ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

თორნიკე შენგელია ევროპის საუკეთესო ახალგაზრდაა!

თორნიკე შენგელია ევროპის საუკეთესო ახალგაზრდაა!

ფიბა-ევროპის ყოველწლიურ გამოკითხვაში ფანებმა საუკეთესოდ ჩვენებური დაასახელეს
დიდი ხანია, სათაურში ძახილის ნიშანი არ გამომიყენებია. ამბავი, რომელზეც ახლა ვწერ, ნამდვილად იმსახურებს ამ ნიშანს. ფიბა-ევროპის ოფიციალური საიტი ყოველწლიურად ავლენს საუკეთესო კალათბურთელებს როგორც ვაჟებში, ასევე ქალებში (ახალგაზრდებსა და ზრდასრულებში).

პირველად გამოკითხვის ისტორიაში კანდიდატთა ათეულში ქართველი კალათბურთელი შევიდა - თორნიკე შენგელია, რომელიც ევროპის 2011 წლის ტოპ-10 ახალგაზრდას შორის მოხვდა.

გულშემატკივრებს საშუალება ჰქონდათ ინტერნეტის მეშვეობით ყოველდღიურად ხმა მიეცათ რჩეული მოთამაშისთვის. ამის პარალელურად, ფიბა-ევროპის ჟურნალისტებმა გამოკითხეს საკალათბურთო სპეციალისტები, რომელთა ხმები ფანებისას შეაჯამეს და გამოავლინეს 2011 წლის ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა.

ვიდრე საბოლოო შედეგზე ვიტყოდეთ, გულშემატკივრების გამოკითხვას გადავხედოთ. ამ მაჩვენებლით თორნიკე საუკეთესო იყო (26322), ორჯერ მეტი ხმა მიიღო მეორეადგილოსან იონას ვალანჩუნასთან (13491) შედარებით. მესამე გახლდათ "რეალის" მეფარე ნიკოლა მიროტიჩი (11693).

ექსპერტების გამოკითხვაში კი ყველას ლიტველმა ვალანჩუნასმა აჯობა - 569 ქულა. მეორე იყო მიროტიჩი, მესამე - თურქი ენეს კანტერი.

როგორც ირკვევა, სპეციალისტების ხმებს ფანებთან შედარებით გაცილებით დიდი წონა აქვს. ამიტომ ორი მაჩვენებლის შეჯამების შედეგად შენგელია მეექვსე ადგილზე აღმოჩნდა.

უახლოეს ნომერში თორნიკეს შესახებ უფრო ვრცლად მოგითხრობთ, აქ კი მოკლედ გეტყვით მის მონაგარზე. 2011 წლის ივლისში შენგელიას დახმარებით საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები B დივიზიონის ჩემპიონი გახდა და ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. იგი ტურნირის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს, საშუალოდ 29.9 ქულას, 12 მოხსნასა და 2.6 პასს აგროვებდა.

აგვისტოში თორნიკე საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად ჩაერთო ევროპის ჩემპიონატში და არც იქ შეურცხვენია თავი - ერთ-ერთმა რუსულმა გამოცემამ შეჯიბრების აღმოჩენათა შორის დაასახელა. ევრობასკეტზე შენგელიას საშუალო მონაგარი 8.8 ქულა და 4.6 მოხსნა იყო.

სანაკრებო ბატალიების შემდეგ იგი ბელგიურ "შარლერუას"' შეუერთდა და გუნდთან ერთად ჯგუფური ტურნირის საგზური მოიპოვა.

ახალგაზრდა ქართველმა "რეალთან", "მაქაბისთანა" და მათ მსგავს გუნდებთანაც დაამტკიცა, რომ მაღალი დონის კალათბურთის თამაში შეუძლია. იგი ყოველ მატჩს სასტარტო ხუთეულში იწყებდა, საშუალოდ 20.4 წუთში 8.3 ქულასა და 4.3 მოხსნას ითვლიდა.

დეკემბერში მიღებული ტერფის ტრავმას შენგელია დღესაც მკურნალობს.

საინტერესოა, რომ 2011 წელს თორნიკე იონას ვალანჩუნასს (საერთო შედეგით ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელი) მოედანზეც შეხვდა. ლიტვის ნაკრებმა საქართველო ამხანაგურ მატჩში 88:80 დაამარცხა. იონასმა 2 ქულა ჩააგდო, თორნიკემ - 15.

თუმცა, რადგან სპეციალისტების ხმების უმეტესობა ვალანჩუნასმა მოაგროვა, ე.ი. ეკუთვნოდა კიდეც. მან ლიტველ 19-წლამდელებს მსოფლიოს ჩემპიონატი მოაგებინა (23 ქულა, 13.9 მოხსნა).

2011. ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა

მოთამაშე/ფანები/ექსპერტები/ ჯამი

იონას ვალანჩუნასი 13491/ 569/ 0.263

ნიკოლა მიროტიჩი 11693/ 478/ 0.222

ენეს კანტერი 6693/ 183/ 0.087

დარიო სარიჩი 5891/ 114/ 0.056

ალესანდრო ჯენტილე 9404/ 84/ 0.46

თორნიკე შენგელია 26322/ 42/ 0.045

ალექსანდრ ცვეტკოვიჩი 6134/ 66/ 0.035

პრჟემისლავ კარნოვსკი 7102/ 26/ 0.019

დიმიტრი კულაგინი 3966/ 24/ 0.015

ალეხანდრო აბრინესი 8683/ 9/ 0.013

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• Jigaro

ბატონო ვაჟა,ნულების წერას აბდაუბდათ ,ასეთივე გაუგებარი შედეგები მოაქვს...შეასწორეთ თქვენივე დომხალი.

ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია

მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია

ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს

ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა

ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან

ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!

სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად