საქართველოს ნაკრებს ვერავინ და ვერაფერმა უშველა და იქნებ ნატურალიზებულთაგან გამოვრჩეთ რამეს...
საქართველოს მოქალაქეობა - საკითხი იმდენად საჭირბოროტო გახდა, რომ ნიგერიელ აბაიმო ოვონიკო შეუნს საქართველოს მაქალაქეობა მიანიჭეს.

ოვონიკოკომ ეს იოლად მოახერხა, მას არ დასჭირდა არც ხელმოწერების შეგროვება და არც ძვირიანი ადვოკატების დაქირავება, რადგან ამ ბიჭს საქართველოს მოქალაქეობა მხოლოდ იმიტომ სურს, რომ ევროპულ ფეხბურთში გაითქვიფოს.

ოვონიკოკოსთვის კი ფეხბურთი უწყინარი რამეა, მან ფეხბურთით უნდა იშოვოს ფული და ცხოვრება მოიწყოს. ოვონიკოკოს ხელი გაუმართეს, კეთილი საქმე კი კაცს ყოველთვის წინ დაუხვდება.

ქართველი ფეხბურთელისთვისაც მიუციათ უცხოური პასპორტი, მაგალითად, რუსებსა და ბრიტანელებს. ოვონიკოკოს მოქალექოება კი მგონი პირველი შემთხვევა უცხოელი ფეხბურთელის ქართულად ნატურალიზაციაში.

დეკლარირებულად, ჩვენ რასისტები არ ვართ და კაცმა რომ თქვას, უცხო თვისტომისადმი ბოღმა ქართულ მენტალიტეტს ნაკლებად ახასიათებს. ჩვენი ნაციონალიზმი სულ სხვანაირია.

ოვონიკოკოს ახლა იოლად შეეძლება ევროპაში წასვლა და იქაურ კლუბებში გადასვლის შანსიც უკეთესი ექნება. სხვა საქმეა მისი პერსპექტივა საქართველოს ამა თუ იმ ნაკრებში. მისი სახით ეთნიკურად ქართველ ფეხბხურთელებს საკმაოდ სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა. ოვონიკოკოს მოედანზე ბევრი შეუძლია, სწრაფი, პლასტიური და მახვილგონიერია, დრიბლინგიც ჩინებული აქვს. მოკლედ, შეუნის გაქართველებამ მორიგი ინტრიგა შემოიტანა.

ოვონიკოკო საქართველოში "გაგრამ" ჩამოიყვანა და ახლახან გაასხვისა "ზესტაფონში". ფეხბურთელთა რეექსპორტი არ უნდა იყოს ცუდი საქმე, თავის დროზე "დინამო თბილისმა" გაბონელი დიდიე ოვონო აიყვანა და მერე წარმატებით გაასხვისა "ლემანში". ოვონო "დინამოს" შავი მარგალიტი იყო, დიდად სასარგებლო, ეფექტურად მოთამაშე მეკარე. კლუბმაც ფული ყველა დასაშვები საშუალებით უნდა იშოვოს და კარგია, თუ ამის რაც შეიძლება მეტი ვარიანტი გამოჩნდება.

საინტერესოა, რა მოჰყვება ოვონიკოკოს გაქართველებას. მე თუ მკითხვათ, "გაგრას" ცენტრფორვარდი ჯონ ჯერემია ოვონიკოკოზე ნაკლები ნამდვილად არ არის და თუ მასაც მოუნდება ქართველობა, უარი რატომ უნდა ეთქვას? მერე ჯერემიაზე არანაკლები აფრიკელიც გამოჩნდება და თუ ამან კონვეირის სახე მიიღო, აფრიკულ სატრანსფერო ბაზარს ვინძლო არაერთი ქართული კლუბი შეესიოს.

საქართველოს ნაკრებს ვერავინ და ვერაფერმა უშველა და იქნებ ნატურალიზებულთაგან გამოვრჩეთ რამეს. ერთი-ორი კარგი აფრიკელი ვის არ გამოსდგომია და ჩვენ რატომ ვერ უნდა ვნახოთ მათგან ხეირი? აგერ, "ნაციონალმანშაფტში" რამდენი არაეთნიკურად გერმანელია თავმოყრილი და ამის გამო ბუნდესნაკრები სამშობლოში ვგონებ, არ ძულთ.

მარჯვნივ ოვონიკო, შუაში ჯერემია, მარცხნივ...საქართველოს ნაკრებს კარგი ცვლა ელის.

6 თებერვალს რონალდ რეიგანი 101 წლისა მოიყრებოდა. ჩვენთვის ალბათ ეს ახოვანი კაცი იყო ამერიკის საუკეთესო პრეზიდენტი, მან ხომ ის ბოროტების იმპერია დაანგრია, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით. რეიგანის დაბადების დღე იმად გამახსენდა, რომ მან პირველი ხელფასი ამერიკული ფეხბურთიდან აიღო - თითო რადიორეპორტაჟში ათ დოლარს უხდიდნენ.

ქართული ფეხბურთიდან ახლა გაცილებით მეტს იღებენ, ოღონდაც დამანგრეველი ძალის ჯერ არაფერი ჩანს. იქნებ ნატურალიზებულებმა გაგვიმართონ? არ ვიცი, ჯერ მხოლოდ ის ვიცი, რომ ოვონიკოკო აფრიკული ჭირივით იქნება მეტოქე მცველებისთვის.

ეროვნული ჩემპიონატის განახლება კი დიდთოვლობის გამო გადაიდო. გადახალისებულ-გაძლიერებული გუნდები ძაან სანახავები უნდა იყვნენ. სულ სხვანაირი სულმოუთქმელობით ველით ჩემპიონატის დაქოქვას და ეს უკვე ცოტას არ ნიშნავს

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

beso
ოვონიკოკო ნაკრებში გვინდა ძაან მაგარია
anri
მოიცათ რა ასეთ რამეს რონალდოზე აგარ წერენ ოვონიკოზე კი არა ჭირივით იქნება მცველებისათვისო მოქალაქეობა რომ მიიგო კი მარა საქარტველოს ნაკრებში ვერა ერთი ფეხბურთელი ვერ შეცვლის თამაშს მოედანზე და მით უმეტეს ოვონიკოკო მოიცათ რა
dudu
ჯერემიას თამაში არ მინახავს და ძალიანაც კარგი, თუ აბაიომის დონის ფეხბურთელია, როგორც ავტორი ამბობს. აბაიომი (თითონ ამბობს, ჩემი გვარი ეგააო) მართლა კარგი ფეხბურთელია. თუ სურვილს გამოთქვამს, მოხვდება ნაკრებში, მაგრამ სტატიის სათაური და პათოსი არ მესმის: ნაკრების წარმატება- წარუმატებლობა რომელიმე (თუნდაც, რამდენიმე) პოზიციაზე ფეხბურთელების დამატებაზე კიდია? ამ სპეკულაციებს მორჩით! ნაკრები სარკეა იმისა, რაც ხდება საფეხბურთო ოჯახში. ნუ ცდილობთ, ავადმყოფს ფერუმარილით სახე შეუთხუპნოთ, რო ყველას ჯანმრთელი ეგონოს. ჯობს, ყველამ ერთად ვუმკურნალოთ, სანამ ჯერ კიდევ ცოცხალია.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა