38 წლის ფეხბურთელი, რომელსაც გუნდში დებიუტი 1991 წლის მარტში ჰქონდა, "ალისფერი ეშმაკების" მაისურით თავის 22-ე სეზონს ჩაატარებს
ნახევარმცველმა რაიან გიგზმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტი ერთი წლით გააგრძელა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 38 წლის ფეხბურთელი, რომელსაც გუნდში დებიუტი 1991 წლის მარტში ჰქონდა, "ალისფერი ეშმაკების" მაისურით თავის 22-ე სეზონს ჩაატარებს.

ამ დროის განმავლობაში უელსელმა 898 მატჩი ჩატაარა და 162 გოლი გაიტანა. ის ინგლისის ჩემპიონი 12-ჯერ გახდა, ოთხჯერ ინგლისის თასი მოიგო, ორჯერ ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვა, თითოჯერ უეფას სუპერთასს, საკონტინენტთაშორისო თასსა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

ამ ამბავთან დაკავშირებით გიგზმა განაცხადა:

"როდესაც ჩემი პირველი კონტრაქტი გავაფორმე, ვერცკი ვიფიქრებდი, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" 22 წლის განმავლობაში ვითამაშებდი. თუმცა თავს კარგად ვგრძნობ და ვიცი, რომ ტიტულისთვის ბრძოლაში გუნდისთვის სარგებლობის მოტანა შემიძლია.

მე-19 საჩემპიონო ტიტულის მოგება რაღაც განსაკუთრებული იყო, მაგრამ კვლავ წინსვლას ვაპირებთ და მიხარია, რომ ამ ყველაფრის ნაწილი მეც ვიქნები".

"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
The Arsenal Insider: "არსენალი" კვერნაძის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
ხვიჩას სცენარი მეორდება - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას მაგალითზე ვერაფერი ისწავლა?
საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
მბაპე "ლივერპულში" გადასვლაზე თანახმაა
ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ნაადრევად დაასრულეს
პედრომ 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
რა სასჯელი ელის რონალდოს - პორტუგალიური პრესა შესაძლო სცენარზე
ანდრეი შევჩენკოს ვაჟი ინგლისის მე-7 დივიზიონის კლუბში გადავიდა