ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი
აქამდე ჰოკეის ეროვნული ლიგის ისტორიაში ორ გუნდს ჰქონდა მოგებული შინ ზედიზედ 20 მატჩი: 1929-30 წლების სეზონში ეს შეძლო "ბოსტონმა", 1975-76 წლებში კი ასეთივე სერია "ფილადელფიამ" დააფიქსირა. სწორედ ამ უკანასკნელს შეეძლო გუშინ "დეტროიტისთვის" შეეშალა ხელი და "რედ უინგზი" არ გამხდარიყო ამ რეკორდის მესამე თანამფლობელი, მაგრამ "მფრინავებმა" მეტოქის ზეწოლას ვერ გაუძლეს.

არადა, გარკვეულ მომენტამდე სტუმრებისთვის ამ მატჩში ყველაფერი კარგად მიდიოდა. ისინი ორჯერ იგებდნენ შეხვედრას, მათ შორის მეორე პერიოდის ბოლოს - 3:2. მაგრამ ჯერ კიდევ მეორე შესვენებამდე ზეტერბერგმა უძლიერესი დარტყმით აღადგინა სტატუს-ქვო.

როგორც დრომ აჩვენა, ამ გოლმა გატეხა "ფილადელფია" და უკვე მესამე პერიოდის სტარტზე მეტოქეს წინ გასვლის საშუალება მისცა. სწორედ ეს შაიბა აღმოჩნდა "დეტროიტისთვის" გამარჯვების მომტანი, რამაც კლუბი NHL-ის ისტორიაში შეიყვანა. შინ ზედიზედ მოგებების აბსოლუტური რეკორდის დასამყარებლად კი "დეტროიტს" შემდეგ მატჩში "დალასის" დამარცხება სჭირდება.

ამ მატჩში კიდევ ერთი რეკორდი დამყარდა, რომლის ავტორია "დეტროიტის" ლეგენდარული მცველი ნიკლას ლიდსტრიომი. ახლა მას ეკუთვნის ერთ კლუბში ჩატარებული მატჩების რეკორდი. "ფილადელფიასთან" მატჩი შვედი მცველისთვის 1550-ე იყო "რედ უინგზის" მაისურით. წინა რეკორდიც ასევე "დეტროიტის" ჰოკეისტს ალექს დელვეიკიოს ეკუთვნოდა, რომელმაც თავის გუნდში 1549 მატჩი ჩაატარა.

აილენდერსი-ფლორიდა 1:4

1:1, 0:3, 0:0

გოლები: 1:0 ნილსენი-10 (პარენტო-38, ენდრიუ მაკდონალდი-6), 1:1 სტრაჩანი-1 (გოკი-10), 1:2 ფლიშმანი-18 (ვერსტიგი-26, უეისი-27), 1:3 ვერსტიგი-22 (ფლიშმანი-24, ბ. კემპბელი-35), 1:4 სკილი-3 (მატიასი-12).

რეინჯერსი-ვაშინგტონი 3:2

1:0, 1:1, 1:1

გოლები: 1:0 კელეჰანი-22 (სტრალმანი-8, ბ. რიჩარდსი-22), 1:1 სიომინი-15 (ჩიმერა-11, ჯ. კარლსონი-20), 2:1 მაკდონაჰი-5 (ბ. ბოილი-10, დუბინსკი-17), 3:1 პრუსტი-3 (დუბინსკი-18, მ. სტაალი-1), 3:2 ჯ. კარლსონი-7 (ოვეჩკინი-21, ჰამრლიკი-7).

დეტროიტი-ფილადელფია 4:3

1:1, 2:2, 1:0

გოლები: 1:0 კრონვალი-12 (ზეტერბერგი-31, ბერტუცი-16), 1:1 ბ. შენი-7 (ბრიერი-19), 1:2 ბ. შენი-8 (ქობურნი-12), 2:2 დაციუკი-15 (ფრანცენი-24, ი. უაიტი-21), 2:3 ტელბოტი-14 (ჰარტნელი-24, რიდი-17), 3:3 ზეტერბერგი-11 (ფილპულა-27, ბ. სტიუარტი-9), 4:3 ფრანცენი-22 (ლიდსტრიომი-19, ზეტერბერგი-32).

დალასი-ლოს ანჯელესი 2:4

0:1, 1:1, 1:2

გოლები: 0:1 კინგი-1 (ჯასტინ უილიამსი-28, კოპიტარი-32), 0:2 ლაკტიონოვი-2 (ჯ. ჯონსონი-16, კოპიტარი-33), 1:2 ლ. ერიქსონი-18 (გოლიგოსკი-16, რიბიერო-26), 2:2 რაიდერი-21 (Assists: ლ. ერიქსონი-29, გოლიგოსკი-17), 2:3 ნოლანი-1 (მ. რიჩარდსი-14, კინგი-1), 2:4 ჯასტინ უილიამსი-11.

კოლამბუსი-ანაჰაიმი 3:5

1:2, 1:3, 1:0

გოლები: 0:1 პერი-24 (ვიშნოვსკი-17, გეტცლაფი-29), 0:2 პერი-25 (ს. კოივუ-19, გეტცლაფი-30), 1:2 ტიუტინი-4 (ჯ. კარტერი-8, პროსპალი-25), 1:3 ჯ. ბლეიკი-5 (გეტცლაფი-31), 1:4 რაიანი-21 (სელიანე-33, ფაულერი-16), 1:5 პერი-26 (რაიანი-13), 2:5 ა. ჯონსონი-3 (ვიშნიევსკი-17, მაკენზი-6), 3:5 ვერმეტი-8 (ნეში-21, ტიუტინი-20).

პიტსბურგი-ტამპა ბეი 4:2

1:2, 3:0, 0:0

გოლები: 0:1 დაუნი-10 (პურსელი-19, ჰედმანი-7), 0:2 დაუნი-11 (პურსელი-20, ბ. კლარკი-8), 1:2 მალკინი-31 (ლეტანგი-20, ჯ. ნილი-24), 2:2 კუნიტცი-16 (ლეტანგი-21, ბ. ჯონსონი-1), 3:2 ლეტანგი-8 (კუნიტცი-23, ჯ. ნილი-25), 4:2 მალკინი-32 (კუნიტცი-24, ჯ. ნილი-26).

სტ ლუისი-სან ხოსე 3:0

1:0, 1:0, 1:0

გოლები: 1:0 პიეტრანჯელო-9 (ოში-22, ენდი მაკდონალდი-3), 2:0 პერონი-10 (ბექსი-25, პიეტრანჯელო-19), 3:0 პიეტრანჯელო-10.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16-ფინალისტების ვინაობა ცნობილია
საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
"ბორდო" საფრანგეთის მე-6 დივიზიონში დააქვეითეს
ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
[VIDEO] ფეხბურთის გამარჯვება. არგენტინული საოცრება - მესის გუნდმა ინგლისურ "ავტობუსს" თამაში შემოუტრიალა და ფინალში გავიდა!
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?
"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
"წინ, არგენტინა მეკობრე - უზურპატორი ინგლისელების წინაღმდეგ!" - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი
პსჟ-ის რიგებს სავარაუდოდ, გუნდის 18 წლის შემტევი დატოვებს
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია