარიამ ჭოლაძეს (გუშინ მარიამ ვალიშვილს აჯობა) და თეკლა მაჭარაშვილს (ნატა ჯიბუტს მოუგო) 1,5-1,5 ქულით უსწრებენ.

დღეს მე-8 ტურში ითამაშებენ: თეკლა მაჭარაშვილი (5) - ნატო იმნაძე (6,5), ადა კაკუტია (4,5) - ანა შამათავა (6,5), მარიამ ჭოლაძე (5) - ნათია ჯალაბაძე (4), მარიამ ვალიშვილი (4) - ნანი უნაფქოშვილი (4), მარიამ ჯავახიშვილი (4) - დეა გოგიშვილი (4), ანა კუჭავა (4) - ნატა ჯიბუტი (3,5).

ვაჟებში უფრო დაძაბული სატურნირო მდგომარეობაა, რადგან მეწინავეებსა და მათ კვალში მდგომთ შორის სხვაობა მხოლოდ ნახევარი ქულაა.

გუშინ ირაკლი ბერაძემ თეთრებით ნოე თუთისანი დაამარცხა და კვლავ დაბრუნდა გათამაშების ცხრილის სათავეში, თუმცა, შალვა ნადირაშვილთან ერთად, რადგან ამ უკანასკნელმა ერთპიროვნული ლიდერი გიორგი სიბაშვილი დაჯაბნა. დანარჩენი შეხვედრები: ირაკლი კელეპტრიშვილი - ნიკოლოზ ქუმსიაშვილი 0:1, ალექსანდრე ებრალიძე - ნიკა ვოლკოვი 1:0, კახაბერ წერეთელი - რევაზ ჭკუასელი 1:0, საბა ჟორდანია - ნინო ხომერიკი 0:1.

საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლის პრაქტიკული თუ თეორიული შანსი 9 მოჭადრაკეს შერჩა, ამიტომ დიდ ინტერესს იწვევს მათი დღევანდელი დაპირისპირება: ქუმსიაშვილი (5) - ნადირაშვილი (5,5), ხომერიკი (4,5) - ბერაძე (5,5), სიბაშვილი (5) - ებრალიძე (4,5), თუთისანი (4,5) - წერეთელი (4,5), ბენიძე (3,5) - ბურდული (4).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kopala
გოგონათა ჭადრაკი ამ ასაკში მკვდარია და ნუ ცდილობთ ბატონო ვაჟა მკვდრის გაცოცხლებას,სიმართლის წერა სჯობია,რაც არ უნდა მწარე იყოს
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა