"მარბელას თასზე", სადაც "ზესტაფონმა" ბოლოსწინა, მე-7 ადგილი დაიკავა, ფინალში ყაზანის "რუბინმა" კიევის "დინამო" 2:1 დაამარცხა
"მარბელას თასზე", სადაც "ზესტაფონმა" ბოლოსწინა, მე-7 ადგილი დაიკავა, ფინალი გაიმართა. გადამწყვეტ შეხვედრაში ყაზანის "რუბინმა" კიევის "დინამო" 2:1 დაამარცხა.

ყაზანელთა ქართველ მცველ საბა კვირკველიას ფინალში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა ტურნირის მოგებაში მცირედი წვლილი მაინც მიუძღვის, რადგან მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში ითამაშა.

შეგახსენებთ, "რუბინმა" მეოთხედფინალში "ზესტაფონი" 5:1 დაამარცხა. "მარბელას თასზე" მესამე ადგილი პოლონურმა "ლეხმა" დაიკავა, რომელმაც უგოლოდ დასრულებული ძირითადი დროის შემდეგ თერთმეტმეტრიანების სერიით ჩინური "გუანჯოუ" დაამარცხა, მეხუთე ადგილისთვის მატჩში კი მოსკოვის ცსკა-მ რუმინულ "ტიმიშოარას" 2:0 სძლია.

კიევის "არსენალმა" საკონტროლო შეხვედრაში ჩეხურ "ჰრადეც კრალოვეს" 3:1 მოუგო. "არსენალის" რიგებში სანდრო კობახიძემ მეორე 45 წუთი ითამაშა და თავის გუნდს პენალტი მოუპოვა. კრივოი როგის "კრივბასი" ჩეხურ "სლოვაცკოს" 0:0 ითამაშა. "კრივბასის" ქართველები, უჩა ლობჟანიძე და ჯაბა კანკავა მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩდნენ.

ვაკო ყაზაიშვილმა "ვიტესის" მეორე გუნდს "ვალვაიკის" ახალგაზრდებთან მოაგებინა. "ვიტესელმა" ჭაბუკებმა 2:1 გაიმარჯვეს, ვაკოს გოლი კი შეხვედრაში უკანასკნელი აღმოჩნდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა