ანკარაში, იაშარ დოგუს ხსოვნის საერთაშორისო ტურნირში ქართველებმა ძალზე სუსტად იასპარეზეს
ჩვენი თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ძალზე სუსტად გამოვიდნენ ანკარაში დამთავრებულ იაშარ დოგუს ხსოვნის საერთაშორისო ტურნირში.

ანკარაში 11-მა ქართველმა იჭიდავა, თუმცა მედალი ვერავინ მოიპოვა. ჯილდოსთვის მხოლოდ ტრისტან ჩირგაძემ (55) იჭიდავა, რომელმაც დამამშვიდებლის ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, მაგრამ დამარცხდა და მესამე ადგილზე დარჩა.

დანარჩენებიდან ყველაზე უკეთ ევროპისა და მსოფლიოს მედალოსან დავით მარსაგიშვილის უმცროსი ძმა გიორგი მარსაგიშვილი (74) გამოვიდა. ის ძირითად ბადეში მომავალ ჩემპიონთან, კანადელ მეთიუ ჯენტრისთან დამარცხდა, მერე კი სანუგეშოში გადავიდა, სადაც დამამშვიდებლის ნახევარფინალამდე მივიდა, იქ კი წააგო და მეშვიდეზე დარჩა.

სამწუხაროდ, გიორგი ბალიაშვილი, ბექა ლომთაძე, მურთაზ კვესაძე (სამივე - 60), გიორგი ცუცქირიძე, შალვა მუზიაშვილი (ორივე - 66), მარადი ზოიძე (84), დავით ქერაშვილი, მამუკა კორძაია (ორივე - 96) და ლევან სეთურიძე (120) უსახელოდ გავარდნენ.

მართალია, ეს ჩვენი მეორე ნაკრებია და არა ეროვნული, თუმცა მათი ასეთი სუსტი გამოსვლაც ძალზე ცუდია, როგორც დასტური იმისა, თუ რაოდენ მწვავედ დგას რეზერვის საკითხი მთავარი გუნდის წინაშე. არადა, თურქეთში რამდენიმე ნიჭიერი სპორტსმენიც გამოდიოდა, რომლებსაც ახალგაზრდებშიც გვარიანი წარმატებებისთვის მიუღწევიათ და უფროსებშიც დიდ იმედებს ვამყარებთ.

გვესმის, რომ ძლიერი ტურნირი იყო, მაგრამ ასეთ წარუმატებლობას მაინც ვერ გავამართლებთ. შეჯიბრების სიძლიერეზე ისიც მიუთითებს, რომ 96-ის ფინალში ერთმანეთს აზერბაიჯანელი მსოფლიოს ჩემპიონები, შარიფ შარიფოვი და ხეტაგ გოზიუმოვი შეხვდნენ. შარიფოვი აქამდე 84-ში ჭიდაობდა, ახლა კი 96-ში მოგვევლინა. თუმცა ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი გოზიუმოვი მოწოდების სიმაღლეზე დადგა და შარშანდელი წლის საუკეთესო "თავისუფალ" მოჭიდავედ დასახელებულ შარიფოვს დამაჯერებლად მოუგო.

ჩვენი ეროვნული ნაკრები 14 თებერვალს კიევში გაფრინდება, სადაც 15-16 თებერვალს დიდი საერთაშორისო ტურნირი იმართება. წინასწარი მონაცემებით, მასში 20-მდე გუნდი იასპარეზებს. ჩვენი ნაკრები იქ ასეთი შემადგენლობით გამოვა: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ბესარიონ გუჩაშვილი (ორივე - 55), მიხეილ ზარქუა (60), ზურაბ იაკობაშვილი (66), დავით ხუციშვილი (74), დავით მარსაგიშვილი (84), ელიზბარ ოდიკაძე (96), დავით მოძმანაშვილი (120).

სამწუხაროდ, ტრავმის გამო კიევში ვერ იჭიდავებს მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიადის მედალოსანი ოთარ თუშიშვილი (66), ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური მედალოსანი გიორგი გოგშელიძე (96) კი მწვრთნელებმა დაასვენეს.

კონსტანტინე პეტრიაშვილმა 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე