ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

დაპირისპირება ქართულ ფუტსალში: მედიატორობა სფფ-მ ითავა

დაპირისპირება ქართულ ფუტსალში: მედიატორობა სფფ-მ ითავა

მხარეები 10 თებერვალს შეხვდებიან, მომავალ კვირაში კი გადაწყდება, რა გზას დაადგება ქართული ფუტსალი
8 თებერვალს "ლელოში" გამოქვეყნებულ წერილს (იხილეთ სტატია), რომელსაც ხელს აწერდნენ საქართველოს ფუტსალის ასოციაციის გამგეობის წევრები, კლუბების წარმომადგენლები და ფუტსალის ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების მოთამაშეები, დიდი რეზონანსი მოჰყვა.

წერილის ავტორებმა ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტს გიზო ფხოველიშვილს ბრალდებად უმოქმედობა წაუყენეს და აცხადებდნენ, რომ ასოციაციის გამგეობის საგანგებო სხდომის მოწვევასა და ფხოველიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას აპირებდნენ.

მათ ხელმოწერები სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის კანცელარიაში ჩააბარეს. ამას ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას სწრაფი რეაგირება მოჰყვა და მისი ინიციატივით, ფედერაციაში დაპირისპირებული მხარეების შეხვედრა დაინიშნა.

სამწუხაროდ, შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო. მაგრამ ფედერაციის პრესსამსახურის ტექსტიდან გარკვეული სურათი მაინც იკვეთება.

"ფედერაციის შენობა უკომენტაროდ დატოვა ფუტსალის ასოციაციის მოქმედმა პრეზიდენტმა - გიზო ფხოველიშვილმა, რომელთანაც უამრავი შეკითხვა არსებობს და როგორც აღვნიშნეთ, გამგეობის წევრების ძირითადი პრეტენზიებიც მისი მისამართითაა გამოთქმული.

შეხვედრიდან გამოსული გამგეობის წევრები (ზემოხსენებული წერილის ავტორები - რედ.) კმაყოფილები ჩანდნენ, რაც მათ კომენტარებშიც აისახა.

ასე რომ, დაპირისპირებული მხარეების მომდევნო შეხვედრა ფედერაციის ხელმძღვანელებთან 10 თებერვალს გაიმართება, მომავალ კვირას კი საბოლოოდ გადაწყდება, რა გზას დაადგება ქართული ფუტსალი.

ჯერჯერობით, კვლავ ღიად რჩება ფუტსალში საქართველოს ჩემპიონატის დაწყების თარიღი, ვინაიდან, გამგეობის წევრების განცხადებით, ასოციაციას ჩემპიონატის კალენდარიც კი არ აქვს შედგენილი" - იუწყება ფედერაციის პრესსამსახური

ლევან გრიგოლია, ფუტსალის ასოციაციის გამგეობის წევრი:

"ვფიქრობ, შეხვედრამ დადებითი შედეგი მოიტანა. უპირველესად ის, რომ მგონი, საფეხბურთო სამყაროს ფუტსალი დაუბრუნდება ისე, როგორც ეს საჭიროა.

ბატონმა ზვიად სიჭინავამ მიიღო გადაწყვეტილებები, რომლებსაც ყველა დავეთანხმეთ. მომდევნო შეხვედრა პარასკევს, 10 თებერვალს შედგება და ჩვენ იმის მომხრენი ვიქნებით, რომ ქართული ფუტსალის სადავეები ფეხბურთის ფედერაციამ აიღოს და მართოს ასოციაცია, რომელიც ბატონი ფხოველიშვილის ხელში, ფაქტობრივად, განადგურდა. მისი თანამდებობიდან წასვლის საკითხი კვლავ დღის წესრიგშია. იმედს ვიტოვებთ, რომ ფეხბურთის ფედერაციის დახმარებით, ჩემპიონატის ჩატარების საკითხსაც მოვაგვარებთ."

გიორგი დარჯანია, ფუტსალის ასოციაციის გამგეობის წევრი:

"პრეზიდენტად არჩევის დროს მოცემული დაპირებებიდან, გაიოზ ფხოველიშვილმა ამ ორი წლის განმავლობაში ერთიც ვერ შეასრულა. შესაბამისად, ჩვენ გვსურს დავაყენოთ მისი პასუხისმგებლობის საკითხი. დღევანდელი შეხვედრა ბატონი ზვიადის ინიციატივით შედგა და შევთანხმდით, რომ ორი დღის ვადაში ასოციაციის გამგეობის წევრებმა სფფ-ის პრეზიდენტს უნდა წარვუდგინოთ ჩვენი ხედვა, როგორ გვესახება ფუტსალის შემდგომი განვითარება.

ბატონი ზვიადი და ფეხბურთის ფედერაცია ორშაბათს საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს და ალბათ, სფფ თავის თავზე აიღებს ქართული ფუტსალის მართვას. ეს ის გადაწყვეტილებაა, რაც ჩვენ გვინდოდა მოგვესმინა და ამიტომ, დასაწყისისთვის კმაყოფილები ვართ."

სფფ-ის მხრიდან, კომენტარი მხოლოდ გენერალურმა მდივანმა, რევაზ არველაძემ გააკეთა:

"კარგია, რომ ეს შეხვედრა შედგა და ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან, პრობლემა ადეკვატურადაა აღქმული. ფაქტია, რომ ფუტსალში სერიოზული არეულობაა და გადაწყვეტილებებიც სწრაფადაა მისაღები. დიდი ალბათობით, ფედერაცია აქტიურად ჩაერთვება ფუტსალის მართვაში. ყოველ შემთხვევაში, რაღაც დროის განმავლობაში მაინც".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად

ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა

[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"

"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა

ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია

კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა

მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს

15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს

"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა

ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის

ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ

"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა

"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს

აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა

"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?

"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება

"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ

"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?

[VIDEO] პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - ზედიზედ მეორე მარცხისგან დუბლით დებიუტანტმა ტორესმა იხსნა

[VIDEO] საზონოვის პირველი 90 წუთი "ხეტაფეში" - მისმა გუნდმა გულიაშვილის "რასინგი" დაამარცხა

კვერნაძის "ფროზინონე" "იუვენტუსთან" დაძაბულ მატჩში დამარცხდა

"რენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია