ფეხბურთელებს ლათინური 0-სებრად ფეხები იმიტომ უყალიბდებათ, რომ მოზარდობისას დრეკად ძვლებზე დატვირთვას არასწორად იღებენ
2008 წლის ოლიმპიადაზე ქართველმა მოჭიდავეებმა სამი ოქროს მედალი მოიპოვეს. მაშინ დავინტერესდი, ჩვენებრ პატარა ფართობისა და მოსახლეობის ქვეყნებს შორის მედლების რაოდენობისა და ხარისხის მიხედვით რამდენს ვჯობნით-მეთქი. მეორე მაჩვენებელი აღმოგვაჩნდა. პირველი ჰოლანდია იყო, რომელიც მასშტაბებით საქართველოზე გაცილებით პატარაა (თუმცა, მოსახლეობა იქ მეტია).

დავფიქრდი, მაინც რატომ გვჯობნის ჰოლანდია? 2008 წელს ზოგად პასუხს დავჯერდი: ნიდერლანდებში საქართველოსთან შედარებით სპორტის მეტი სახეობაა განვითარებული.

დღეს კონკრეტული მიზეზების დასახელება შემიძლია: ჩვენთან სპორტის ყველა სახეობას მასობრიობა აკლია და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი - სპორტული მედიცინის დონე ნულის ტოლია. ...ასე არ უნდა დამეწერა, მედიცინას რას ვერჩი, როცა მას ბავშვებსა და მოზარდებთან მუშაობისას თითქმის არავინ იყენებს.

ზრდასრულ გუნდებში (სპორტის ინდივიდუალურ სახეობებშიც) შემადგენლობის განუყოფელი ნაწილია ექიმი, უკეთეს შემთხვევაში, მასაჟისტიც. პატარებში კი ექიმი არ სჭირდებათ (იშვიათი გამონაკლისის გარდა). სწორედ ასეთი მიდგომის შედეგია, ჰოლანდიელები ოლიმპიადებზე ჩვენზე მეტი სპორტსმენით რომ მონაწილეობენ და მეტ მედალს იხვეჭენ; ჰოლანდიის საფეხბურთო ნაკრები საქართველოსაზე მინიმუმ ერთი თავით მაღლა რომ დგას; საქართველოს საკალათბურთო ნაკრებში დახმარებისთვის ამერიკელებს რომ ვეძახით...

უფრო კონკრეტულად: ნიდერლანდებსა და მის მსგავს ქვეყნებში (სადაც სპორტული მედიცინა უმაღლეს დონეზეა როგორც ტექნოლოგიურად, ისევე სპორტში მისი გამოყენების თვალსაზრისით) ბავშვს სპორტში შესვლისთანავე იკვლევენ, ადგენენ, რა ასაკში რა დონის დატვირთვას გაუძლებს მისი ორგანიზმი, ან სხვა, უფრო მსუბუქი სპორტით დაკავება ხომ არ ურჩევნია. თითოეულ მოზარდს ექიმები მეთვალყურეობენ და თუ ზრდასრულ ასაკშიც გადაწყვეტს სპორტში დარჩენას, ტრავმიანობის ალბათობა მინიმუმამდე შემცირდება. ასე, სწორი ვარჯიშის შედეგად დიდი სპორტისთვის თითქმის არავინ იკარგება.

საქართველოში სწორედ ასეთი "დაკარგვის" შედეგია, ესა თუ ის ნაკრები თითო-ოროლა სპორტსმენზე რომ არის დამოკიდებული და კონკურენცია არ არსებობს. შევიხედოთ საფეხბურთო სამყაროში: უამრავი აკადემია და სპეციალიზებული სკოლაა, თითომ სანაკრებოდ ერთი ფეხბურთელიც რომ აღზარდოს, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს.

რატომ ვერ აგრძელებს სპორტსმენთა უმეტესობა კარიერას 19-20 წლის შემდეგ, ამის მიზეზი ერთმა ცნობილმა სპეციალისტმა მითხრა:

- ნებისმიერი სპორტსმენი ხშირად უნდა გადიოდეს გამოკვლევას, რადგან გამოირიცხოს ორგანიზმის არასწორი განვითარება. თუნდაც სირბილისას ტერფების არასათანადო დატვირთვამ შესაძლოა უამრავი უარყოფითი შედეგი მოიტანოს, დაწყებული მუხლის და დამთავრებული ხერხემლის ტრავმით.

მოზარდის ორგანიზმი ამტანია, სხვადასხვა სახის პრობლემები შესაძლოა გარკვეულწილად კომპენსირდეს, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად დატვირთვების რაოდენობაც იზრდება, წონაც და სწორედ მაშინ იჩენს თავს პატარაობისას ყურადღების მიღმა დარჩენილი მცირე პრობლემები. ამის გამო ბევრ ნიჭიერ სპორტსმენს დაუსრულებია კარიერა ნაადრევად. თავიდანვე რომ მიექცია ყურადღება, ქვეყანას დიდად გამოადგებოდა.

ამავე ექიმმა მითხრა, პროფესიონალი მწვრთნელის ხელში ჯანმრთელობის პრობლემა სპორტსმენს არ გაუჩნდებაო. თუმცა, დასძინა, სამწუხაროდ, ჩვენთან პროფესიონალი მწვრთნელები იშვიათობააო.

საინტერესო ნიუანსშიც გამარკვია: ფეხბურთელებს ლათინური 0-სებრად ფეხები იმიტომ უყალიბდებათ, რომ მოზარდობისას დრეკად ძვლებზე დატვირთვას არასწორად იღებენ. კალათბურთელებს კი პირიქით - X-ისებურად უყალიბდებათ ფეხები, მუხლები ერთმანეთთან ახლოსაა, წვივები განზე გადის.

სხვათა შორის, ერთ-ერთი მსოფლიო ჩემპიონატისას გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებს დავაკვირდი, გამიკვირდა, თითქმის ყველას სწორი ფეხები ჰქონდა. ეს არასწორი დატვირთვის შედეგი ნამდვილად არ უნდა იყოს.

თუ ნაკრებების წარმატება სურთ, ფედერაციებმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ სპორტულ მედიცინას ბავშვებში, მწვრთნელების პროფესიონალიზმის ამაღლებაზე ხომ ლაპარაკიც არ ღირს.

- ფედერაციებს ვთხოვეთ, ბავშვთა სპორტში გააკონტროლონ ტერფების დატვირთვა, - მითხრა სხვა, კარგმა ექიმმა, - ზოგ მოზარდს კატეგორიულად უნდა აეკრძალოს სპორტის იმ სახეობებში ვარჯიში, სადაც დატვირთვა ფეხზე მოდის, რათა შემდეგ სერიოზული ტრავმები თავიდან ავიცილოთ.

ხშირია შემთხვევა, როცა რამდენიმეწლიანი ვარჯიშის შემდეგ მშობელი ბავშვთან ერთად მოსულა და გამოკვლევას უჩვენებია, რომ ფეხზე დატვირთვა არ შეიძლება.

ვარჯიშის შეწყვეტის შემთხვევაში თავს ვარიდებთ ფიზიკურ ტრავმას, მაგრამ ვიღებთ ფსიქოლოგიურ ტრავმას, რადგან ბავშვს მოულოდნელად უხდება საყვარელი საქმიანობის შეწყვეტა. ასეთი შემთხვევა თავიდან რომ ავიცილოთ, ადრევე უნდა შემოწმდეს და მიმართულებაც სწორად შეირჩეს - თუ ორგანიზმისთვის, ვთქვათ, ფეხბურთი არ შეიძლება, ცურვით ან სხვა სპორტით უნდა დაკავდეს.

www.kvirispalitra.ge

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"