“მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ლივერპულის” დაპირისპირება სხვებზე მეტ ყურადღებას იპყრობს
25-ე ტურში “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ლივერპულის” დაპირისპირება სხვებზე მეტ ყურადღებას იპყრობს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ერთმანეთს უპრინციპულესი მეტოქეები და ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი გუნდები ხვდებიან.

დამატებით ინტრიგას ბადებს ლუის სუარესისა და პატრის ევრას შეხვედრის მოლოდინი. ამ თემაზე იმდენი ვილაპარაკეთ, რომ თქვენს ყურადღებას აღარ გადავღლით.

კენი დალგლიშმა ისე განაცხადა, ლუისი მეტოქეს ხელს ჩამოართმევსო, რომ ალბათ ძირითად შემადგენლობაში უპირებს დაყენებას. ეს ლოგიკურიც იქნება. ურუგვაელის არყოფნაში სასტარტოში ენდი კეროლი იდგა, თუმცა ახმახი ინგლისელი მერსისაიდელებს ვერაფერში წაადგა.

წელს ეს გუნდები ერთმანეთს ორჯერ უკვე შეხვდნენ და ორჯერვე “ენფილზე”. ჩემპიონატის პირველ წრეში მათი შეხვედრა 1:1 დასრულდა. ასოციაციის თასზე კი “წითლებმა” “წითელი ეშმაკები” 2:1 დაამარცხეს და გათამაშებას გამოთიშეს.

წინა ტურში ორივემ ფრედ ითამაშა, მაგრამ ერთმანეთთან დაპირისპირებას ისინი განსხვავებულ განწყობაზე ხვდებიან. “ლივერპულმა” მერვე ფრე ითამაშა შინაურ კედლებში, რაც “ისტორიული მიღწევაა” გუნდისთვის. ამაზე მეტი მშვიდობიანი მატჩი მერსისაიდელებს “ენფილდზე” სეზონის განმავლობაში ჯერ არ უთამაშიათ.

ისტორიული მატჩი ითამაშა “მანიუმაც” - “ეშმაკებმა” მესამედ პრემიერლიგაში 3-ბურთიანი ფორა ამოქაჩეს. იქამდე მათ მსგავსი რამ “შეფილდ უენსდისა” და “ტოტენჰემთან” ჰქონდათ ჩადენილი.

ახლა საკადრო პრობლემებზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა: ერთი მხრივ სერ ალექს ფერგიუსონის უფრო ცუდ ვითარებაშია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ “ლივერპულს” უფრო მოკლე სათადარიგოთა სკამი აქვს, გუნდების მდგომარეობა თანაბარი გვეჩვენება. 3-თვიანი პაუზის შემდეგ მასპინძელთა განაცხადში იქნება ტომ კლევერლი.

ფეხბურთელს ორშაბათს რეზერვისტთა შორის უნდა ეთამაშა, მაგრამ ევროპაში მძვინვარე ყინვების გამო თამაში გადაიდო.

გამოჯანმრთელების იმედი ჰქონდა კრის სმოლინგს, მაგრამ მისი ასპარეზობა გამორიცხულია. არ იქნება ფილ ჯონსიც. ფეხბურთელები ევროპის ლიგაზე “აიაქსთან” მატჩისთვის (16 თებერვალი) წესით მზად უნდა იყვნენ.

გუნდების ვარსკვლავებს ესმით, რომ “ოლდ ტრეფორდზე” გასამართ შეხვედრას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია საჩემპიონო ბრძოლაში. იმის გათვალისწინებით, რომ ხვალ “სიტი” ცუდ ფორმაში მყოფ “ასტონ ვილას” ხვდება, “ეშმაკების” პატარა წაფორხილებაც და მათი თანაქალაქელები უზარმაზარ ფსიქოლოგიურ უპირატესობას მოიპოვებენ.

“ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვგავართ. ჩვენსავით “ლივერპულსაც” შეუძლია დიდი ისტორიით დაიკვეხნოს. “მანჩესტერი” და “ლივერპული” ყველაზე წარმატებული გუნდები არიან ქვეყანაში და სწორედ ამიტომ ვაცნობიერებთ, რომ მათთან გამარჯვებისთვის მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო”, - აცხადებს რაიან გიგზი.

მობილიზებულია და “ოლდ ტრეფორდისგან” “სათანადო” დახვედრას ელის ლუის სუარესი. აი, რა განუცხადა ვარსკვლავმა ურუგვაულ რადიოსადგურს რამდენიმე დღის წინ:

“ვიცი, რა დახვედრაც მელოდება, რადგან პატრის ევრასთან პირისპირ შეყრა მომიწევს. იმედი მაქვს, ამაზე უარესი არაფერი მოხდება და იმას, რომ გულშემატკივრები მისტვენენ, დიდი ხანია შეჩვეული ვარ. რაც უნდა ეცადონ გულშემატკივრები ჩემზე ზეწოლას, მე ის მხოლოდ უფრო ძლიერს გამხდის”.

ახლა სხვა მატჩებზეც ვთქვათ. გუნდი, რომელზეც ბოლო კვირაში პრესა ყველაზე მეტს წერს, ლივერპულში, “გუდისონ პარკზე” ითამაშებს. “ჩელსიზე” ყველაზე მეტ სალაპარაკოს თავად გუნდის მესაკუთრე რომან აბრამოვიჩი იძლევა.

ბიზნესმენი იქამდე “კობემის” ბაზაზე 5 თვე არ იყო ნამყოფი, ბოლო 6 დღეში კი გუნდს 5-ჯერ ეწვია. ანდრე ვილაშ ბოაში რომან არკადიჩის ვიზიტებს მხარდაჭერად აღიქვამს და აცხადებს, ძირითადად სამომავლო გეგმებზე ვლაპარაკობთო, მაგრამ ჟურნალისტებს სულ სხვა ეჭვი უღრღნით გულს - გუნდში მწვრთნელთა კიდევ ერთი როქი ხომ არ მზადდება? მით უფრო, რომ ფაბიო კაპელო ეს დღეებია გადადგა თანამდებობიდან და შეიძლება საკლუბო ფეხბურთში დაბრუნება ისურვოს. ახლა თუ არა სეზონის დასრულების შემდეგ მაინც.

რაც შეეხება "ევერტონს", ეიფორია, რომელიც ლივერპულელთა ბანაკში პირველადგილოსან “მანჩესტერ სიტისთან” მოგების მერე გაჩნდა მომდევნო ტურშივე ჩაიფერფლა - “ლურჯებმა” აუტსაიდერ “უიგანს” ვერ სძლიეს. ბუნებრივია, “ჩელსისთან” შეხვედრას ისევ კონცენტრირებულები შეხვდებიან.

ინგლისი. პრემიერლიგა. XXV ტური

დღეს:

მან. იუნაიტედი-ლივერპული 16:45

ტრავმა: ანდერსონი, ნანი, ლინდეგორი, ჯონსი, სმოლინგი, ფლეტჩერი, ვიდიჩი, ოუენი, კლევერლი - ლუკას ლეივა, ხოსე ენრიკე

ბლექბერნი-ქუინზ პარკი 19:00

ტრავმა: ლოუი, სალგადო, გრელა - ჰელგუსონი, იანგი, დაიერი, ბოთროიდი, ფორლინი, კემპბელი, ბუჟაკი, გებიდონი

დისკვალიფიკაცია: ჟივე (ბლექბერნი) - სისე (ქუინზ პარკი)

ბოლტონი-უიგანი 19:00

ტრავმა: გარდნერი, ლი, ალონსო, სტეინსონი, დევისი, ჰოლდენი - მელონი, დი სანტო, კერკლანდი

ევერტონი-ჩელსი 19:00

ტრავმა: ოსმანი, კეჰილი, კოულმენი, როდუელი, იაგიელკა - ტერი, რამირესი, ლემპარდი, მიკელი

ფულჰემი-სტოკ სიტი 19:00

ტრავმა: გრიგერა, სა, სიდუელი, ჯონსონი - ეთერინგტონი, სიდიბე

დისკვალიფიკაცია: ჰუთი (სტოკ სიტი)

სანდერლენდი-არსენალი 19:00

ტრავმა: ვონი, კატერმოული, ბრამბლი, ანხელერი, კილგალონი, ბენდტნერი, ბრაუნი, გორდონი - ჯენკინსონი, გიბსი, უილშირი, ფრიმპონგი, სანტოსი, დიაბი

სუონსი-ნორვიჩი 19:00

ტრავმა: ორლანდი, ბოდე - ჰოუსონი, აიალა, ვონი, უაითბრედი, რუდი, ტირნი, ვორდი

ტოტენჰემი-ნიუკასლი 21:30

ტრავმა: დეფო, გალასი, ვან დერ ვაარტი, ლენონი, კაბული, ჰადლსტოუნი - რ. ტეილორი, ს. ტეილორი, რეინჯერი, მარვო, ბესტი, ამეობი

დისკვალიფიკაცია: კაბაი (ნიუკასლი)

ხვალ:

ვულვერჰემპტონი-ვესტ ბრომვიჩი 17:30

ტრავმა: ნაითლი, ზუბარი, კრედოკი - გერა, ბრანტი, ლონგი

დისკვალიფიკაცია: ჰენრი (ვულვერჰემპტონი)

ასტონ ვილა-მანჩესტერ სიტი 20:00

ტრავმა: ჰერდი, ოლბრაიტონი, აირლანდი, აგბონლაჰორი, კოლინსი - ნასრი, კომპანი

დისკვალიფიკაცია: ბეიე (ასტონ ვილა) - ბალოტელი (მანჩესტერ სიტი)

სატურნირო ცხრილი

თ მ ფ წ ბ ქ

1. სიტი 24 18 3 3 63-19 57

2. იუნაიტედი 24 17 4 3 59-24 55

3. ტოტენჰემი 24 15 5 4 44-25 50

4. ჩელსი 24 12 7 5 44-29 43

5. ნიუკასლი 24 12 6 6 36-31 42

6. არსენალი 24 12 4 8 46-34 40

7. ლივერპული 24 10 9 5 28-21 39

8. სანდერლენდი 24 9 6 9 33-24 33

9. ნორვიჩი 24 8 8 8 34-39 32

10. სუონსი 24 7 9 8 26-29 30

11. ევერტონი 24 8 6 10 24-27 30

12. სტოკ სიტი 24 8 6 10 23-36 30

13. ასტონ ვილა 24 6 10 8 29-33 28

14. ფულჰემი 24 6 9 9 29-35 27

15. ვესტ ბრომვიჩი 24 7 5 12 24-34 26

16. ქუინზ პარკი 24 5 6 13 25-41 21

17. ვულვზი 24 5 6 13 27-44 21

18. ბოლტონი 24 6 2 16 28-49 20

19. ბლექბერნი 24 4 6 14 34-54 18

20. უიგანი 24 3 7 14 21-49 16

ბომბარდირები

22 - რობინ ვან პერსი (არსენალი), 16-16 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), დემბა ბა (ნიუკასლი), 15 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), 12-12 იაკუბუ აიგბენი (ბლექბერნი), ედინ ჯეკო (მანჩესტერ სიტი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა