რუსული ხანტი-მანსიისკი 19 სექტემბრიდან მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადას უმასპინძლებს, რომელშიც ბრძენთა თამაშის უძლიერესი წარმომადგენლები იასპარეზებენ...

რუსული ხანტი-მანსიისკი 19 სექტემბრიდან მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადას უმასპინძლებს, რომელშიც ბრძენთა თამაშის უძლიერესი წარმომადგენლები იასპარეზებენ. 20 სექტემბერს შეჯიბრება საზეიმოდ გაიხსნება, 21-ში კი პირველი ტურის პარტიები გაიმართება. ორთაბრძოლებისთვის მონდომებით ემზადებიან ქართველი დიდოსტატებიც. ორშაბათიდან ისინი ბაზალეთის ტურისტულ კომპლექსში მოიყრიან თავს საწვრთნელ შეკრებაზე.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ბოლო სხდომაზე საბოლოოდ დამტკიცდა ორივე ნაკრების შემადგენლობა. კაცებში ქვეყნის სპორტულ ღირსებას ბაადურ ჯობავა, მერაბ გაგუნაშვილი, მიხეილ მჭედლიშვილი, თამაზ გელაშვილი და ლევან ფანცულაია დაიცავენ. კაპიტანია თამაზ გიორგაძე, მწვრთნელი- ხვიჩა სუპატაშვილი. ქალებში 2008 წლის ჩემპიონის ტიტულის შესანარჩუნებლად საკმაოდ შეცვლილი შემადგენლობა იბრძოლებს. ობიექტური მიზეზებით, სამწუხაროდ, ოლიმპიური გუნდიდან წავიდა წლების განმავლობაში მისი უდავო ლიდერი, ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი და საჭადრაკო ოლიმპიადების ათგზის გამარჯვებული მაია ჩიბურდანიძე. ასევე, არ ითამაშებენ მაია ლომინეიშვილი და სოფიო ხუხაშვილი. მათი ადგილი ახალგაზრდებმა დაიჭირეს. ხანტი-მანსიისკში საქართველოს ქალთა ნაკრები ასეთი შემადგენლობით გაემგზავრება:ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, სალომე მელია, ნინო ხურციძე, ბელა ხოტენაშვილი, კაპიტანი-ნინო გურიელი, მწვრთნელები-ზურაბ სტურუა და დავით არუთინიანი...

საჭადრაკო ოლიმპიადისთვის მზადების შესახებ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გია გიორგაძესთან ინტერვიუს ?ელოს?ომდევნო ნომერში შემოგთავაზებთ.

kopala
ქალბატონი მაია ჯანმრთელობის გამო თქვა თამაშზე უარი,ხოლო დანარჩენებზე კი მათმა შედეგებმა თქვეს თავისი სიტყვა,და საერთოდ გუნდი დაკომპლექტდა დღეს უძლიერესი შემადგენლობის მოჭადრაკეებით.წარმატება ქართველ ქალბატონებს
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა