მოსკოვში "აეროფლოტის" საჭადრაკო საერთაშორისო ფესტივალის A ტურნირში ჩვენებურმა რუს დმიტრი ბოჩაროვს სძლია
მოსკოვში "აეროფლოტის" საჭადრაკო საერთაშორისო ფესტივალის A ტურნირში გუშინ წარმატებით ითამაშა ბაადურ ჯობავამ.

ჩვენებურმა თეთრი ფიგურებით 56-ე სვლაზე სძლია რუს დმიტრი ბოჩაროვს, 4,5 ქულას მოუყარა თავი და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა. 5,5-5,5 ქულით უკრაინელი პაველ ელიანოვი და პოლონელი მათეუშ ბარტელი დაწინაურდნენ. გუშინ მათ ანტონ კორობოვი (უკრაინა) და ფაბიანო კარუანა (იტალია) დაამარცხეს.

ოთხქულიანთაგან ვიორელ იორდაჩესკუმ (მოლდოვა) შავებით თურქ ბარის ესენს მოუგო, ხოლო ჰრანტ მელქუმიანმა (სომხეთი) ჩაბა ბალოგს (უნგრეთი) აჯობა. ლიდერთა დანარჩენი პარტიები ყაიმით დამთავრდა.

დაზავდნენ: ევგენი სვეტუშკინი (რუსეთი)-ალექსანდრ ხალიფმანი (რუსეთი), დმიტრი ანდრეიკინი (რუსეთი)-ვლადიმირ ფედოსეევი (რუსეთი), ევგენი ალექსეევი (რუსეთი)-ივან სოკოლოვი (ჰოლანდია), მაქსიმ როდშტეინი (ისრაელი)-ბუ სიანჭი (ჩინეთი).

ნაზი პაიკიძემ ისევ წააგო, ამჯერად ყატარელ დიდოსტატ მოჰამად ალ-მოდიაკისთან და ერთი ქულით კვლავ ბოლო ადგილზეა.

5-5 ქულით იორდაჩესკუ, კორობოვი და მელქუმიანი მესამე-მეხუთე ადგილებს ინაწილებენ. 17 მოჭადრაკეს 4,5-4,5 ქულა აქვს. დღეს მე-8 ტურში ჯობავა როდშტეინს დაუპირისპირდება, პაიკიძე კი ბორის სავჩენკოს (რუსეთი) გაუწევს მეტოქეობას.

B ტურნირში ქუთაისელმა მერი არაბიძემ იყოჩაღა - თეთრი ფიგურებით მან ინდოელ მარია ივანას აჯობა და 3,5 ქულა მოაგროვა. შვიდი ტურის შემდეგ გათამაშების ცხრილს 6,5 ქულით თურქი ემრე ჯანი უდგას სათავეში. გუშინ იგი გრიგორი ოპარინს (რუსეთი) შეუთანხმდა ყაიმზე.

ხუთ მოჭადრაკეს (რუსები - შიმანოვი, ოპარინი, დობროვი, რეშეტნიკოვი, სტუპიკინი) 5,5 ქულა აქვს. დღეს არაბიძე სერგეი პავლოვს (უკრაინა) შეხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია დუბაის სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი