"ტორონტოსა" და "ლეიკერსის" შეხვედრაში ნამდვილი თამაში საფინალო სირენამდე 4 წუთითა და 52 წამით ადრე დაიწყო
გასულ სათამაშო დღეს სკანდალური აღმოჩნდა "ტორონტოსა" და "ლეიკერსის" შეხვედრა. ეს დაძაბული დასკვნითი წამების ბრალი იყო და კალიფორნიელებს შეეძლოთ საქმე აქამდე არ მიეყვანათ, მაგრამ მათ სასტარტო სპურტისას მოპოვებული 18-ქულიანი (29:11) უპირატესობა გაანიავეს.

"ტორონტო" მეტოქეს კალდერონის მეთაურობით გამოედევნა. ესპანელმა სეზონში შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა (30 ქულა).

საბოლოოდ, ნამდვილი თამაში საფინალო სირენამდე 4 წუთითა და 52 წამით ადრე დაიწყო, როცა კალდერონის სამქულიანით "ლეიკერსის" უპირატესობა მინიმუმამდე დავიდა - 81:82.

ამის შემდეგ თამაში თავის თავზე აიღო ბრაიანტმა და ზედიზედ ხუთი შეტევა დაასრულა... არაზუსტი ტყორცნით. კარგია, რომ გასოლმა იყოჩაღა, თორემ სტუმრების ჩამორჩენა კიდევ უფრო დიდი იქნებოდა, ისე კი "ტორონტო" ოთხი ქულით გავიდა წინ.

მაიკ ბრაუნმა ტაიმ-აუტი აიღო, რის შემდეგაც ბინუმისა და გასოლის კომბინაცია ეფექტური დანკით დასრულდა. შემდეგ ისევ კობი გააქტიურდა - სამქულიანი ჩააგდო, ბურთი წაართვა კლეიზას და უორდლ პისს ჩააგდებინა.

მეორე მხარეს კალდერონი ისროდა ზუსტად, მაგრამ იმავე ბრაიანტმა საფინალო სირენამდე 4 წამით ადრე წინ გაიყვანა თავისი გუნდი. და აქ საქმეში მსაჯები ჩაერივნენ. მათ ვერ დაინახეს დუეინ კეისის თხოვნა ტაიმ-აუტის შესახებ და "ტორონტოს" ბურთის შემოტანის ხუთწამიანი წესის დარღვევა დაუფიქსირეს.

უფრო ადრე ტაიმ-აუტი მწვრთნელმაც მოითხოვა, მაგრამ არბიტრებმა ესეც ვერ შეამჩნიეს. ბურთის ფლობა "ლეიკერსის" მხარეს გადავიდა და ტორონტოელებს ბრაიანტზე წესის დარღვევა მოუწიათ. კობიმ ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

"ბოსტონისა" და "ჩიკაგოს" მატჩში არ ითამაშა დერიკ როუზმა. მას ზურგი აწუხებს. ამან "სელტიქსს" შესამჩნევი უპირატესობა მოუტანა. რაც მთავარია, ხელფეხი გაუხსნა რაჟონ რონდოს, რომელმაც სამმაგი დუბლი შეასრულა.

თუმცა ჩიკაგოელებმა მაინც შეუნარჩუნეს შეხვედრას ინტრიგა, როცა ბოლოსკენ გაქცევა მოახერხეს და თითქმის გადაარჩინეს უიმედო მატჩი. ხუთი წუთით ადრე "ბოსტონი" 14 ქულას იგებდა, როცა სტუმრებმა მოულოდნელად გაიღვიძეს და საფინალო სირენამდე წუთითა და 23 წამით ადრე სხვაობა სამ ქულამდე შეამცირეს - 88:91. ამას მოჰყვა "ბოსტონის" კაპიტნის პოლ პირსის შეცდომა და უოტსონის სამქულიანი, მაგრამ "სელტიქსისთვის" საბედნიეროდ, ბურთი არ ჩავარდა. მოხსნა რონდომ მიითვალა და ამით სამმაგი დუბლი გაიფორმა, რის შემდეგაც ორივე საჯარიმო მშვიდად მოათავსა კალათში. თავის მხრივ, იმავე უოტსონმა ორიდან მხოლოდ ერთი საჯარიმო ჩააგდო და მატჩის გადარჩენა შეუძლებელი ჩანდა.

ტორონტო-ლეიკერსი 92:94

19:34, 27:20, 21:19, 25:21

ტ: კალდერონი (30+6 პასი), კლეიზა (15), ბარბოზა (12).

ლ: ბრაიანტი (27), პ. გასოლი (16+17 მოხსნა+6 პასი), ბინუმი (14+9 მოხსნა).

დეტროიტი-ვაშინგტონი 77:98

18:26, 27:19, 18:29, 14:24

დ: მონრო (27+6 მოხსნა), სტაკი (11), პრინსი (10).

ვ: მაკგი (22+11 მოხსნა), იანგი (22), ვესელი (10+8 მოხსნა+3 დაფარება), ლუისი (10), უოლი (9+15 პასი+5 მოხსნა).

გ. სტეიტი-ჰიუსტონი 106:97

23:29, 25:15, 28:30, 30:23

გ-ს: ელისი (33+7 პასი+5 მოხსნა), ლი (15+13 მოხსნა+6 პასი), კარი (14+5 პასი), ტომპსონი (14), რაში (10).

ჰ: მარტინი (28+6 მოხსნა), სკოლა (14+13 მოხსნა), პარსონსი (11), ლი (11), ლოური (10+9 პასი+4 ჩაჭრა).

ბოსტონი-ჩიკაგო 95:91

28:23, 20:20, 24:23, 23:25

ბ: რონდო (32+15 პასი+10 მოხსნა), გარნეტი (13+12 მოხსნა+4 დაფარება), ჯონსონი (12), უილკოქსი (11+9 მოხსნა), ალენი (11).

ჩ: ბუზერი (22+7 მოხსნა), უოტსონი (22+6 პასი), ნოა (16+9 მოხსნა), დენგი (10+5 მოხსნა).

ატლანტა-მაიამი 87:107

18:30, 23:33, 20:25, 26:19

ა: გრინი (17), ჯონსონი (12+5 პასი), სმიტი (8+7 მოხსნა+7 პასი), ფაჩულია (8+9 მოხსნა).

მ: ჯეიმსი (23+13 მოხსნა+6 პასი), უეიდი (21+5 მოხსნა), ჩელმერსი (15), ბოში (14+16 მოხსნა), კოული (10).

მემფისი-იუტა 88:98

28:22, 22:24, 26:23, 22:29

მ: გეი (22+6 მოხსნა), მ. გასოლი (17+9 მოხსნა), კონლი (17+6 პასი), ალენი (12), სპეიტსი (7+11 მოხსნა).

ი: ჰეივორდი (23+5 პასი), ჯეფერსონი (21+15 მოხსნა), მილსეპი (16+8 მოხსნა+3 დაფარება), ბელი (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
14 თვის შემდეგ და კვლავ რეკორდულ ფასად - მამუკელაშვილის "ლეიკერსი" 12.5 მილიარდად გაიყიდა
მნიშვნელოვანი გაძლიერება "ლეიკერსს" - კალიფორნიელები გაცვლას ამზადებენ
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - ზედიზედ მეორე მარცხისგან დუბლით დებიუტანტმა ტორესმა იხსნა
[VIDEO] საზონოვის პირველი 90 წუთი "ხეტაფეში" - მისმა გუნდმა გულიაშვილის "რასინგი" დაამარცხა
კვერნაძის "ფროზინონე" "იუვენტუსთან" დაძაბულ მატჩში დამარცხდა
"რენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია