საამისოდ 22 წლის ჩოგბურთელს რეიტინგში, სულ მცირე, 10-15 ადგილით წინსვლა მართებს
საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელს, 22 წლის ანა ტატიშვილს (80) უახლოეს მიზნად ლონდონის ოლიმპიური თამაშების საგზურის მოპოვება აქვს დასახული. საამისოდ, კი მან, სულ მცირე 10-15 ადგილით მაინც უნდა წაიწიოს რეიტინგში წინ.

ანა ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ ამერიკაში გამოჩნდა, სადაც მიდლენდის საერთაშორისო ტურნირში ჩაება. შეჯიბრების საპრიზო ფონდი 100 ათასი დოლარია, ჩვენებური კი იქ მე-3 ნომრად არის განთესილი.

პირველ წრეში ტატიშვილი "იღბლიან წაგებულს", ამერიკელ ლინდსეი ლი-უოტერსს (403) ხვდებოდა. 5 წლის წინათ, ლი-უოტერსი მსოფლიოს საუკეთესო 50-ეულშიც შედიოდა, თუმცა ახლა ქართველის უპირატესობა აშკარა იყო - 6:3, 6:2.

მეორე წრეში ანამ კიდევ ერთ მასპინძელს, ელისონ რისკეს (122) მოუგო - 6:3, 7:5. სხვათა შორის, ამ შეხვედრაში მან კინაღამ დაკარგა მთელი უპირატესობა, როცა მეორე სეტში, 5:0-ის შემდეგ მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა.

ტატიშვილი მეოთხედფინალშია, სადაც მისი მეტოქე მე-7 ნომრად განთესილი ბელარუსი ოლგა გოვორცოვაა (97). აქამდე ამ ჩოგბურთელებს შორის სრული თანაფარდობაა - 1:1. ჩვენებური ამერიკელ ალექსა გლატჩთან (158) ერთად წყვილთა თანრიგშიც მეოთხედფინალშია გასული.

ამერიკულ რანჩო მირაჟში (25 ათასი დოლარი) პირველივე წრეში დამარცხდა სოფიო შაფათავა (264), რომელმაც ამერიკელ ამანდა ფინკს (276) ვერაფერი მოუხერხა - 5:7, 2:6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა