ქართველმა ცენტრმა "მაიამისთან" 8 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი და თითო ჩაჭრა-დაფარება დააგროვა, ხოლო "ქორებმა" მატჩი 87:107 წააგეს
ზაზა ფაჩულიას "ატლანტამ" მიმდინარე სეზონში სტუმრად მოუგო "მაიამის", თუმცა მას შემდეგ ზედიზედ ორჯერ შინ წააგო. აქედან მეორე მარცხი დღეს, გამთენიისას შეემთხვა.

ატლანტელებმა ბოლო მეოთხედი 7 ქულით მოუგეს მაიამელებს, თუმცა მანამდე დიდი სხვაობით აგებდნენ და საბოლოოდ 87:107 დამარცხდნენ.

ზაზა ფაჩულია ბოლო მატჩებია ორმაგ დუბლს უტრიალებს. ხან 1 ქულა აკლდება, ხან - 1 მოხსნა. დღევანდელ მატჩში ქართველმა ცენტრმა 8 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა, რაც მეტოქე გუნდის სიძლიერის გათვალისწინებით საკმაოდ კარგი შედეგია.

ფაჩულიამ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 30 წუთზე ოდნავ მეტი დრო გაატარა. ზაზამ თამაშიდან 100-პროცენტიანი შედეგიანობით ესროლა: 4 ორქულიანიდან ოთხივე ჩააგდო. 8 ქულასა და 9 მოხსნასთან ერთად ფაჩულიას 2 პასი და თითო ჩაჭრა-დაფარება ჰქონდა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.

18 მოგებითა და 10 წაგებით "ატლანტა" აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზე დარჩა. ხვალიდან ატლანტელები დასავლეთში, გასვლით ტურნეს იწყებენ. პირველი გაჩერება ფაჩულიას გუნდს ლოს ანჯელესში აქვს, სადაც 15 თებერვალს "ლეიკერსს" შეხვდება, შემდეგ კი ფინიქსში გადავა.

gbf.ge

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად