ეს უკვე ოფიციალური ინფორმაციაა - კორეულმა "ულსან ჰიუნდაიმ" გამოაცხადა, რომ იაპონელი აკიჰირო იენაგა იჯარის წესით დაიმატა
ეს უკვე ოფიციალური ინფორმაციაა - კორეულმა "ულსან ჰიუნდაიმ" გამოაცხადა, რომ იაპონელი აკიჰირო იენაგა იჯარის წესით დაიმატა.

25 წლის განაპირა ნახევარმცველი "მალიორკას" ეკუთვნის, მაგრამ ხოაკინ კაპაროსის ხელში ბალეარული კლუბის ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება. ასე რომ, "მალიორკამ" იჯარით გაასხვისა ლა ლიგის პირველი იაპონელი ლეგიონერი. "ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კარიერაში ახალი შანსი მომეცა. შევეცდები, ყველაფერში გამოვადგე ჩემ ახალ გუნდს", - განაცხადა იენაგამ. "ულსან ჰიუნდაიმ" კორეის კეი ლიგის 2011 წლის სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა.

დათარსული ჰამითი

მადრიდის "რეალის" თურქი ნახევარმხცველი ჰამით ალთინთოპი კვლავ დაიმტვრა. მას ფეხის ახალი ტრავმა რამდენიმე კვირით დაასვენებს ფეხბურთისგან, ალთინთოპმა მარცხენა ფეხის კუნთი ჩაიხია. ჰამითი "რეალმა" ამ სეზონის წინ დაიმატა და თურქმა სულ 4-ჯერ შეძლო თამაში. რის მიზეზიც გაუთავებელი ტრავმებია. სამაგიეროდ, "რეალის" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ ანხელ დი მარიას და სამი ხედირას კვირას "ლევანტეს" წინააღმდეგ თამაში შეეძლებათ, თუკი ამას გუნდის თავკაცი ჟოზე მოურინიო მოინდომებს.

ბორხა რეალში?

"მუნდო დეპორტივო" იუწყება, რომ ზაფხულში "რეალი" "ვილიარეალის" ნახევარმცელის, ბორხა ვალეროს დამატებას შეეცდება. ეს ტრანსფერი რომც არ შედგეს, ბორხა "წყალქვეშა ნავში" დამრჩენი აღარაა. 27 წლის ვალერო "რეალის" გაზრდილია, მაგრამ მას "ბლანკოსის" პირველ გუნდში თამაში არ მოუწია.

"მალიორკაში" და "ვესტ ბრომვიჩ ალბიონში" გატარებული დროის შემდეგ, 2010 წელს ბორხამ "ვილიარეალთან" გააფორმა ხელშეკრულება. თუმცა ფეხბურთელს ერთობ გაუჭირდება ვალენსიური კლუბიდან თავის დახსნა, მას კონტრაქტი "ელ სუბმარინოსთან" 2015 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, ოფიციალური გამოსასყიდი თანხა კი 40 მილიონი ევროა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა