ხერესის ტესტების მონაწილეების რიცხვი ერთი გუნდით შემცირდა - HRT ორდღიანი მუშაობით შემოიფარგლა და გუშინ დატოვა ავტოდრომი
ხუთშაბათს, ხერესის ტესტების მონაწილეების რიცხვი ერთი გუნდით შემცირდა - HRT ორდღიანი მუშაობით შემოიფარგლა და გუშინ დატოვა ავტოდრომი.

გუნდების უმეტეს ნაწილში ცვლილებები მოხდა. "რედ ბულში" უებერი ფეტელმა შეცვალა, "მაკლარენში" ჰემილტონმა ალონსო, "ფერარიში" ალონსომ მასა, "ლოტუსში" რაიკონენი გროსჟანმა, "უილიამსში" მალდონადო სენამ. "ფორს ინდიაში" ისევ ორი პილოტი მუშაობდა, "კატერჰემის" ახალი მანქანის საჭესთან დაჯდა გიდო ვან დერ გარდე. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ "მერსედესი" ძველი მანქანით გამოდის - გუშინ, ბოლიდს ნიკო როსბერგი მართავდა. დანარჩენი საჯინიბოები ახალ მანქანებზე მუშაობდნენ.

ამინდი კიდევ უფრო ცივი იყო, ვიდრე წინა დღეს - პრესცენტრში ნული გრადუსი დაფიქსირდა, მაგრამ ტრიბუნებზე მრავლად იყვნენ ესპანელი გულშემატკივრები, რადგან მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს ფერნანდო ალონსოს უნდა გაევლო პირველი წრეები ახალი Ferrari F2012-ით. ესპანელის ფანებისთვის სამწუხაროდ, ნანდომ დილის სესიის დიდი ნაწილი ბოქსებში გაატარა - მექანიკოსები ცდილობდნენ ჰიდრავლიკასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრას.

ტესტების დაწყებიდან ერთი საათის შემდეგ, ჟიულ ბიანკის ავარიის გამო წითელი დროშები ააფრიალეს. "ფორს ინდიას" სარეზერვო პილოტმა პირველივე სწრაფი წრის გავლისას ვერ დაიმორჩილა მანქანა Sito Pons-ზე, ტრასიდან გადავარდა და დამცავ ბარიერს შეეჯახა.

პილოტი არ დაზარალებულა. 20-წუთიანი პაუზის შემდეგ ტესტები გაგრძელდა, მაგრამ "ფორს ინდია" ტრასაზე აღარ დაბრუნებულა.

"სულ მცირედი შეცდომა დავუშვი, საბურავები გახურებული არ იყო და მოვსრიალდი. მანქანა ტრასის მიღმა აღმოჩნდა, შემდეგ კი უკანა ნაწილით კედელს დავეჯახე. გუნდს ბოდიშს ვუხდი, რადგან ჩემი შეცდომის გამო ჩვენს ბიჭებს წინ დიდი სამუშაო ელით", - განაცხადა ბიანკიმ

საღამოსკენ სესია მეორე სარეზერვო პილოტის - გიდე ვან დერ გარდეს ავარიით შეწყდა. ჰოლანდიელმაც ვერ დაიმორჩილა მანქანა და მეცხრე მოსახვევიდან გამოსვლისას ტრასიდან გადავარდა - ახლა უკვე "კატერჰემის" მექანიკოსებს მოუწიათ მძიმე მუშაობა. სესიის დასრულებამდე ათი წუთით ადრე კიდევ ერთხელ გამოფინეს წითელი დროშები - რომან გროსჟანმა გააჩერა მანქანა მესამე და მეოთხე მოსახვევებს შორის.

ისევე როგორც წინა დღეს, ოქმს სათავეში ჩაუდგა "მერსედესის" პილოტი შარშანდელი W02-ით - ნიკო როსბერგმა თავისი საუკეთესო წრე წუთსა და 17,618 წამში გაიარა. ახალი მანქანებისთვის კი საუკეთესო დრო აჩვენა გროსჟანმა, რომელმაც ლიდერთან რვა მეათედი წააგო. ყველაზე გრძელი დისტანცია ბრუნო სენამ გაიარა.

III დღე

1. ნ. როსბერგი (Mercedes) 1.17,613 (118 წრე)

2. რ. გროსჟანი (Lotus) +0,806 (117)

3. ს. ფეტელი (Red Bull) +1,684 (96)

4. ლ. ჰემილტონი (McLaren) +1,851 (80)

5. ჟ. ვერნი (Toro Rosso) +2,121 (79)

6. ს. პერესი (Sauber) +2,157 (46)

7. ფ. ალონსო (Ferrari) +2,799 (67)

8. ბ. სენა (Williams) +3,680 (125)

9. გ. ვან დერ გარდე (Caterham) +5,711 (74)

10. ჟ. ბიანკი (Force India) 2 წრე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

avtuko
შარეშანდელი ბოლიდები რომ სწრაფები იყვნენ მაგას თქმა რათუნდა :)
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"ბარსელონას" შედეგები? ეს ხომ დასაწყისია" - კილიან მბაპე
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
გიორგი ჩუბინიძე და თორნიკე კვარაცხელია გამოიძახეს - 21-წლამდელთა შემადგენლობა შემოდგომის მატჩებისთვის
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
პირს მორგანი: არტეტა დაუნდობელია, დიოკერეში - გაცოფებული
მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?
ერთი დებიუტანტით - სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"მას უდიდესი პოტენციალი აქვს" - ფლიკმა საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
"შემდეგში კარგად გავარკვევ როგორ შეუმოწმებენ ხელთათმანებს" - ილია თოფურია დაბრუნდა!
[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან