"ზესტაფონმა" "მარბელას თასზე" მეშვიდე ადგილისთვის მატჩში სამარის "კრილია სოვეტოვი" პენალტების სერიით დაამარცხა
"მარბელას თასი". მატჩი მეშვიდე ადგილისთვის

ზესტაფონი-კრილია სოვეტოვი 2:2, პენ. 4:2

გოლები: 0:1 ტარანოვი (30), 0:2 აპაევი (36), 1:2 წინამძღვრიშვილი (67), 2:2 გაგოშიძე (90)

პენალტების სერია: 0:0 ტარანოვი (მეკარე), 1:0 მუჯირი, 1:1 ვორობიოვი 2:1 წინამძღვრიშვილი, 2:1 გრიგორიანი (მეკარე), 3:1 გორგიაშვილი, 3:2 პრიემოვი, 4:2 შარიქაძე

ზესტაფონი: რ. კვასხვაძე - თ. ღონღაძე, კობახიძე, საჯაია (46. გ. ონიანი), ელიავა (72. გაგოშიძე) - რაჟამაშვილი, მენთეშაშვილი (46. მუჯირი), გორგიაშვილი, შ. გრიგალაშვილი (41. შარიქაძე), სამუშია (46. თ. გრიგალაშვილი) - წინამძღვრიშვილი.

სათადარიგო: მამალაძე

მწვრთნელი: გ. ჭიაბრიშვილი

კრილია სოვეტოვი: ვავილინი - მოლოში (60. სტივი), კონცედალოვი (46. ვერხოვცოვი), ტარანოვი, ცალაგოვი (61. ბობროვსკი) - დიკიარა (61. პეტროვი), ვორობიოვი, იაკოვლევი, გრიგორიანი - პრიომოვი, აპაევი.

სათადარიგოები: ვერემკო, გოლუბევი, ბობიორი

მწვრთნელი: ა. კობელევი

გაფრთხილება: კობახიძე - დიკიარა, პეტროვი, ბოროვსკი

"ზესტაფონმა" ესპანური შეკრების მიწურულს ნავსი გატეხა და სამი მარცხის შემდეგ პირველი გამარჯვება იზეიმა - "მარბელას თასზე" მეშვიდე ადგილისთვის მატჩში გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა სამარის "კრილია სოვეტოვი" პენალტების სერიით დაამარცხა და ამ ტურნირზე შარშანდელი შედეგი გაიმეორა.

შეგახსენებთ, "დნიპროსთან", "რუბინსა" და "ტიმიშოარასთან" "ზესტაფონი" შესაბამისად, 2:8, 1:5 და 0:3 დამარცხდა და იმის მიუხედავად, რომ ამხანაგური მატჩის შედეგს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ყოველივე ამის შემდეგ მიღწეულმა პოზიტიურმა რეზულტატმა ფეროელთა ქომაგებს გული დაუმშვიდა.

პირველი ტაიმი ქართველთათვის გუშინაც უსიამოვნო გამოდგა, თუმცა შესვენების შემდეგ არაოპტიმალური შემადგენლობით მოთამაშე ფეროელებმა ხასიათის სიმტკიცე გამოავლინეს და ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრეს. 67-ე წუთზე თორნიკე გორგიაშვილის შორეული დარტყმა "კრილიას" მეკარემ უხერხულად მოიგერია და დამატებაზე თავი რატი წინამძღვრიშვილმა გამოიჩინა, ძირითადი დროის მიწურულს კი შეტევაში ჩასულმა ახალგაზრდა მცველმა მალხაზ გაგოშიძემ ანგარიში თავური დარტყმით გაათანაბრა.

თერთმეტმეტრიანების სერიაში "ზესტაფონის" ფეხბურთელები უნაკლოდ გამოიყურებოდნენ, რუსებს კი სიზუსტემ უმტყუნათ და საქმე მეხუთე დარტყმამდეც კი არ მივიდა. ოთხივე ქართველმა გაიტანა, მათ შორის "კრილია სოვეტოვის" ყოფილმა კაპიტანმა დავით მუჯირმაც, როინ კვასხვაძემ კი ორი პენალტი მოიგერია.

9 თებერვალს გამართულ მატჩში "ზესტაფონის" განაცხადში მხოლოდ 17 ფეხბურთელი იყო. ტრავმების გამო გუნდს არაერთი მოთამაშე დააკლდა - სხვადასხვა მიზეზების გამო "კრილიას" ჯაბა დვალი, თორნიკე აფციაური, ალექსი ბენაშვილი, შოთა ბაბუნაშვილი, აბაიომი ოვონიკოკო, გიორგი ხიდეშელი, გოგა ბერაია და ალექსი ბენაშვილი ვერ დაუპირისპირდნენ.

ოვონიკოკომ მუხლის ჯვარედინ მყესებზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ სარეაბილიტაციო პერიოდი ფაქტობრივად კი დაასრულა, მაგრამ სათამაშოდ ჯერ მზად არაა; ხიდეშელმა ანალოგიური ტრავმა უკვე მოირჩინა და ესპანურ შეკრებაზე რამდენიმე წუთიც ითამაშა, თუმცა ამის შემდეგ ბელგიაში წავიდა მკურნალ ექიმ მარტენსთან, რომელმაც ურჩია, რომ კიდევ სამი კვირა დაისვენოს. ბაბუნაშვილს ზურგის პრობლემების გამო დაახლოებითYერთი თვე გაუცდება, დანარჩენები კი ჩემპიონატის განახლების დღეს სრულ მზადყოფნაში შეხვდებიან.

დიდთოვლობის გამო იმის რეალური საშიშროება შეიქმნა, რომ ჩვენი უმაღლესი ლიგის უახლოესი ტური გადაიდოს. ამის გამო "ზესტაფონში" ესპანური შეკრების რამდენიმე დღით გახანგრძლივების ვარიანტსაც განიხილავდნენ, თუმცა რაკი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილებას ტურის გადადება ჯერ არ გადაუწყვეტია, საქართველოს ჩემპიონები შინ დაგეგმილ დროს, ანუ დღეს გამოემგზავრებიან. "ზესტაფონის" ესპანურ შეკრებას "ლელოს" უახლოეს ნომრებში გუნდის მთავარ მწვრთნელ გიორგი ჭიაბრიშვილის ინტერვიუთი შევაჯამებთ.

თუ ჩვენი ეროვნული ჩემპიონატის მე-19 ტური ჩატარდა, "ზესტაფონი" 15 თებერვალს ზუგდიდის "ბაიას" უმასპინძლებს, მომდევნო შეხვედრა კი იმერლებს 18 თებერვალს თბილისში, "გაგრას" წინააღმდეგ ელით. "ზესტაფონი" ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს და უახლოეს მდევარ "ტორპედოს" 4-ით, მესამეადგილოსან "დინამოს" კი 9 ქულით უსწრებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Zestafan
კაია რომ გამარჯვებით დავამთავრეთ, დიდი ფიზიკური დატვირთვების გამო მართალია წინა თამაშები ცუდად ვითამაშეთ, მაგარმ ამ შეკრების შედეგი ჩემპიონატში გამოჩნდება
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა