მსოფლიოს მეორე ჩოგანი რაფაელ ნადალი დოპინგზე მოულოდნელად შეამოწმეს
მსოფლიოს მეორე ჩოგანი რაფაელ ნადალი დოპინგზე მოულოდნელად შეამოწმეს. ეს მოვლენა იმით იპყრობს ყურადღებას, რომ გასულ კვირას ფრანგულმა ტელეარხმა Canal+-მა ეთერში გაუშვა სახუმარო სიუჟეტები, რომელშიც მინიშნება იყო იმაზე, რომ ესპანური სპორტის ბოლოდროინდელი წარმატებები დოპინგის გამოყენებას უკავშირდება.

ერთ-ერთი ვიდეორგოლის გმირი სწორედ ნადალი გახდა."დილის ცხრის ნახევარზე დავასრულე მოულოდნელი ტესტი დოპინგზე. რა თქმა უნდა, ამ კვირის მოვლენების შემდეგ ასეთი რამ მოსალოდნელი იყო. მაგრამ მე ეს მომწონს. არანაირი პრობლემა არ არსებობს", - დაწერა თავის "ტვიტერზე" ნადალმა.

აღსანიშნავია, რომ სკანდალური ისტორია სახელმწიფო დონეზე ავიდა - ესპანეთის პრემიერმინისტრი დაუკავშირდა ფრანგულ მხარეს და დაიჩივლა ტელევიზიის დაუშვებელი საქციელის გამო, ხოლო ესპანეთის ჩოგბურთისა და ველოსპორტის ფედერაციები Canal+-თვის სასამართლოში ჩივილს აპირებენ.

ისიც უნდა დავამატოთ, რომ ეს პროგრამა ეთერში მას შემდეგ გავიდა, რაც ესპანელი ველომრბოლი ალბერტო კონტადორი დოპინგის მიღების გამო ორწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს და 2010 წლის ტურ დე ფრანსის ტიტული ჩამოართვეს.

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, ამერიკელი ვენუს უილიამსი პროფესიულ ტურში დაბრუნებას კუალა ლუმპურის ტურნირზე შეეცდება, გარდა ამისა, უახლოეს მომავალში მან მაიამის სუპერტურნირზე თამაში დაგეგმა. ამის შესახებ WTA-ის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება. შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე უფროსმა უილიამსმა განაცხადი შეიტანა Family Circle Cup-ზე, რომელიც 2-8 აპრილს ამერიკის ქალაქ ჩარლსტონში გაიმართება.

ვენუსი ჯერაც აღდგენით პროცესს გადის აუტოიმუნური ავადმყოფობის შემდეგ, რომელიც ჩოგბურთელს ამერიკის ღია პირველობის დროს შეეყარა. იქედან მოყოლებული, 31 წლის უილიამსი პირველად კორტზე გასულ კვირას გავიდა, როცა ბელარუსის ნაკრების წინააღმდეგ ფედერაციის თასის გათამაშებაში ლიზელ ჰუბერთან ერთად წყვილთა მატჩში ითამაშა.

კუალა ლუმპურის ტურნირი 27 თებერვალს დაიწყება, მაიამის სუპერტურნირი - 20 მარტს.

სერბმა ჩოგბურთელმა ელენა იანკოვიჩმა თავის მიკრობლოგში დაწერა იმის შესახებ, რომ ის პარიზის ცენტრში ერთ-ერთ მაღაზიაში გაქურდეს. უცნობებმა მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს მოპარეს ჩანთა საკრედიტო ბარათებით, საიუველირო ნაწარმებითა და დოპინგის ტესტით.

"ჩვენს გარშემო შეიკრიბა ათი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი, რომლებმაც იცნეს ელენა და მასთან ფოტოს გადაღება მოინდომეს, - ამბობს ჩოგბურთელის დედა. - ამ ბრბოში ჩანთა გაქრა. მაღაზიაში ვიდეოკამერები იყო დამონტაჟებული, ჩვენ დაცვას მივმართეთ. მან ჩანაწერში გაარჩია ორი ქალბატონი, რომელიც ჩანთას იპარავდა. მათ პალტოები ეცვათ და დიდი სათვალეები ეკეთათ. ეჭვი გვეპარება, რომ მათ ოდესმე იპოვნიან".

იანკოვიჩი და დედამისი პოლიციის განყოფილებაში მივიდნენ და როგორც შემდეგ აღიარეს, შოკირებულნი დარჩნენ პოლიციელების შრომის პირობებით, ჭუჭყითა და დახეული ფარდებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...