გამარჯვებულთა რიგებში ორმაგი დუბლი იოაკიმ შემბომმა შეასრულა, რომელის ანგარიშზეც 19 ქულა და 10 მოხსნაა
სუპერლიგის მეორე წრის მეორე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს "დინამო" და "არმია" დაუპირისპირდნენ, სადაც თავდავცის სამინისტროს გუნდმა 83:66 იმარჯვა.

მატჩის საწყისი ათწუთეული "არმიის" უპირატესობით წარიმართა (19:12), მეორე პერიოდის პირველივე წუთზე არმიელები 23:12 გავიდნენ წინ, ხოლო მეოთხედის დასრულებამდე 2:33 წუთით ადრე 34:23 დაწინაურდნენ. დარჩენილ დროში გააქტიურდა "დინამო", რომელმაც პერიოდის მიწურულს დაახლოებით 38 წამით ადრე სხვაობა 9 ქულამდე შეამცირა - 28:37. "არმიამ" მეტოქეს არ დაუთმო და პირველ ტაიმში 42:31 დაწინაურდა.

საინტერესოდ დაიწყო მესამე მეოთხედი, რომლის მე-3 წუთზე გუნდებს შორის 10-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა - 36:46. თუმცა ძალოვნებმა"მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და პერიოდის შუაწელში კვლავ დამაჯერებლად გაიჭრნენ წინ - 55:38.

დასკვნითი მეოთხე მეოთხედის მე-3 წუთზე უპირატესობას კვლავ "არმია" ფლობდა - 63:48, თუმცა დინამო არ გატეხილა, მოახერხა მობილიზება და პერიოდის შუაწელში სხვაობა 50:65 შეამცირა. დარჩენილ დროში არმიელებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს, ძირითადი დროის დასრულებამდე 2:21 წუთით ადრე წინ 78:54 გაიჭრნენ, ხოლო მატჩი სოლიდური სხვაობით იმარჯვეს.

"დინამოს" შემადგენლობაში საუკეთესო ქიენ კარტერი იყო, რომელმაც 25 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. გამარჯვებულთა რიგებში ორმაგი დუბლი იოაკიმ შემბომმა შეასრულა, რომელის ანგარიშზეც 19 ქულა და 10 მოხსნაა.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციას, რომელსაც აღნიშნული გუნდების მწვრთნელები და მაოთამაშეები დაესწრნენ , შემდეგი კომენტარები გაკეთდა.

კოტე ტუღუში (არმიის მწვრთნელი):"დინამო" ძალიან გამორჩეული და სიმპატიური გუნდია, რომელიც აშკარა პროსგრესს განიცდის. დღევანდელი მატჩისთვის ჩვენ სრული სერიოზულობით ვემზადებოდით, იქიდან გამომდინარე რომ "დინამო" გაძლიერებული და ანგარიშგასაწევი გუნდია. ეს მან წინა ტურშიც დაამტკიცა ერთ-ერთი ფავორიტი გუნდის, ქუთაისის დამარცხების შემდეგ. მატჩში გავიმარჯვეთ, რითაც კმაყოფილი ვარ და უკვე ვემზადებით მომავალი, ძალიან მნიშვნელოვანი მატჩისთვის, რომელიც ქუთაისთან გველის".

ირაკლი ხოშტარია (დინამოს მწვრთნელი):"მიუხედავად იმისა, რომ გუნდში ხუთეულის ორი ტრავმირებული მოთამაშე(დუდა სანაძე და ალექსანდრე ზესევიჩი) არ გვყავს, მათ ნაკლებობას არ დავაბრალებ დღევანდელ წაგებას. დღეს ფავორიტს ვეთამაშეთ, "არმია" ნამდვილად ჩვენზე ძლიერი გუნდია და მას როგორც კონკურენტს არ აღვიქვამთ. ვისურვებდი გამოვასწოროთ ის შეცდომები, რომელიც გვაქვს როგორც დაცვაში, ასევე თავდასხმაში და ყველა მოთამაშე იყოს მწყობრში მომავალი მატჩისთვის "სოხუმთან". ამჟამად იმ ეტაპზე ვართ, რომ თამაში კიდევ და კიდევ გავაუმჯობესოთ".

ანატოლი ბოისა (არმია):"ვთვლი, რომ დღეს ძალიან სანახაობრივი მატჩი შედგა. იყო ბევრი კარგი სათამაშო ეპიზოდი მატჩის მსვლელობისას. ვაჩვენეთ კარგი თამაში როგორც ჩვენი, ასევე დინამოს მხრიდან და მაყურებელმა, რომელიც დაესწრო ამ თამაშს არ ინანა".

ირაკლი კეიდია (დინამო):"ორი წამყავნი მოთამაშე გვაკლდა დღეს და ვთვლი რომ ბევრად უკეთესად თამაშიც შეგვიძლია. მინდა ხაზი გავისვა "არმიას" არაჩვეულებრივ თამაშს და მივულოცო გამარჯვება".

superleague.ge

საქართველოს კანდიდატთა ნაკრებმა ჩინეთში ტურნირი გამარჯვებით დაასრულა
ბათუმმა თსუ ფანტასტიკურ ფინალში დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა!
"ბათუმის" გამარჯვება ქომაგების ოვაციების ფონზე და აჭარლები ჩემპიონობას მიუახლოვდნენ
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა