"მაქაბისთან" მატჩში 22 წლის ქართველმა ცენტრმა ორმაგი დუბლი შეასრულა და მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით ყველას აჯობა
"კანტუ" ევროლიგის მორიგი მატჩის სათამაშოდ ისრაელში ჩავიდა. "მაქაბის" ძლევის შემთხვევაში მანუჩარ მარკოიშვილისა და გიორგი შერმადინის გუნდი ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 2 ტურით ადრე გაინაღდებდა მეოთხედფინალის საგზურს.

წინასწარ გეტყვით, დევიდ ბლატის გაწვრთნილმა მაქაბელებმა მესამე პერიოდში იტალიელებს შანსი არ დაუტოვეს (23:5), საბოლოოდ კი 75:60 იმარჯვეს.

აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა ბლატის კლასი: პირველი ტაიმის შემდეგ მან სწორი დასკვნები გამოიტანა და იმ სხვაობით გაიმარჯვა, როგორითაც აწყობდა. აშკარაა, "მაქაბის" მწვრთნელმა უმთავრესად შერმადინისა და ბაზილეს შეჩერება დაისახა მიზნად, რომლებმაც პირველ ნახევარში დიდი თავსატეხი გაუჩინეს. მეორე ტაიმში შერმადინი ფარქვეშ ბურთს რომ მიიღებდა, ორი მეტოქე ხელზე აჯდა, ჯარიმის გარეშე კი ვერ აჩერებდნენ.

შესაბამისად გიორგიმ 11-დან 11 თავისუფალი ტყორცნა გამოიყენა და ევროლიგაზე პირველი ორმაგი დუბლი შეასრულა: 15 ქულა, 10 მოხსნა.

გარდა ამისა 22 წლის ცენტრის ანგარიშზე 4 პასი და 1 ჩაჭრაა. მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით კი ყველას საგრძნობი უპირატესობით აჯობა - 31, რაც ევროლიგაზე შერმადინის სარეკორდო მაჩვენებელია, ისევე როგორც 10 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 29 წუთი.

მანუჩარ მარკოიშვილმა 20 წუთში 3 ქულა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. "კანტუს" ბომბარდირი კი გამოცდილი ჯანლუკა ბაზილე გახდა - 20 ქულა.

სადღეისოდ "მაქაბისა" და "კანტუს" 2-2 მოგება აქვთ, თუმცა ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები უკეთესი შედეგის ხარჯზე მეორე ადგილზე ებრაული გუნდია. მეოთხედფინალში გასასვლელად დარჩენილ ორ ტურში "კანტუმ" "მაქაბიზე" ერთით მეტი მატჩი უნდა მოიგოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე