ჩემპიონატის ჩატარება საკუთარ თავზე, ფუტსალის ასოციაციის ნაცვლად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აიღო
13 თებერვალს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომა გაიმართა. ცნობილია, რომ მცირე ხნის წინ ახალგაზრდული ნაკრები ალექსანდრე ჩივაძეს ჩააბარეს, 19-წლამდელები - კახა კაჭარავას, 17-წლამდელები კი - ნოდარ აკობიას.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ საჭიროდ ჩათვალა, აღმასკომის წევრებისთვის აეხსნა, რა მოტივით დანიშნა თითოეული მათგანი: რადგან ყველა ნაკრების კოორდინატორი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაიაა, წარდგენილი კანდიდატურების დანიშვნის ინიციატივაც მას ეკუთვნოდაო.

აღმასკომის წევრებმა ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელები დაამტკიცეს, ჩივაძის სამწვრთნელო საქმიანობაში დაბრუნებით კი კმაყოფილება გამოთქვეს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადამდგარმა ვახტანგ ქორიძემ აღმასკომში ადგილის შენარჩუნება ითაკილა: მისი აზრით, უპრიანი იქნება, აჭარის ფეხბურთში აქტიურად ჩართული პირი თუ შეცვლიდა - ქორიძის თხოვნა დააკმაყოფილეს.

ცნობილია, რომ ქართულ ფუტსალში არსებული დაპირისპირებაში მედიატორობა სიჭინავამ იკისრა. ასოციაციის გამგეობის წევრები რიგგარეშე ყრილობის ჩატარებასა და პრეზიდენტის თანამდებობიდან გიზო ფხოველიშვილის გადაყენებას აპირებენ. ამას დაემატა ფუტსალის ჩემპიონატის პირველი ტურის ჩაშლაც - გამგეობის წევრთა გადაწყვეტილებით, გუნდებისთვის დაგზავნილი რეგლამენტით ტურნირის ჩატარება გაუმართლებელი იქნებოდა, ჩემპიონატი კი - არალეგიტიმური.

ჯერ კიდევ სექტემბერში დასაწყები ჩემპიონატი თებერვალშიც ვერ დაიწყო. ცხადი გახდა, რომ დაპირისპირების გამო, ჩემპიონატს ჩაშლა ემუქრებოდა. ამის გამო, ფუტსალის ასოციაციის ნაცვლად, მისი ჩატარება საკუთარ თავზე ფეხბურთის ფედერაციამ აიღო. უახლოეს დღეებში გაირკვევა ჩემპიონატის გამართვის ვადები და კალენდარი, შეიცვლება რეგლამენტი.

გარდა ამისა, სიჭინავამ ამ სახეობის განვითარებისთვის რეგიონულ ფედერაციებს ფუტსალის თითო კლუბის ჩამოყალიბება დაავალა, სავარაუდოდ, ჩემპიონატის ტურები რეგიონებშიც გაიმართება. თუმცა სად, ეს უცნობია, რადგან სტანდარტული დარბაზი ცოტაა, მით უფრო რეგიონებში. მაგრამ, მთავარია, საქმე დაიძრას და მერე რამენაირად ეშველება.

აღმასკომმა წყალტუბოს საკრებულოს თხოვნა გაითვალისწინა და საფეხბურთო კლუბ "სამგურალს" იურიდიული ფორმის შეცვლის უფლება დართო, პირველ ლიგაში კი შპს "სამგურალი 2009"-ს ნაცვლად, აიპ "სამგურალი" იასპარეზებს, ანუ სამართლებრივად სხვა კლუბი.

სოხუმის "აეტის" თავკაცების თხოვნაზეც მოგახსენეთ: ჩემპიონატის დებულებით, კლუბმა განაცხადში 30-ზე მეტი ფეხბურთელი თუ შეიყვანა, თითოეულ ახალზე 300 ლარი უნდა გადაიხადოს. "აეტის" თავკაცებს განაცხადში ისედაც 36 ფეხბურთელი ჰყავდათ, ახლა კი 10-დან 15-მდე მოთამაშის დამატებას აპირებდნენ, მაგრამ ამხელა ხარჯს ვეღარ წვდებოდნენ და ფედერაციას გადასახადისგან გათავისუფლება სთხოვეს.

აღმასკომის წევრებმა "აეტისთვის" გამონაკლისი დაუშვეს, მაგრამ ისიც ითქვა, რომ მომავალში ასეთ გულმოწყალებას აღარ გამოიჩენენ. ჩვენის მხრივ ვიტყვით, რომ გამონაკლისებიც დაუშვებელი უნდა იყოს და უკეთესი იქნება, თუ ეს გადასახადი გაუქმდება. ასეთ შემთხვევაში გუნდებს მეტი მოთამაშის დამატებისა და გაზრდის საშუალება მიეცემათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა