დიდი ნაბიჯი ფინალისკენ
მიმდინარე სეზონში, "მილანმა" პრაქტიკულად ვერც ერთი დიდი მატჩი ვერ მოიგო და ეს ტრადიცია "იუვენტუსთან" სათასო შეხვედრაშიც გაგრძელდა. როგორც მოსალოდნელი იყო, მასიმილიანო ალეგრიმ ნაცადი ტაქტიკა, 4-3-1-2 აირჩია და შეტევის წინა ხაზზე ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ერთად სტეფან ელ შაარავი გაამწესა, მათ უკან კი კლარენს ზეედორფი მოქმედებდა.

რაც შეეხება "იუვენტუსს", ანტონიო კონტემ სიტყვა შეასრულა და ძირითად შემადგენლობაში ალესანდრო დელ პიერო და მარკო ბორიელო გაამწესა. სასტარტოში იყო "იუვეს" ახალწვეული სიმონე პადოინიც, რომელმაც მთლიანობაში ძალიან კარგად წარმოაჩინა თავი.

გამომდინარე იქიდან, რომ თასის ნახევარფინალური რაუნდი ორმატჩიანია, გოლის გასატანად საქმე უფრო "მილანს" ჰქონდა - სწორედ ამიტომ, მასპინძლები უფრო აქტიურად უტევდნენ, სტუმრები კი კონტრშეტევებზე ცდილობდნენ მეტოქის კართან ხიფათის შექმნას. დროის სვლასთან ერთად, "მილანი" უფრო დიდი ძალებით მიდიოდა წინ და საბოლოოდ, ამან გადაწყვიტა კიდეც მატჩის ბედი - მასპინძლებმა ზონები მოაშიშვლეს, კონტრიერიშებისთვის სტუმრებს ძალიან კარგი პლაცდარმი მისცეს და დაისაჯნენ კიდეც.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როდესაც ტურინელებმა მეტოქის კართან მასირებული იერიში მიიტანეს - მილანელთა კიპერმა მარკო ამელიამ შორეული დარტყმა მოიგერია, თუმცა დამატებაზე ყველას მარტინ კასერესმა დაასწრო და ტურინული გუნდი დააწინაურა, 0:1.

"მილანის" მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და მასპინძლები კიდევ უფრო დიდი ძალებით წავიდნენ წინ - ამან შედეგი 62-ე წუთზე გამოიღო, როდესაც სტუმართა საჯარიმოში ჩაკიდული ბურთი მასიმო ამბროზინიმ თავით სტეფან ელ შაარავის დაუგდო და მანაც ერთი შეხებით მოათავსა მარკო სტორარის კარის ჩარჩოში, 1:1. საყაიმო ანგარიში მაინც ტურინელებს აძლევდათ ხელს და ამიტომ, თამაშის სურათი დიდად არ შეცვლილა.

"მილანი" განაგრძობდა მასირებულ იერიშებს, ტურინელები კი ჩასაფრებულები იყვნენ და კონტრშეტევებით კბენდნენ მეტოქეს - საბოლოოდ, სწორედ პიემონტელებს გაუმართლათ და 83-ე წუთზე შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს: გოლი ისევ მარტინ კასერესმა გაიტანა, საჯარიმოს გარედან უძლიერესად დაარტყა და მარკო ამელია უშანსოდ დატოვა, 1:2.

მატჩის შემდეგ, მასიმილიანო ალეგრი უხასიათოდ იყო, თუმცა იხტიბარი არ გაიტეხა და განაცხადა, რომ მის გუნდს ფინალში გასვლის შანსი ჯერ კიდევ აქვს: "მდგომარეობა გავირთულეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თასისთვის ბრძოლას გამოვეთიშეთ. წინ განმეორებითი მატჩია, რომელშიც სასურველი შედეგისთვის ვიბრძოლებთ. როდესაც ერთმანეთის პირისპირ ორი თანაბარი ძალის გუნდია, იქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

ბოლო პერიოდში, მართლაც ბევრი მატჩი წავაგეთ, მაგრამ ამას აქვს თავისი ახსნა - მთელ სეზონს სტაბილურად მაღალ დონეზე ვერ ჩაატარებ, სადღაც პატარა ჩავარდნა ყოველთვის გაქვს, მით უმეტეს, როდესაც ნახევარი შემადგენლობა დაშავებულია. სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთYდა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელოთ".

პრესას არც ანტონიო კონტემ დაწყვიტა გული და ბოლოს სწორედ მას მოვუსმინოთ: "ფინალისკენ ერთი ნაბიჯი გადავდგით, წინ კი კიდევ უფრო რთული, განმეორებითი პაექრობა გველოდება. ასე რომ, ზეიმი და გადამწყვეტ მატჩზე ფიქრი ჯერ ძალიან ადრეა. რაც შეეხება შეხვედრას, მთლიანობაში კმაყოფილი დავრჩი, რადგან ნათლად დავინახე, რომ რიტაციის გამოყენება მომავალშიც თავისუფლად შემიძლია და თანაც, სრულიად უმტკივნეულოდ. ჩვენ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი სწორედ გადახალისებული შემადგენლობით დავამარცხეთ და თანაც, მისსავე მოედანზე.

კარგად წარმოაჩინეს თავი ახალწვეულებმა, სიმონე პადოინმა საოცრად სწრაფად აუღო ალღო "იუვეს" სათამაშო ფილოსოფიას, მარტინ კასერესმა კი მართალია დაცვაში რამდენიმე შეცდომა დაუშვა, სამაგიეროდ შეტევაში გაიბრწყინა. მარტინი უნივერსალური თვისებების მქონე ფეხბურთელია, მას დაცვაშიც შეუძლია თამაში და ნახევარდაცვაშიც - პრინციპში, ამადაც გადმოვიყვანეთ "იუვენტუსში" და დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს".

მილანი-იუვენტუსი 1:2

გოლები: 0:1 კასერესი (53), 1:1 ელ შაარავი (62), 1:2 კასერესი (83).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gio
ასეთ მარგალიტებს რამდენსაც გინდა იმდენს შეხვდები, ჩვეულებრივი სიზუსტეზე ორიენტირებული დარტყმა, მოკლედ დასახვეწი გაქვთ კიდე...
არჩილ
ეტყობა სტატიის ავტორს მართლა არ უნდახავს თამაში, იმიტომ რომ დაბალ ტემპში მიმდინარე,სტანდარტული იტალიური ფეხბურთი იყო და არავითარი მასირებული შეტევები არ ყოფილა.
ალისტრახო
... და არც პირველი გოლი გასულა შორეული დარტმის მერე დამატებით. არც პადოინს დაუტოვებია მაინცდამაინც კარგი შთაბეჭდილება, რომ არაფერი ვთქვათ "ძალიან კარგზე". არც ამელია იყო მეორე გოლის დროს უშანსოდ, ცოტა მოძრაობაზე დაიჭირა კასერესმა და ისიც ცოტათი დაიბნა, მარა არ ვამბობ რო აიღებდა აუცილბელად... თუმცა, ეს ყველაფერ უმნიშვნელოა, მთავარია სან-სიროზე მოგება :) იმედია სახლშიც აუღელვებლად დაამარცხებს იუვე
levani
" გოლი ისევ მარტინ კასერესმა გაიტანა, საჯარიმოს გარედან უძლიერესად დაარტყა და მარკო ამელია უშანსოდ დატოვა, 1:2". მინდა ამ სტატიის ავტორს ვკითხო. ბატონო ლაშა თქვენ თამაში საერთოდ ნახეთ? და თუ ნახეთ, მაშინ კასერესის მაგ დარტყმას უძლიერესი ერქვა? ჰოი, საოცრებავ!
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა