„ჰოფენჰაიმის“ ახალ მთავარ მწვრთნელად, დეკემბრის მიწურულს ბერლინის „ჰერტადან“ სკანდალურად წასული 39 წლის სპეციალისტი დაინიშნა
მაშ ასე: როგორც მოსალოდნელი იყო, „ჰოფენჰაიმის“ ახალ მთავარ მწვრთნელად 39 წლის მარკუს ბაბელი დაინიშნა - სპეციალისტი, რომელიც დეკემბრის მიწურულს ბერლინის „ჰერტადან“ სკანდალურად წავიდა.

დიდი შანსია, რომ მარკუსს მაშინაც სცოდნოდა, „ჰოფეში“ რომ დანიშნავდნენ - სხვანაირად გაუგებარია, რატომ თქვა მან „ჰერტასთან“ ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი, რასაც მოჰყვა კიდეც ბერლინული კლუბის ბოსებთან ჩხუბი და მისი გათავისუფლება. ასეა თუ ისე, ახლა ბაბელი „ჰოფეს“ დამრიგებელია. მან „სოფლელებთან“ კონტრაქტი 2014 წლამდე გააფორმა. „ჰოფენჰაიმმა“ მარკუსი გათავისუფლებული ჰოლგერ სტანისლავსკის შემცვლელის რანგში ოფიციალურად გუშინ წარადგინა.

ფაქტია, რომ ბევრი საქმე მაქვს და ფეხბურთელებთან ხანგრძლივი საუბრები მომიწევსო - ასე დაიწყო ბაბელმა პრესკონფერენცია. მისი აზრით, ყველაზე მთავარი ახლა გუნდის წარმატებულ გზაზე დაბრუნება და პროგრესზე ფიქრია.

ფაქტია, რომ ელიტაში გადასვლისა და პირველივე სეზონში უდიდესი სენსაციის მოხდენის შემდეგ (მაშინ დებიუტანტმა „ჰოფემ“ ბუნდესლიგის პირველი წრე მოიგო), „სოფლელებმა“ პროგრესი ვეღარ განიცადეს და ერთ ადგილს ტკეპნიან - არც ვარდებიან და ვერც მინიმუმ ევროპის ლიგის საგზურის მოპოვებას ახერხებენ. აქედან გამომდინარე, ნამდვილად არ არის გასაკვირი ის, რომ ბაბელს არ დაუკონკრეტებია, რა უნდა იყოს „ჰოფენჰაიმის“ მიზანი ამ სეზონში. ფაქტია, რომ გუნდს მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხე არ ემუქრება.

„ჩემთვის ახლა უმთავრესი ის არის, რომ გუნდი კარგად გავიცნო, ფეხბურთელებს ვესაუბრო და გავიგო, რა უნდა თითოეულ მათგანს. საბოლოო ჯამში ჩემი ამოცანა გუნდის პროგრესირება იქნება. ფაქტია, რომ „ჰოფენჰაიმში“ უდიდეს პოტენციალს ვხედავ - ასე რომ არ იყოს, აქ მუშაობაზე არ დავთანხმდებოდი,“ - აღნიშნა ბაბელმა პრესკონფერენციაზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად