ლეგენდარული არგენტინელის თქმით, ჯონ ტერის გარშემო კონფლიქტი ხელოვნურად შეიქმნა, რათა ის კაპელოს გაშვების მიზეზი გამოჩენილიყო
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ დიეგო მარადონამ განაცხადა, რომ ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ფაბიო კაპელოს გათავისუფლების მიზეზი იცის.

მარადონას თქმით, ჯონ ტერის გარშემო კონფლიქტი ხელოვნურად შეიქმნა, რათა კაპელოს გაშვების მიზეზი გაჩენილიყო.

არგენტინელი დარწმუნებილია, რომ ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია კაპელოს ხელმძღვანელიბით ნაკრების მიერ ნაჩვენები შედეგებით უკმაყოფილო იყო და იტალიელი სპეციალისტის გაშვების მიზეზს დიდი ხანი ეძებდა.

"ტერის შემთხვევა საჭირო დროს მოხდა", - განაცხადა მარადონამ.

ტერის "ქუინზ პარკ რეინჯერსის" მოთამაშის ანტონ ფერდინანდის რასისტული გამონათქვამებით შეურაცხყოფაში ადაშაულებენ. საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტმა დევიდ ბერნშტეინმა ტერის ინგლისის ნაკრების კაპიტნობა ჩამოართვა, მაგრამ კაპელო ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა. 8 თებერვლის საღამოს ბერნშტეინთან შეხვედრის შემდეგ კაპელო თანამდებობიდან გადადგა.

"საფეხბურთო ასოციაციას შეუძლია ყველაფერი თქვას, მაგრამ მე ვერ გამაბრიყვებენ. ზუსტად ვიცი, რატომ გაათავისუფლეს კაპელო და ამ ამბავს ჯონ ტერის საქმესთან საერთო არაფერი აქვს", - ამბობს მარადონა.

9 თებერვალს ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის საიტზე გაჩნდა ინფორმაცია, რომ ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად დროებით სტიუარტ პირსი დაინიშნა, რომელიც ამჟამად ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებს ხელმძღვანელობს. ამასთან, საფეხბურთო ასოციაცია აგრძელებს იმ სპეციალისტის ძებნას, რომელიც პირველ ნაკრებს ჩაუდგება სათავეში.

მარადონამ განაცხადა, რომ ის ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი არასდროს, არავითარ შემთხვაში გახდება. ამ დროისთვის არგენტინელი არაბეთის გაერთიანებული საემიროების კლუბ " ალ ვასლის" წვრთნის.

"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა