ჰოკეის ნაციონალურმა ლიგამ (NHL) "ნიუ ჯერსი დევილზს" რუს ფორვარდ ილია კოვალჩუკთან კონტრაქტის ახალ ვარიანტზე თანხმობა უთხრა...

ჰოკეის ნაციონალურმა ლიგამ (NHL) "ნიუ ჯერსი დევილზს" რუს ფორვარდ ილია კოვალჩუკთან კონტრაქტის ახალ ვარიანტზე თანხმობა უთხრა.

ახლი ვარიანტის მიხედვით, "ნიუ ჯერსი" რუს სუპერვარსკვლავს 15 წელიწადში 100 მილიონ დოლარს გადაუხდის. ეს იმას ნიშნავს, რომ ფორვარდი კლუბში 42 წლამდე ითამაშებს, ხოლო მისი საშუალო ყოველწლიური ხელფასი 6,66 მილიონ დოლარს შეადგენს. თანხის ძირითად ნაწილს – 90 მილიონს – კოვალჩუკი "დევილზში" გამოსვლის საწყის 10 სეზონში მიიღებს.

კონტრაქტის თავდაპირველი ვარიანტი 17-წლიანი იყო და 102 მილიონი დოლარის ღირებულების გახლდათ. ჰოდა, NHL-მა ეს ხელშეკრულება დაბლოკა, აქაოდა, კონტრაქტი ხელფასების ზღვარის შესახებ არსებულ წესს არღვევსო. ძველი ვარიანტი ბოლო ხუთ სეზონში კოვალჩუკის ხელფასის მკვეთრ შემცირებას გულისხმობდა – 550 ათას დოლარამდე.

ლიგის ხელმძღვანელობის აზრით, "ნიუ ჯერსი" ამ ხერხით ჰოკეისტის საშუალო ხელფასის შემცირებას ისე, საგადასახადო უწყისისთვის ცდილობდა, ანუ ილიას ფულს კი გადაუხდიდა, მაგრამ დაბერებულ და უკვე დაბალანაზღაურებად ჰოკეისტს კონტრაქტის ბოლო წლებში სათადარიგოთა სკამზე დასვამდა და საერთოდ არ ათამაშებდა.

ახალი კონტრაქტის პირობით კი, ბოლო ხუთ წელიწადში კოვალჩუკის ყოველწლიური ხელფასი 2 მილიონი დოლარის ტოლი იქნებოდა, თანაც დასკვნით ორ სეზონში რუსი ვარსკვლავი 7 მილიონს მიიღებს.

კოვალჩუკის კონტრაქტის განხილვის შედეგად, NHL და ჰოკეისტთა პროფესიული კავშირი შეთანხმდნენ, ცვლილებები შეეტანათ კოლექტიურ ხელშეკრულებაში, რომელიც გრძელვადიანი (ხუთი წელი და მეტი) კონტრაქტების გაფორმების წესებს ეხება. ამ ცვლილებებით კლუბებს ხელი შეეშლებათ, ასაკოვანი ჰოკეისტებისთვის შემოსავლების შემცირების გზით სახელფასო ზღვარის შესახებ არსებულ წესს გვერდი აუარონ.

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო