გამოცდილმა თავდამსხმელმა ცხინვალის "სპარტაკთან" წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა
დიდთოვლობამ და უამინდობამ ბევრ ქართულ გუნდს რომ შეუშალა ხელი ამ ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზე, არახალი ამბავია. გამონაკლისი არც ცხინვალის "სპარტაკი" იყო: გამოცდილი სპეციალისტის, ვლადიმერ ხაჩიძის დამოძღვრილ გუნდს ურეკში დაგეგმილი შეკრება ჩაეშალა და თბილისში ემზადებოდა ჩემპიონატის გადამწყვეტი ეტაპისათვის.

შეგახსენებთ, რომ პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ "სპარტაკში" სერიოზული საკადრო ცვლილებები მოხდა: გუნდიდან წავიდნენ რევაზ ჯიქია, კობა შალამბერიძე, ზვიად მეტრეველი, ბესიკ დეკანოიძე, ბოიომო ფრიდოლინი, გიორგი ციმაკურიძე, გაგა თიბილაშვილი, ნიკა დაუშვილი და სხვები.

რაც შეეხება ახალწვეულებს, "სპარტაკში" თავდაპირველად თბილისის "დინამოს" დუბლშემადგენლობის სამი ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოჩნდა: გიორგი ნადირაძე (მეკარე), ლაშა ჩაფიძე (ნახევარმცველი) და კონსტანტინე გაბაშვილი (თავდამსხმელი).

ამ სამეულის გარდა "სპარტაკის" მიერ ჩატარებულ საკონტროლო მატჩებში რამდენიმე პოტენციური ახალწვეულიც ისინჯებოდა და აი, გუშინ კიდევ სამ ფეხბურთელთან გაფორმდა სხვადასხვავადიანი ხელშეკრულება. ამათგან ორი, 19 წლის მიხეილ ჯიშკარიანი და 23 წლის ლევან ჭაფოძე "სპარტაკში" ადრეც თამაშობდნენ და გუნდს ხანმოკლე პაუზის მერე უბრუნდებიან.

აი, მესამე ახალწვეული კი ჩემპიონატის მეორე ეტაპის ერთ-ერთ ყველაზე ცნობად სახედ უნდა მივიჩნიოთ: "სპარტაკთან" წელიწადნახევრიანი კონტრაქტი (6 თვე + 1 წელი) გააფორმა 32 წლის ლევან მელქაძემ.

გამოცდილი თავდამსხმელი სხვადასხვა დროს ქართულ რამდენიმე გუნდში (თსუ, "თბილისი", "დინამო", "ვიტ ჯორჯია", "ზესტაფონი", "სიონი") ასპარეზობდა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში იტალიურ "სიენაში",ნორვეგიულ "ვალერენგასა" და ყაზახურ "შახტიორშიც" თამაშობდა; ამას გარდა, 5 მატჩი აქვს ჩატარებული საქართველოს ნაკრებშიც.

მელქაძე-ფეხბურთელის კარიერის პიკად კი, რაღა თქმა უნდა, 2004-05 წლების სეზონი უნდა მივიჩნიოთ, როცა 27 გოლით საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა და ქართველმა ჟურნალისტებმაც ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. სხვათა შორის, მელქაძეს ჩინებული შანსი აქვს, "რამაზ შენგელიას სახელობის ასიანთა კლუბში" რომ მოხვდეს: საქართველოს ჩემპიონატში დღესდღეობით 89 გოლი აქვს გატანილი და ვინ იცის, იქნებ სწორედ "სპარტაკის" შემადგენლობაში შეძლოს კიდეც იმ "დარჩენილი" 11 ბურთის გატანა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა