ქართველი სპორტსმენები უმთავრესად ახალგაზრდულ ტურნირებში ასპარეზობენ, თუმცა ბოლო დღეებში თანატოლებთან პაექრობისას კვარცხლბეკს ვერ უახლოვდებიან
ევროპის ზამთრის კურორტებზე გახურებული სამთო თხილამურობაა. პლანეტის ნებისმიერი კუთხიდან იხილავთ აქ თხილამურებით სრიალის მოყვარულთ. მათ შორის ქართველი სპორტსმენებიც არიან. ისინი უმთავრესად ახალგაზრდულ ტურნირებში ასპარეზობენ, თუმცა ბოლო დღეებში თანატოლებთან პაექრობისას კვარცხლბეკს ვერ უახლოვდებიან.

გასულ უქმეებზე ჯაბა გელაშვილი გერმანიაში ცხრა ქვეყნის 73 წარმომადგენელს დაუპირისპირდა. 1.37,96-ით მან მე-14 ადგილი დაიკავა. პირველობა მასპინძელ რაულ საუტერს (1.35,13) ხვდა.

სამი დღეა, იტალიურ ბორმიოში ძალებს ცდიან დიმიტრი გედევანიშვილი, სოსო ჯაფარიძე, შოთა ნათაძე და ნიკოლოზ კოზანაშვილი.

გაუწყებთ მათ შედეგებს:

11 თებერვალი. სუპერგიგანტი. 12. გედევანიშვილი (1.08,40), 34. ჯაფარიძე (1.11,54), 38. ნათაძე (1.12,72), 40. კოზანაშვილი (1.12,88). გაიმარჯვა ავსტრიელმა კრისტიან შლოფერმა (1.06,92).

12 თებერვალი. სლალომი. 11. გედევანიშვილი (1.31,78), 22. ნათაძე (1.35,93), 23. კოზანაშვილი (1.35,98). ჯაფარიძემ მეორე დისტანცია ვერ ჩაამთავრა. პირველი ადგილი სლოვენიელმა ალჯაზი დვორნიკმა (1.28,55) დაიკავა.

13 თებერვალი. გიგანტური სლალომი. 16. გედევანიშვილი (1.58,06), ჯაფარიძე (2.00,68), ნათაძე პირველსავე დისტანციაზე ჩამოშორდა შეჯიბრებას. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე აქაც სლოვენიელი იან ბრეზნიკი (1.54,96) ავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად