ქალთა პროფესიული ტურის ტურნირი პარიზში გერმანელი ანჟელიკ კერბერის ტრიუმფით დასრულდა
გერმანელი ანჟელიკ კერბერის ტრიუმფით დასრულდა ქალთა პროფესიული ტურის ტურნირი პარიზში.

მეცხრე ნომრად განთესილმა ჩოგბურთელმა გზად ორი მთავარი ფავორიტი ჩამოიცილა და კარიერაში პირველად მოიგო პროფესიული ტურნირი.

კერბერმა ჯერ მეოთხედფინალში აჯობა რუს მარია შარაპოვას, ფინალში კი მასპინძელი მარიონ ბარტოლიც დაამარცხა. გადამწყვეტი მატჩი ძალიან დაძაბული გამოვიდა და 2 საათი და 39 წუთი გაგრძელდა.

პირველ სეტში მეტოქეებმა ორ-ორი ბრეიკი გაცვალეს და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა. შემოკლებულ გეიმში ბარტოლიმ რამდენიმე შეცდომა დაუშვა, კერბერი 4:1 დაწინაურდა და საბოლოოდ, 7:3 მოიგო ტაი-ბრეიკი.

მეორე პარტიაში გერმანელი კარგად აკონტროლებდა მატჩის მსვლელობას და ჯერ 2:0, შემდეგ კი 5:3 დაწინაურდა. მაგრამ კერბერი ანერვიულდა და ჯერ მატჩზე ვერ ჩააწოდა, შემდეგ კი ზედიზედ სამი გეიმი და მასთან ერთად სეტიც წააგო - 5:7.

თითქოს, წაგებული სეტის გადარჩენით, ბარტოლის ფსიქოლოგიური უპირატესობა უნდა მოეპოვებინა, მაგრამ ასე არ მოხდა. პირიქით, კერბერმა მესამე პარტიაში 4:0 წაიყვანა ანგარიში. 5:2-ზე კი ოთხი მატჩბოლი ჰქონდა და ბარტოლიმ ოთხივე საფრთხე მოიგერია, მაგრამ შემდეგ გეიმში გერმანელმა მეხუთე მატჩბოლი გამოიყენა და საბოლოოდ, 7:6, 5:7, 6:3 გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ კერბერს აქამდე არასოდეს ჰყავდა დამარცხებული რეიტინგის ტოპ-ათეულის წევრი, საფრანგეთის დედაქალაქში კი ორ ასეთ ჩოგბურთელს მოუგო. ის პირველი გერმანელია 1995 წლის შემდეგ, ვინც პარიზის ტურნირი მოიგო. ბოლოს ეს ლეგენდარულმა შტეფი გრაფმა გააკეთა.

პარალელურად მიდიოდა ტურნირი ტაილანდის ქალაქ პატაია-სიტიში. აქაც ფინალი ძალიან დაძაბული გამოვიდა. ერთმანეთს შარშანდელი ჩემპიონი, სლოვაკი დანიელა ჰანტუხოვა და რუსი მარია კირილენკო ხვდებოდნენ.

პირველ სეტში კირილენკო დაწინაურდა, თუმცა მისი მეტოქე არაფრით ჩამორჩებოდა რუსს. შედეგად, სლოვაკმა ბოლო მომენტში საპასუხო ბრეიკი გააკეთა და სეტის ბედი ტაი-ბრეიკზე გადაწყდა. კირილენკომ გააგრძელა "შემოკლებულ გეიმებში" წარმატებული თამაში და ისევ მოიგო ტაი-ბრეიკი, მაგრამ საერთო გამარჯვებისთვის ეს ლოკალური წარმატება საკმარისი არ აღმოჩნდა.

მეორე პარტიაში ჰანტუხოვა უკვე შესამჩნევად სჯობდა აქტიურობაში მეტოქეს. გარკვეულ მონაკვეთებში კირილენკო არც ისე ცუდად გამოიყურებოდა, კარგად თამაშობდა კონტრშეტევებზე, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში სლოვაკი ძალიან კარგად მოქმედებდა და პარტია ორი ბრეიკის უპირატესობით მოიგო. მარია აგრძელებდა ბრძოლას, თუმცა მისი მეტოქე უფრო ენერგიულად გამოიყურებოდა. რუსი საკმაოდ დიდხანს ინარჩუნებდა თანაფარდობას და მხოლოდ სეტის ბოლოს, როცა თამაშის მეოთხე საათი წავიდა, ჰანტუხოვამ გადამწყვეტი უპირატესობა მიიღო - 6:7(4), 6:3, 6:3.

ჰანტუხოვა პირველი ჩოგბურთელია ამ სეზონში, ვინც შარშანდელი ტიტული დაიცვა. სულ კი მის კარიერაში ხუთი გამარჯვებაა პროფესიულ ტურში და მეორე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის