სუპერლიგის მეორე წრის მეორე ტურის დასკვნით მატჩში შსს-მ სტუ დიდი სხვაობით 97:59 დაამარცხა

სუპერლიგის მეორე წრის მეორე ტურის დასკვნით მატჩში სტუ-სა შსს აკადემიის დაპირისპირება შედგა, სად შსს-მ მეტოქეს დიდი სხვაობით, 97:59 სძლია.

მატჩი თავიდანვე "ძალოვანთა" უპირატესობით წარიმართა, რომლებიც საწყისი პერიოდის დასრულებამდე 1:51 წუთით ადრე 25:12 დაწინაურდნენ, ხოლო პირველ ტაიმში 49:25 იმარჯვეს. მესამე მეოთხედში შსს აკადემიამ "ტექნიკოსებს" შანსიც არ დაუტოვა და აღნიშნული მეოთხედის დასასრულს 30-ქულიანი სხვაობა დააფიქსირა - 70:40. მეოთხე მეოთხედში თამაშს აზრი დაეკარგა, შსს-მ ყველა კომპონენტში აჯობა მეტოქეს და ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.

სტუ-ს გუნდს 13 ქულა ზვიად ანთაძემ შესძინა, ხოლო შსს აკადემიის შემადგენლობაში ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა მოთამაშემ მიითვალა: ტრეისი სმიტმა 35 ქულა და 17 მოხსნა, ხოლო ლარი ბლერმა 23 ქულა და 10 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

მატჩისშემდგომ გაიმართა პრესკონფერენცია, რომელსაც სტუ-სა და შსს აკადემიის გუნდების მწვრთნელები და მოთამაშეები დაესწრნენ შემდეგი კომენტარები გაკეთდა.

გიორგოს კეცედელისი (შსს-აკადემიის მწვრთნელი): ძალიან მოხარული ვარ ამ გუნდში მუშობით და შედეგით. გუნდის ხელმძღვანელობა გვერდში მიდგას და მადლობა მათ. კმაყოფილი ვარ ჩვენი მოთამაშეებით. ისინი მაქსიმუმს აკეთებენ. ჩვენ ვმუშაობთ სწორი კალათბურთის თამაშისთვის, სადაც დაცვა უპირველესია.

ზურაბ ტომარაძე (სტუს-მწვრთნელი): ჩვენმა გუნდმა დეფორმაცია განიცადა. ვცდილობთ დავიბრუნოთ ძველი ბრძოლისუნარიონობა და სხვა გუნდებთნ მატჩის დროს ასეთი დიდი სხვაობა არ იყოს. მოხარული ვარს რომ შსს აკადემია პრქტილულად ახალი გუნდის სახით წარსდგა ჩვენს წინაშე და ვფიქრობ რომ ეს გუნდი მინიმუმ სუპერფინალს იმსახურებს. მწვრთნელი აშკარად დიდი სპეციალისტია და ჩვენ კარგი კალათბურთის მომსწრენი ვიქნებით. ჩვენი ახალგაზრდა მოთამაშეები კი დაოსტატდებია, გამოცდილებას მიიღებენ და გაითვალისწინებენ თავიაანთ შეცდომებს.

გიორგი ნიკოლაძე (შსს აკადემია): მივულოცავ ჩვენს ყველა გულშემატკივარს დღევანდელ გამარჯვებას. მეორე წრიდან ჩვენს გუნდში არაერთი სიახლეა. შეიცვალა გუნდის შემადგენლობა, რაც მთავარია შეიცვალა მთავარი მწვრთნელი, რომელიც ჩემის აზრით დღესდღეობით ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში მოღვაწე მწვრთნელებიდან. და ასეთი დონის უცხოელი მწვრთნელი ჯერ არ გვყოლია.

ვთამაშობთ სულ სხვა სტილით და მკაცრად ვართ ორიენტირებულნი დაცვაზე. მწვრთნელის მოთხოვნა ჯერჯერობით დაცვაა რაც ბოლო ორმა თამაშმა აჩვენა კიდეც. ვფიქრობ,შეგვიძლია მაღალი მიზებისთვის ბრძოლა, ვინაიდან გამართულ კალათბურთს ვთამაშობთ და თუ გავითვალისწინებთ მწვრთნელის ყველა მითითებას დარწმუნებული ვარ შევძლებთ ფინალში თამაშს.

დავით დეკანოიძე (სტუ): ანგარიშიდან გამომდინარე ცოტა ძნელია რაიმე კომენტარის გაკეთება. ჩვენი მთავრი მიზანი ამ მატჩში იყო გარკვეული ტაქტიკური მონახაზების დახვეწა, ვინაიდან შემდეგი მატჩი გველის რუსთავთან და ფლეი ოფში გასასვლალად ჩვენთვის აუცილებელია გამარჯვება. იმედია თამაშიდან თამაშამდე მოვუმატებთ და სასურველ შედეგს მივაღწევთ.

superleague.ge

კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად