პრიმერადივიზიონში "გრან კანარიამ" ალიკანტეს 61:53 მოუგო, ჰეინსი მხოლოდ 5 ქულას დასჯერდა
წარუმატებელი მატჩების შემდეგ მარკიზ ჰეინსის "გრან კანარიამ" პრიმერადივიზიონში გამარჯვება იზეიმა. ტორინ გრინის თურქულ "თოფაშში" გადასვლის შემდეგ ჰეინსი კანარიელთა ერთადერთი ქართულპასპორტიანი მოთამაშე გახდა.

"გრან კანარიამ" მორიგ ტურში შინ "ალიკანტეს" მოუგო. კუნძულელებმა პირველ მეოთხედში მოპოვებული უპირატესობა შეხვედრის ბოლომდე შეინარჩუნეს და ანგარიშით 61:53 იმარჯვეს.

მარკიზ ჰეინსი, რომელიც გასულ მატჩებში და ზოგადად, კანარიელთა ლიდერად ითვლება, ამ შეხვედრაში ინერტული იყო. მან 29 წუთი ითამაშა და ბომბარდირობას ჩვეული მხოლოდ 5 ქულას დასჯერდა. 4-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 4 ორქულიანი კი ააცილა. მის ანგარიშზე 2 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრაც დაგროვდა.

მოგებამ კანარიელები ცხრილში ვერ დააწინაურა. ჰეინსის გუნდი კვლავ მე-13 ადგილზე იმყოფება. პრიმერადივიზიონში მომდევნო მატჩს "გრან კანარია" 26 თებერვალს მადრიდში, "რეალთან" გამართავს.

gbf.ge

მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
18 ქულა, 9 მოხსნა | მერკვილაძე საუკეთესო იყო, თუმცა "გრონინგენი" დამარცხდა
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო