ინგლისელთა დროებითმა მთავარმა მწვრთნელმა იტალიის ნაკრებთან მატჩისთვის შემადგენლობა უცვლელი დატოვა
ინგლისის ნაკრები სტუმრად ედინბურგში, შოტლანდიის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ, ექვსი ერის გათამაშებაში კიდევ ერთ მატჩს გამართავს სტუმრად.

"პომები" ამჯერად რომის "სტადიო ოლიმპიკოზე" იტალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან. ინგლისელთა დროებითმა მთავარმა მწვრთნელმა სტიუარტ ლანკასტერმა შემადგენლობა უცვლელი დატოვა.

შოტლანდიური ბატალიების შემდეგ, მიკროტრავმები აწუხებდათ ჩარლი ჰოჯსონს, ლი დიქსონს და ოუენ ფარელს. თუმცა ახლა სამივე გამოჯანმრთელდა და "სკუადრა აძურასთან" საბრძოლველად ემზადება.

"პომების" შემადენლობაში არ არიან მგეზავი ტობი ფლუდი და შუამარბი მანუ ტუილაგი, რომლებმაც პირველი შეხევდრა ტრავმის გამო გამოტოვეს, თუმცა ამჯერად სრულიად გამოჯანმრთელებულნი არიან და შაბათს "ლესტერის" შემადგენლობაში ითამაშებენ. დაშავებულნი არიან და ისევ განაგრძობენ მკურნალობას კორტნი ლავი და ტომ ვუდი.

"ნაყოფიერი საწვრთნელი შეკრება გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ამინდი ხელს არ გვიწყობდა, ვფიქრობ, კარგად მოვემზადეთ და ეს გარემოება თამაშის ხარისხზე აისახება.

შემადგენლობა უცველელი დავტოვე, რადგან ის ახალი მოთამაშეები, რომლებსაც ნაკრებში დებიუტი ჰქონდათ გუნდს უფრო მეტად უნდა შეეწყონ. იმედი მაქვს, რომ ჩვენი სათადარიგოები, ისევე როგორც "სკოტებთან" მატჩში, ამჯერადაც შესანიშნავად ჩაერთვებიან თამაშში და გადამწყვეტ სიტყვას იტყვიან.

იტალიის ნაკრები, ვფიქრობ, საკუთარ მოედანზე სერიოზულ წინააღმდეგობას გაგვიწევს. ეს ძალიან გამოცდილი გუნდია. თავად განსაჯეთ, "სკუადრა აძურას" ძირითადის მოთამაშეებს ჯამში 700 კეპი აქვთ მოხვეჭილი. დარწმუნებული ვარ, "სტადიო ოლიმპიკოზე" ურთულესი ბრძოლის გადატანა მოგვიწევს" - თქვა სტიუარტ ლანკასტერმა.

ინგლისი: 15. ბენ ფოდენი, 14. კრის ეშტონი, 13. ბრედ ბარიტი, 12. ოუენ ფარელი, 11. დავიდ სტრიტლი, 10. ჩარლი ჰოჯსონი, 9. ბენ იანგზი. 1. ალექს კორბისერო. 2. დილან ჰარტლი, 3. დენ კოლი, 4. მორის ბოთა, 5. ტომ პალმერი, 6. ტომ კროფტი, 7. კრის რობშო, 8. ფილ დოუსონი.

16. რობ ვებერი, 17. მეთ სტივენსი, 18. ჯეფ პერლინგი, 19. ბენ მორგანი, 20. ლი დიქსონი, 21. ჯორდან ტერნერ-ჰალი, 22. მაიკ ბრაუნი.

ექვსი ერი

11 თებერვალი

იტალია-ინგლისი, საფრანგეთი-ირლანდია

12 თებერვალი

უელსი-შოტლანდია

სატურნირო მდგომარეობა

1. საფრანგეთი - 2 ქულა, 2. ინგლისი - 2, 3. უელსი - 2, 4. ირლანდია - 0, 5. შოტლანდია - 0, 6. იტალია - 0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დრამატული ფინალი მსოფლიოს თასზე - სამხრეთ აფრიკამ ახალი ზელანდია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა [VIDEO]
ნიკა ამაშუკელი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კიდის მსაჯი იქნება
ახალმა ზელანდიამ არგენტინა დაამარცხა და მსოფლიო თასის ფინალში გავიდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა