ახალ ზელანდიაში ახლახან გამართულ წლის ნომინანტების დაჯილდოების ცერემონიალზე ყველაზე მეტი პრიზი მორაგბეებს ერგოთ
ახალ ზელანდიაში ახლახან გამართულ წლის ნომინანტების დაჯილდოების ცერემონიალზე ყველაზე მეტი პრიზი მორაგბეებს ერგოთ.

ამ ქვეყნის 2011 წლის საუკეთესო სპორტსმენად "ოლ ბლექსის" კაპიტანი რიჩი მაქოა დაასახელეს. საუკეთესო მწვრთნელი კი ამავე გუნდის თავკაცი გრემ ჰენრი გახდა. ცხადია, საუკეთესოს ტიტულს ახალი ზელანდიის მორაგბეთა ნაკრებს ვერავინ შეეცილა. წლის საუკეთსო სპორტული მიღწევაც "ოლ ბლექსის" მიერ მსოფლიოს თასის მოპოვება გახდა.

გრემ ჰენრიმ, რომელიც მუდამ ემოციურობით გამოირჩეოდა, საკუთარ თავს არც ამჯერად უღალატა. დარბაზში იმყოფებოდნენ მსოფლიოს თასის მფლობელები რიჩი მაქოა, რიჩარდ კაჰუი, ალი ვილიამსი და კირან რიდი. ჰენრიმ მათ ასე მიმართა:

"მე თქვენ ყველანი მიყვარხართ. თქვენ განსაკუთრებული ადამიანები ხართ. მიხარია, რომ ჩვენი ერთობლივი, მუხლჩაუხრელი შრომა ასეთი ტრიუმფით დასრულდა."

იაშვილი დაშავდა და შეცვალეს

საფრანგეთის ნაკრების ქართული წარმოშობის ცხრა ნომერი დიმიტრი იაშვილი ხუთშაბათის ვარჯიშზე არ გამოჩენილა. როგორც "ლე ბლოს" მთავარმა მწვრთნელმა ფილიპ სენტ-ანდრემ განაცხადა, მან ზურგი დაიშავა და ირლანდიის ნაკრებთან ვერ ითამაშებს.

მის ნაცვალდ სენტ-ანდრემ ჟულიენ დიუპიუი იხმო, რომელიც სათადარიგოთა შორის დაიკავებს ადგილს. ძირითად შემადგენლობაში კი ცხრა ნომრის პოზიციაზე მორგან პარა ითამშებს. მგეზავი მონპელიელი ფრანსუა ტრინ-დუკი იქნება.

რამდენად სერიოზულია იაშვილის ტრავმა და როდის შეძლებს ის თამაშს, ჯერჯერობით უცნობია.

დევისი შვიდი კვირა ვერ ითამაშებს

ექვსი ერის გათამაშების სადისციპლიონო კომიტეტმა, რომელიც გუშინ ლონდონში შეიკრიბა, უელსის ნაკრების მეორეხაზელი ბრედლი დევისი შვიდკვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

"კარდიფ ბლუზის" ერთ-ერთმა წამყვანმა მოთამაშემ გასულ უქმეებზე ირლანდიის ნაკრებთან მატჩში დონჩა რაიანის წინააღმდეგ განზრახ ბინძურად ითამაშა. ისე რომ, ირლანდიელი შესაძლოა მძიმედ დაშავებულიყო.

დებულების თანახმად ასეთი საქციელისთვის სასჯელი ათკვირიან დისკვალიფიკაციას ითვალისწინებდა, პლუს ორი კვირა არაკეთილსინდისიერი თამაშისათვის. თუმცა სადისციპლინო კომიტეტმა გაითვალისწინა, რომ დევისი კარგი დისციპლინით გამოირჩევა და ამასთან ერთად, კომიტეტის სხდომაზე დანაშაული აღიარა. ყოველივე ამის გათვალისწინების შემდეგ, სადისციპლინო კომიტეტმა მას ხუთი კვირა აპატია.

შესაბამისად, ბრედლი დევისი მოედანს მხოლდო 26 მარტს დაუბრუნდება. ექვსი ერის გათამაშების ბოლო მატჩი კი უელსის ნაკრებს 17 მარტს აქვს.

მისი არყოფნა უელსის ნაკრებს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის მეორე ხაზში. რადგან მისი კოლეგები ალან-ვინ ჯოუნზი და ლუკ ჩარტერისი დაშავებულნი არიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა