უკრაინული გრანდი ქართველი ფეხბურთელის გარჯას მარიუპოლურ გუნდში ზაფხულამდე დააკვირდება
დონეცკის "შახტარის" თავკაცის, მირჩა ლუჩესკუს თანაშემწე ალექსანდრ სპირიდონმა განაცხადა, რომ დავით თარგამაძე ზაფხულამდე "ილიჩივეცში" ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის საუკეთესო კლუბმა თარგამაძე შეძენისთანავე "ილიჩივეცში" გაანათხოვრა, თუმცა მოულოდნელად ესპანურ შეკრებაზე წაიყვანა.

თარგამაძის თამაშის პირადად ნახვა დონეცკის "შახტარის" მთავარ მწვრთნელს სურდა, რომელიც ნაახალწლევს ავტოავარიაში მოყვა და მკურნალობდა, თუმცა მირჩა ლუჩესკუ ესპანურ შეკრებაზე მაინც ვერ ჩავიდა.

საბოლოო ჯამში, ესპანური შეკრება სპირიდონის ხელმძღვანელობით წარიმართა. ქართველმა ორ ტესტ-მატჩში ითამაშა, მეორეში გოლითაც გამოიჩინა თავი, მაგრამ...

უკრანაში დაბურნების შემდეგ ალექსანდრ სპირიდონმა ინტერვიუ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს მისცა.

- "შახტარის" ესპანურ შეკრებაზე მოულედნელად ზაფხულამდე "ილიჩივეცში" იჯარით მყოფი დავით თარგამაძეც გამოცხადდა. როგორი შთაბეჭდილება დატოვა მან, იმის გარდა, რომ "შახტარის" მაისურით პირველი გოლი გაიტანა?

- თარგამაძემ საკუთარი არაორდინარული და ინდივიდუალური თვისებები გამოავლინა, მაგრამ 10 დღე არაა საკმარისი იმისთვის, რომ ფეხბურთელი ჩვენს თამაშს შეეჩვიოს.

ამიტომ დასკვნით შეკრებას თარგამაძე "ილიჩევეცში" გაივლის და მის თამაშს ზაფხულამდე მარიუპოლის კლუბში დავაკვირდებით.

- ფეხბურთელი მარიუპოლში იმის გამო ბრუნდება, რომ ესპანეთში მას მირჩა ლუჩესკუ ვერ დააკვირდა?

- არა. ლუჩესკუს მისი ხილვა ახლა თურქეთშიც შეეძლო. თუმცა "შახტარის" სათამაშო სტილის სიღრმეებში ძნელად თუ შეიცვლება რამე. ამას ათი დღე კი არა, თვეები არ ეყოფა. მეორე მხრივ, თარგამაძისთვის არც "ილიჩივეცში" მიუციათ იოლი ცხოვრების გარანტია.

ის, რომ მეორე შეკრებაზეც ჩვენთან ერთად წამოვიდეს, მარიუპოლში სეზონის განახლებამდე ათი დღით ადრე მოუწევს დაბრუნება. ამ დროისთვის კი მარიუპოლელთა მწვრთნელებს სასტარტო შემადგენლობის დარეგულირება სურთ, სადაც თავისთავად ვერავინ მოხვდება. ამიტომ, ფეხბურთელთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ ამ ეტაპზე მისთვის "ილიჩივეცში" დაბრუნება უმჯობესია.

donpedro
მართლა "მხოლოდ პიარის" ქვეყანაში ვცხოვრობთ რა
negredo
კაით ტო მართლა ყელში ამოვიდა ამ თარგამაძეზე ლაპარაკი სხვა ნიუსი არაპერი გაქვთ?მიაღწიოს ჯერ რამეს და მერე თუ გინდათ თარგამაძის სახელობის გაზეთიც გამოუშვით..და ჯერჯერობით რაც არის ის ხდება რომ საშუალო დონის ევროპულ გუნდშიც კი არ გააჩერეს.შახტარი რა დონის გუნდიც არი წელს მემგონი კარგად გამოჩნდა ლიგაზე საკმაოდ სუსტ ჯგუპში თამაში ვერ მოიგო...
brown
ტეხავს მაგრად
brown
სამწუხარო ინფორმაციაესენიც ისე ლაპარაკობენ თითქოს იყოს შახტარი სასწაული გუნდი))))
elene
უკაცრავად მაგრამ ეს თარგამაძე ამოგვივიდა ყელში ყოველდღე
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
[VIDEO] მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე