ირლანდიელთა მთავარმა მწვრთნელმა დეკლან კიდნიმ გუნდში შუამარბი ქის ირლზი დააბრუნა
ირლანდიის ნაკრებს, რომელმაც გასულ უქმეებზე დრამატულ ორთაბრძოლაში წააგო შინ უელსის ეროვნულ გუნდთან - 21:23, წინ კიდევ ერთი უმძიმესი გამოცდა ელის.

"სამყურები" ამჯერად სტუმრად ეთამაშებიან ექვსი ერის გათამაშების უმთავრეს ფავორიტს, საფრანგეთის ნაკრებს.

ირლანდიელთა მთავარმა მწვრთნელმა დეკლან კიდნიმ გუნდში დააბრუნა შუამარბი ქის ირლზი. მას "წითელ ურჩხულებთან" არ უთამაშია, რადგან სწორედ გასულ უქმეებზე შვილი შეეძინა. 24 წლის მორაგბემ ამჯერად ფერგიუს მაკფადენის ადგილი დაიკავა, ამ უკანასკნელმა კი სათადარიგოთა შორის გადაინაცვლა.

"სამყურების" მთავარმა მწვრთნელმა ისევ ძირითად შემადგენლობაში დატოვა მგეზავი ჯონათან სექსტონი, მაშინ, როცა თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მგეზავი რონან ოგარა თადარიგში უზის. თუმცა კიდნის პოზიცია გასაგებია. ოგარა უკვე საკმაოდ ასაკოვანია და 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებისთვის, გამორიცხული არ არის რაგბიში აღარც იყოს. ამიტომ, სამომავლოდ სექსტონს ამზადებს.

ირლანდიის ნაკრებს პარიზში 1972 წლის მერე აღარ მოუგია. ამჯერად, ამ მატჩს ირლანდიელებისთვის ბევრად დიდი მნიშვნელობა აქვს.

წაგების შემთხვევაში "სამყურები" ტიტულის მოპოვების შანსს დაკარგავენ და მათ მწვრთნელს უამრავ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა.

"უელსის ნაკრებთან მატჩში დაშვებული შეცდომები გავითვალისწინეთ და ახლა ბევრად უკეთ ვართ მზად სათამაშოდ. ამჯერად, სტუმრად, სახლიდან შორს უკან დასახევი გზა აღარ გვაქვს. ყველაფერი უნდა ვიღონოთ გამარჯვების მისაღწევად. ძალიან მაღიზიანებს ის ფაქტი, რომ საფრანგეთის ნაკრებისთვის პარიზში დიდი ხანია არ მოგვიგია. ასე რომ, მიზანი ყველასთვის ცნობილია და მჯერა, რომ მისი მიღწევა ჩვენს გუნდს ნამდვილად შეუძლია." - თქვა ირლანდიის ნაკრების კაპიტანმა პაულ ოკონელმა.

ირლანდია: 15. რობ კირნი, 14. ტომ ბოვი, 13. ქის ირლზი, 12. გორდონ დარსი, 11. ანდრიუ ტრიმბლი, 10. ჯონათან სექსტონი, 9. კონორ მურეი. 1. კიან ჰილი, 2. რორი ბესტი, 3. მაიკ როსი, 4. დონჩა ოკალაჰანი, 5. პაულ ოკონელი, 6. სტივენ ფერისი, 7. შონ ობრაიანი, 8. ჯიმი ჰისლიპი.

16. შონ კრონინი, 17. ტომ კარტი, 18. დონჩა რაიანი, 19. პიტერ ომაჰონი, 20. ევან რედანი, 21. რონან ოგარა, 22. ფერგიუს მაკფადენი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დრამატული ფინალი მსოფლიოს თასზე - სამხრეთ აფრიკამ ახალი ზელანდია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა [VIDEO]
ნიკა ამაშუკელი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კიდის მსაჯი იქნება
ახალმა ზელანდიამ არგენტინა დაამარცხა და მსოფლიო თასის ფინალში გავიდა
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა