შოტლანდიის ნაკრების ინგლისელმა თავკაცმა იმ შემადგენლობაში, რომელმაც გასულ უქმეებზე შინ ინლგისის ნაკრებთან წააგო, ორი ცვლილება განახორციელა
შოტლანდიის ეროვნული ნაკრები ექვსი ერის გათამაშების მორიგი, მეორე ტურის მტჩში სტუმრად ითამაშებს უელსის ნაკრებთან.

"სკოტების" ინგლისელმა თავკაცმა ენდი რობინსონმა, იმ შემადგენლობაში, რომელმაც გასულ უქმეებზე შინ ინლგისის ნაკრებთან წააგო, ორი ცვლილება განახორციელა.

"ნარშავების" თავკაცი იძულებული გახდა მგეზავის, დენ პარქსის ნაცვლად, ძირითად შემადგენლობაში გრეგ ლაიდლოუ დაეყენებინა. პარქსმა რამდენიმე დღის წინ ეროვნულ ნაკრებში კარიერის დასრულების შესახებ განაცხდა.

მეორე ცვლილება შერკინებას შეეხო. რობინსონი აქაც იძულებული გახდა ევან მურეის ნაცვლად გუნდში ჯეფ გროსი ეხმო. შერკინების ბურჯი ევან მურეი კვიარობით რელიგიური მოსაზრებების გამო არ თამაშობს.

რაც შეეხება ლაიდლოუს, მას აქამდე ეროვნულ გუნდში ორი კეპი აქვს მოხვეჭილი და ორივეჯერ თამაშში სათადარიგოთა საკამიდან ჩაერთო. ინგლისთან მატჩისას, მას მცირე ტრავმა აწუხებდა და ამიტომ თამაში ვერ შეძლო. ის წარსულში ცნობილი შოტლანდიელი ცხრა ნომრის როი ლაიდლოუს ძმისშვილია.

"მინდა მვულოცო გრეგს დებიუტი ეროვნული ნაკრების ძირითად შემადგენლობაში. ის ნიჭიერი მორაგბეა და მალე ახერხებს ნაკრებთან ადაპტაციას. გასულ უქმეებზე განცდილი მარცხი უნდა დავივიწყოთ და წინსვლა განვაგრძოთ. უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება მეტი ნიჭიერი მოთამშეები ვნახოთ საქმეში.

ყველაზე გამორჩეულები მანც დანკან ვეირი და სტიუარტ ჰოგი არიან, რომლებმაც შოტლანდიის A ნაკრების შემადგენლობაში შესანიშნავად ითამაშეს, როცა ინგლისის A ნაკრები 35:0 გაანადგურეს. ვეირმა იმ შეხვედრაში გუნდს 20 ქულა მოუტანა. ამ მორაგბეებს რომ ვუყურებ, სულ უფრო ვრწმუნდები, რომ შოტლანდიურ რაგბის კარგი მომავალი აქვს" - თქვა ენდი რობინსონმა.

აღსანიშნავია, რომ ინგლისის ნაკრებთან შინ განცდილი მარცხის შემდეგ, შოტლანდიის ეროვნული გუნდი მსოფლიოს კლასიფიკაციაში ერთი საფეხურით დაქვეითდა. მას სამოას ნაკრებმა გაასწრო და ახლა მე-11 ადგილზეა. ამასთან ერთად, "სკოტებზე" უკეთესი მაჩვენებელი აქვს ტონგას ნაკრებსაც.

საგულისხმოა, რომ მსოფლიოს მოწინავე ათეული შოტლანდიელებმა 2003 წლის შემდეგ პირველად დატოვეს.

შოტლანდია: 15. რორი ლამონტი, 14. ლი ჯოუნზი, 13. ნიკ დე ლუკა, 12. შონ ლამონტი, 11. მაქს ევანსი, 10. გრეგ ლაიდლოუ, 9. კრის კაზიტერი. 1. ალან იაკობსენი, 2. როს ფორდი, 3. ჯეფ გროსი, 4. რიჩი გრეი, 5. ჯიმი ჰამილტონი, 6. ალასდაირ სტროკოში, 7. როს რენი, 8. დევიდ დენტონი.

16. სკოტ ლაუსონი, 17. ედ კალმენი, 18. ალისტერ კელოკი, 19. ჯონ ბარკლი, 20. მაიკ ბლერი, 21. დანკან ვეიერი, 22. სტუარტ ჰოგი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დრამატული ფინალი მსოფლიოს თასზე - სამხრეთ აფრიკამ ახალი ზელანდია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა [VIDEO]
ნიკა ამაშუკელი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კიდის მსაჯი იქნება
ახალმა ზელანდიამ არგენტინა დაამარცხა და მსოფლიო თასის ფინალში გავიდა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის