დაბადების დღეზე "ატლანტას" ქართველმა ცენტრმა "ორლანდოს" წინააღმდეგ ბრწყინვალედ ითამაშა
ქართველები ამაყები ვართ, რის გამოც ზოგჯერ რეალობასაც ვცილდებით. ყველაზე მეტად ზომიერება ჟურნალისტებს მოგვეთხოვება. თუმცა შაბათს გამთენიისას "ორლანდო"-"ატლანტას" მატჩი რომ გენახათ, ემოციების შეკავებაც გაგიჭირდებოდათ და ოვერტაიმის ბოლოს ყველაზე თავდაჭერილი ქართველიც ტაშს შემოჰკრავდა. საქმე ისაა, რომ ზაზა ფაჩულიას "ატლანტამ" დუაით ჰოვარდის "ორლანდო" მისსავე მოედანზე დამატებით დროში დაამარცხა.

უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ მატჩს წერტილი ზაზამ დაუსვა: დამატებითი დროის ამოწურვამდე 23 წამით ადრე საკუთარი ფარიდან ასხლეტილი ბურთი ჰოვარდს არ დაუთმო, საპასუხო შეტევაში კი მერვინ უილიამსმა ორიდან ერთი საჯარიმო გამოიყენა და "ატლანტა" 88:86 დააწინაურა. სირენამდე 11 წამით ადრე ზაზამ ჯეისონ რიჩარდსონი წესების დარღვევით შეაჩერა (ეს ის ჯეისონია, გაზაფხულზე ფაჩულიასთან რომ იჩხუბა), რომელმაც პირველი საჯარიმო გამოიყენა, მეორე ააცილა და ბურთი კვლავ ქართველმა ცენტრმა მოიხელთა.

ორლანდოელები უმალ დაჯარიმდნენ. 10 წამით ადრე ზაზა მშვიდად მიუახლოვდა საჯარიმოს ხაზს, პირველი ტყორცნა გამოიყენა და 89:87.

დარჩენილ დროში "მეჯიქის" კალათბურთელებმა ვერც "ჯადოსნური ჯოხი" მოიქნიეს და ვერც ბურთი - მატჩი ორქულიანი სხვაობით ზაზას თანაგუნდელებმა მოიგეს.

ფაჩულიას ორმაგ დუბლამდე ერთი ქულა დააკლდა, მაგრამ ამ მატჩში მისი სტატისტიკა არაფერს ნიშნავს, მთავარია, რომ ზაზამ მსოფლიოს საუკეთესო ცენტრის, დუაით ჰოვარდის წინააღმდეგ ითამაშა კარგად. ორლანდოელების მთავარი კოზირი სწორედ სუპერმენად წოდებული დუაითია, კოზირის სათანადოდ ვერგამოყენება კი "მეჯიქს" ზოგჯერ წაგებად უჯდება.

ქართული ასოებით რამდენიც უნდა ვწეროთ: ზაზამ ჰოვარდი გაანეიტრალაო, იმდენად ღირებული არ იქნება, რამდენადაც ამერიკელების ნათქვამი. მატჩის იქაურ მიმოხილვებში ცალკე აბზაცი ფაჩულიასა და ჰოვარდის დუელს ეთმობოდა.

"ატლანტა კონსტიტუშენში" ვკითხულობთ:

"ზაზა შესანიშნავი იყო - 9 ქულა, 10 მოხსნა და 0 შეცდომა. მაშინ, როცა ჰოვარდი ბურთს მიიღებდა, კოლინზის დარად ფაჩულია ზოგჯერ ცდილობდა ოდნავ უკნიდან შეხვედროდა და მას შემდეგ აღდგომოდა, რაც დუაითი შეტევას წამოიწყებდა. ბევრისთვის მოულოდნელად, კოლინზისა და ჰორფორდის გარეშე მოთამაშე "ატლანტას" ცენტრებმა ჰოვარდი გააწბილეს, თავისი სიმაღლითა და ენერგიულობით მოედნის ყოველ მონაკვეთში დიდ პრობლემებს უქმნიდნენ."

"ჰოქსის" ოფიციალური საიტი:

"ერთი "ქორი", რომელსაც საოცარი სტატისტიკა არ ჰქონდა, მაგრამ გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა, ზაზა ფაჩულია იყო. მან მთელი ენერგია ჰოვარდთან ჭიდილს შეალია და ამიტომაც ვერ ასცდა 9 ქულას. დიდი ხშირად "ბოლომდე იყენებს" ფოლების ლიმიტს, მაგრამ ამჯერად არც ეს დასჭირდა. იგი მოედნის ორივე მხარეს საიმედო იყო და სწორედ მისი დამსახურებაა ჰოვარდმა ბევრი შეცდომა (5) რომ დაუშვა. საბოლოოდ "სუპერმენმა" 18-18 ქულა მოხსნა მოაგროვა, მაგრამ ეს "ორლანდოს" გამარჯვებისთვის არ ეყო".

როგორც ამერიკელები ამბობენ, 28 წლის ქართველი ცენტრის მონაგარი "საოცარი" არ იყო, მაგრამ ერთი ციფრი მაინც იმსახურებს ხაზგასმას: 42:47 წუთი ითამაშა, რაც ზაზასთვის არა მხოლოდ საამსეზონო რეკორდია - 2006 წლის (მაშინ 50 წუთიცა აქვს ნათამაშები) შემდეგ

მოედანზე ყველაზე მეტი დრო სწორედ შაბათს გამთენიისას გაატარა.

ვინც ფაჩულიას შესახებ ხშირად კითხულობს, დაკვირვებული იქნება, რომ ყოველთვის მის ასაკს, 27 წელს ვასახელებდით. ამჯერად 28 დავწერეთ, მაგრამ არ შეგვშლია - სწორედ "ორლანდოსთან" მატჩის დღეს გახდა 28 წლის და წინასამატჩო გახურებისას თანაგუნდელი ივან ჯონსონისგან ომახიანი Happy Birthday დაიმსახურა.

ორლანდო-ატლანტა 87:89

ზაზა ფაჩულია: 43 წუთი, 9 ქულა (6-დან 3 ორქულიანი, 4-დან 3 საჯარიმო), 10 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა, 4 ფოლი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
[VIDEO] გოგას 12 წუთი - "ორლანდომ" სეზონი მარცხით დაიწყო
[VIDEO] მამუკელაშვილის დებიუტი და დონჩიჩის შოუ - "ლეიკერსმა" "გოლდენ სტეიტი" მარტივად დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა