გასული უქმეები ევრობაში მოთამაშე ქართველებისთვის წარმატებული ვერ გამოდგა
გასული უქმეები ქართული ლეგიონისთვის წარმატებული ნამდვილად ვერ გამოდგა. ჩვენი თანამემამულეების წარმატებას ვინ ჩივის, ბოლო მატჩებში მათი კლუბების დიდმა ნაწილმაც ვერაფერს მიაღწია.

ლევან კობიაშვილს მწვრთნელი კიდევ შეუცვალეს. ბერლინის "ჰერტამ" ბოლო ხუთ ოფიციალურ მატჩში ამდენივე მარცხი იწვნია და კლუბის ხელმძღვანელობამ მიხაელ სკიბეს კარისკენ მიუთითა.

"ჰერტა" სტუმრად "შტუტგარტთან" 0:5 განადგურდა და გასავარდნ ზონას კიდევ ერთხელ მიუახლოვდა. ლევან კობიაშვილმა სრულად ითამაშა და "შპორტალისგან" 5,5 მიიღო, რაც "ჰერტას" შემადგენლობაში ერთ-ერთი ყველაზე უარესი შეფასებაა. კარგი კი ის არის, რომ რამდენიმე დღის წინ მიონხენგლადბახის "ბორუსიასთან" სათასო შეხვედრაში მიღებული ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ლევანს გერმანიის მიმდინარე ჩემპიონატში ჯერ წუთიც არ გაუცდენია.

ნიკოლოზ გელაშვილმა შესანიშნავ ბოხუმურ დებიუტს მეორე შედეგიანი მატჩი ვერ მოაყოლა, თუმცა ამაში მას ბრალი ნაკლებად მიუძღვის - ქართველ ფორვარდს თამაშის საშუალება მხოლოდ 5 წუთით მისცეს, თანაც მაშინ, როცა "ბოხუმი" გასვლაზე "ზანკტ პაულისთან" 1:2 მარცხდებოდა და მოედანზე ათი კაცით იყო დარჩენილი. ეს შეხვედრა ასევე დასრულდა, "ბოხუმი" კი მე-9 ადგილზე დარჩა.

ალექსანდრე იაშვილის "კარლსრუემ", რომელიც ბოლოსწინა საფეხურზეა, სტუმრად ბრაუნშვაიგის "აინტრახტთან" 0:0 ითამაშა. "კარლსრუეს" ქართველი კაპიტანი ძირითად შემადგენლობაში იყო და 87-ე წუთზე შეცვალეს. "შპორტალისგან" მას 4-იანი ერგო.

გადავინაცვლოთ იტალიაში, სადაც კახა კალაძის "ჯენოა" "კატანიას" ეწვია და 0:4 განადგურდა. კახა კალაძემ გენუელთა შემადგენლობაში 90 წუთი დაჰყო და ყვითელი ბარათი მიიღო. "ჯენოა" მე-9 პოზიციაზეა და ჯერაც ინარჩუნებს ევროპის ლიგაზე გასვლის შანსს, მაგრამ თუ ასეთი არასტაბილური ასპარეზობა განაგრძო, ამ მიზნის მიღწევას ნამდვილად ვერ შეძლებს.

სერია B-ში "ემპოლიმ" სტუმრად "რეჯინასთან" 2:3 წააგო. "ემპოლის" შემადგენლობაში ლევან მჭედლიძე 78-ე წუთზე გამოჩნდა, როცა მისი გუნდი 1:3 მარცხდებოდა. "ემპოლი" ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლას განაგრძობს.

არნემის "ვიტესმა" ვერაფერი დაუპირისპირა "ფეიენოორდს" და როტერდამში 1:3 დამარცხდა. "ვიტესის" კაპიტანმა გურამ კაშიამ სრულად ითამაშა, გიორგი ჭანტურია სასტარტოში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს, ვაკო ყაზაიშვილმა კი მატჩს სათადარიგოთა სკამიდან ადევნა თვალი. "ვიტესი" ერედივიზიეში მე-7 ადგილზეა და დღევანდელი გადასახედიდან, ამაზე ზევით ასვლა ძალიან გაუჭირდება.

შოთა არველაძის "ქაისერისფორი" სტამბულში "გალათასარაის" მედგრად ებრძოლა, მაგრამ თურქულ გრანდთან ვერას გახდა - 0:1. ზურაბ ხიზანიშვილმა "ქაისერის" რიგებში შეუცვლელად ითამაშა და გაფრთხილება მიიღო, მისი გუნდი კი მე-11 პოზიციაზეა.

ნავსი გატეხა "სამსუნსფორმა", რომელმაც შინ "ესქიშეჰირსპორს" 3:1 სძლია და მართალია, სუპერლიგაში ბოლოსწინა ადგილზე რჩება, მაგრამ დაქვეითებისგან თავის დაღწევის შანსი აშკარად გაეზარდა. აკაკი ხუბუტია "სამსუნის" შემადგენლობაში 90-ე წუთზეღა გამოჩნდა.

საბერძნეთში "ერგოტელისი" სტუმრად "არისს" 1:1 დაუზავდა. "ერგოტელისში" შეუცვლელად ითამაშა გიორგი შაშიაშვილმა, რომელმაც ყვითელი ბარათი მიიღო. 16-გუნდიან სუპერლიგაში მისი გუნდი მე-10-ეა.

კვიპროსზე ტურიდან ტურამდე თმობს მოწინავე პოზიციებს "ანორთოსისი". ფამაგუსტელებმა ამჯერად საკუთარ მოედანზე "ექვსქულიანი" შეხვედრა წააგეს ერთპიროვნულ ლიდერ აელ-თან (0:1), მეოთხე ადგილზე დარჩნენ და ამ კლუბს უკვე 6 ქულით ჩამორჩნენ. ანორთოსისელი დავით კვირკველია სათადარიგო იყო.

ავსტრიულ ბუნდესლიგაში მეორე წრე დაიწყო. გრაცის "შტურმმა" "მატერსბურგს" უმასპინძლა, 1:0 გაიმარჯვა და მე-5 საფეხურზე გადაინაცვლა, თუმცაღა ლიდერ ვენის "რაპიდს" მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება. "შტურმის" რიგებში გიორგი ფოფხაძემ სრულად ითამაშა.

უამინდობამ საფრანგეთის რანგით მეორე ლიგაში შვიდი მატჩი გადადო, მათ შორის, "მეცისა" და გიორგი მაკარიძის "ლე მანის" დაპირისპირება. ამირან სანაიას "ბასტია" 13 თებერვალს "მონაკოს" ესტუმრება, თუმცა ქართველი მცველის მოედანზე გამოჩენა ნაკლებად მოსალოდნელია.

ჩვენი უმაღლესი ლიგის არ იყოს, დიდთოვლობამ აზერბაიჯანული პრემიერლიგის განახლებაც გადადო. თუ ამინდმა კალენდარში კორექტივები არ შეიტანა, ჩვენს სამეზობლოში, სადაც ქართველები მრავლად ასპარეზობენ, სეზონი 15 თებერვალს განახლდება.

ცნობისთვის, რუსული და უკრაინული პრემიერლიგები, რისკენაც ჩვენი დიდი ყურადღებაა მიპყრობილი, 3 მარტს გაგრძელდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" თასზე მეტოქე გაანადგურა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!