რის გამოც ესპანეთის ჩოგბურთის ფედერაცია სასამრთლოში ჩივილს აპირებს
საფრანგეთის ტელეარხ Canal Plus-ზე გადის სატირული პროგრამა - Les Guignols ("თოჯინები"), რომლის მორიგ გამოშვებაში აჩვენეს სიუჟეტი, სადაც ირიბი მინიშნებაა ცნობილი ესპანელი ჩოგბურთელების მხრიდან დოპინგის გამოყენებაზე.

მაგალითად, რაფაელ ნადალის თოჯინა მიდის ბენზინგასამართ სადგურთან, შედის მაღაზიაში, სვამს ერთ ბოთლ წყალს, შემდეგ საწვავის ავზში ბანაობს და დიდი სისწრაფით ტოვებს ტერიტორიას.

ამ სიუჟეტმა ესპანურ საჩოგბურთო წრეებში დიდი აღშფოთება გამოიწვია. ესპანეთის ჩოგბურთის ფედერაცია Canal Plus-ს სასამართლოში უჩივლებს.

"ამჯერად მათ ზედმეტი მოუვიდათ. ჩვენ ვერ მოვითმენთ ამ სიცრუეს და ჩვენი სპორტსმენების შეურაცხყოფას", - ამბობს ფედერაციის პრეზიდენტი ხოსე-ლუის ესკანუელი.

სკანდალს გამოეხმაურა რაფაელ ნადალის ბიძა და მწვრთნელი ტონი ნადალი. მისი თქმით, მსოფლიოს მეორე ჩოგანი არ აპირებს სასამართლოში ჩივილს.

"არ მგონია, რაფამ სასამართლოში უჩივლოს ფრანგულ არხს, რომელმაც ეს სიუჟეტი გაუშვა. ეს მხოლოდ პაროდიაა და მისი მეშვეობით რაიმეს დამტკიცება შეუძლებელია. თუ ფრანგებს ეს სასაცილოდ მიაჩნიათ, დაე, იცინონ", - ამბობს ტონი ნადალი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა