NBA-ის კულუარებში აქტიურად ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ "ნეტსის" ლიდერის "დალასში" გადასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ნიუ ჯერსი ნეტსის" გენერალური მენეჯერის ბილი კინგის თქმით, კლუბი ამ სეზონს იმ მოთამაშეებით დაასრულებს, რომლებიც ამჟამად მთავარი მწვრთნელის ეივერი ჯონსონის განკარგულებაშია.

არადა, ამ მომეტისთვის "ნიუ ჯერსის" ლაზარეთში არიან დემიონ ჯონსი, კიტ ბოგანსი, მეჰმეთ ოქური, ბრუკ ლოპესი, დეშონ სტივენსონი და მარშონ ბრუქსი.

"ჩვენ არ განვიხილავთ ახალი მოთამაშეების დამატების ვარიანტებს და არ მგონია, რომ რომელიმე კალათბურთელთან გავწყვიტოთ ხელშეკრულება შემადგენლობაში ადგილის გასანთავისუფლებლად. კმაყოფილი ვარ იმ მოთამაშეებით, რომლებიც გუნდში არიან", - ამბობს კინგი.

თუმცა "ნიუ ჯერსის" შემადგენლობაში ერთი ცვლილება, შესაძლოა, მაინც მოხდეს. NBA-ის კულუარებში აქტიურად ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ "ნეტსის" ლიდერის - დერონ უილიამსის "დალასში" გადასვლა გადაწყვეტილი ამბავია.

ESPN-ის ანალიტიკოსმა ბილ სიმონსმა თავის ბოლო სტატიაში დაწერა, რომ "ამ ტრანსფერის ვარაუდი უფრო მაღალია, ვიდრე ის, რომ ზაფხულში ფელპსი თავის მორიგ ოქროს მედალს მოიგებს".

"მე არ ვიცი ამ ამბავთან დაახლოებული არც ერთი წყარო, რომელიც 100 პროცენტით არ იყოს დარწმუნებული ამ ტრანსფერის განხორციელებაში. მაგრამ, მოდით თავი ისე დავიჭიროთ, რომ ამის შესახებ არავინ არაფერი ვიცით".

დერონის წლევანდელი სტატისტიკა 21 ქულასა და 8.4 შედეგიან პასს უდრის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად