როგორც ჩანს, მატჩის შემდგომ დალგლიშს შეგირდთან მკაცრი საუბარი ჰქონდა
"ლივერპულის" თავდამსხმელმა ლუის სუარესმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩის დასრულებისთანავე ცივ გონებაზე გაიაზრა, თუ რა ჩაიდინა.

როცა ლაპარაკია ორი უზარმაზარი კლუბის დაპირისპირებებზე, იქ წმინდა საფეხბურთო კომპონენტი რასაკვირველია უმთავრესი უნდა იყოს, მან კი იმდენი "მოახერხა", რომ ფეხბურთზე არანაკლებ საზოგადოება მის საქციელს განიხილავდა.

ყველას აინტერესებდა, ჩამოართმევდა თუ არა ის ხელს პატრის ევრას. კენი დალგლიში ამტკიცებდა, ამ თემაზე შეგირდს ველაპარაკე და მისი პოზიცია ცალსახაა, შერიგება სურსო.

როგორც განვითარდა მოვლენები, ყველამ ვიცით. მოკლედ, იშვიათად გვეგულება ადამიანი, რომელიც ურუგვაელს საქციელს მოუწონებდა.

ერთი მხოლოდ ალან შირერმა თქვა, სუარესმა კი არა, ხელის გაწვდენაზე უარი ევრამ თქვა და ლივერპულელსაც სხვა რა დარჩენოდაო. რბილად რომ ვთქვათ, საკამათო მოსაზრებაა.

როგორც ჩანს, მატჩის შემდგომ დალგლიშს შეგირდთან მკაცრი საუბარი ჰქონდა. აი, რა თქვა სუარესმა: "ჩემს საქციელზე კიდევ ერთხელ დავფიქრდი და გადავწყვიტე, ბოდიში მომეხადა. მწვრთნელს მატჩის დასრულებისთანავე ველაპარაკე და მივხვდი, რომ სერიოზული შეცდომა დავუშვი.

ვუღალატე არამხოლოდ კენის, არამედ მთელ გუნდს და ყველას, ვინც ჩვენს ზურგს უკან დგას. ვწუხვარ, რომ ეს გავაკეთე. ევრასთვის ხელი ჯერ კიდევ მატჩამდე უნდა ჩამომერთმია. ახლა კი ორი რამ მინდა, პატიება ვთხოვო მას და რაც შეიძლება მალე დავივიწყო ყველაფერი, რაც ამ ისტორიას უკავშირდება.

მინდა, მთელი ყურადღება ფეხბურთზე გადავიტანო". აქვე დავამატებთ, რომ სუარესის ბოდიში სკანდალს წერტილს ვერ დაუსვამს, რადგან საფეხბურთო ასოციაციამ პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის რეკომენდაციით შეიძლება საქმე ხელახლა აღძრას და ურუგვაელი კიდევ ერთხელ დასაჯოს.

ფეხბურთელთა კავშირის დირექტორი გორდონ ტეილორი ამბობს: "დიდი იმედი გვქონდა, რომ ფეხბურთელები შერიგდებოდნენ, მაგრამ რაც მოხდა თავად ნახეთ. ის, რაც ურუგვაელმა ჩაიდინა, შექმნილ სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს, რაც ძალიან სამწუხაროა. თუკი სერიოზულად ვაპირებთ რასიზმთან ბრძოლას, არ გვაქვს უფლება, რომ მსგავს ეპიზოდებზე თვალი დავხუჭოთ".

კომენტარი გააკეთა თავად პატრის ევრამაც. ფრანგი გამოტყდა, რომ ახალგაზრდულ ასაკში მისთვის მიყენებული პირველი მსგავსი შეურაცხყოფა დღემდე ცუდად ახსოვს. ეს მაშინ მოხდა, როცა პატრისი 17 წლის იყო და იტალიის სერია ჩ-ს "მარსალაში" თამაშობდა. "თავი დიდ კაცად ახალგაზრდული ასაკიდანვე ვიგრძენი, რადგან მტკივნეული დარტყმების გაძლება მიხდებოდა როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ.

სწორედ მაშინ გავიაზრე, რომ ფეხბურთი ზვიგენების სამყაროა. იტალიაში ადამიანები ხანდახან ფოტოს იმიტომ კი არ მიღებდნენ, რომ პატრის ევრა ვიყავი, არამედ იმიტომ, რომ შავკანიანი ვარ. სწორედ მაშინ ვისწავლე საკუთარი თავის ხელში აყვანა.

იყო დრო, როცა ტირილი მინდებოდა, მაგრამ ნელ-ნელა გავძლიერდი. ყველაფერმა ერთად მე ზრდასრულ მამაკაცად მაქცია. 17 წლისა სიცილიურ კლუბში ერთადერთი შავკანიანი ვიყავი. ხანდახან ისე ვბრაზდებოდი, იმისთვისაც კი მზად ვიყავი, ყველას მუშტებით დავრეოდი.

მახსოვს, ერთხელ პალერმოში ვთამაშობდით, ბურთს რამდენჯერაც ფეხი დავაკარე, 20 ათასი ადამიანი მაიმუნის ხმას გამოსცემდა. ამის გამო კი თავს ძალიან მარტოსულად ვგრძნობდი. საშინელებაა, როცა ამას აწყდები, რადგან მსგავსი შეურაცხყოფა ადამიანის თავმოყვარეობაზე დამთრგუნველად მოქმედებს," - განუცხადა ევრამ "სანს".

სტატიის დასასრულს კი გაცნობებთ, რომ მანჩესტერის პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა "იუნაიტედის" ფანების ჟურნალ Red Issue-ს გამომცემელთა მიმართ, რომელთაც მატჩის წინა დღეს დაბეჭდეს ჟურნალის დამატება, რომელსაც მოსდევდა პლაკატი კუ-კლუკს-კლანის ფორმაში ჩაცმული ადამიანის გამოსახულებითა და წარწერით "სუარესი მართალია".

პოლიციის წარმომადგენელთა განცხადებით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა ჟურნალის დამატება მაქსიმალურად სწრაფად ამოიღონ გაყიდვიდან. Red Issue-ის რედაქტორები ჯერჯერობით კომენტარისგან თავს იკავებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად