"დიორი ეტოს" მწვრთნელმა მითხრა, დავრჩენილიყავი და შანსს მომცემდა, მაგრამ მომატყუა"
23 წლის ფეხბურთელს კონტრაქტი უნგრულ "დიორ ეტოსთან" 2013 წლამდე აკავშირებს, თუმცა ის კლუბმა შეკრებაზე არ წაიყვანა. განუგრავა ერთი სეზონი "ლომბარდ პაპაში", ლაშა თოთაძესთან ერთად იყო განათხოვრებული, სადაც ფეხბურთელებს დარჩენა სურდათ.

თოთაძემ მომავალი გორის "დილას" დაუკავშირა, განუგრავას მომავალი კი ამ დრომდე ბუნდოვანია. რატომ ვერ შეთანხმდა გორელებთან ფეხბურთელი და რატომ ვარჯიშობს "დიორის" დუბლებთან - "ლელო" განუგრავას უნგრეთში დაუკავშირდა:

- ჩვენი პირველი ინტერვიუს დროს, მითხარი, რომ "პაპაში" თავს ნამდვილ ფეხბურთელად გრძნობდი და სიამოვნებით გაახანგრძლივებდი იჯარას, იქ რატომ არ დარჩი?

- "პაპაში" თავს მართლაც კარგად ვგრძნობდი, ხშირად მეძლეოდა თავის გამოჩენის საშუალება და ვფიქრობდი, დავრჩებოდი. ფინანსური პრობლემების გამო, მათ არაერთი საჭირო ფეხბურთელი დაკარგეს, ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც. კლუბს ჩემი ვალი დღემდე აქვს, ამის გამო, აღარ ღირდა დარჩენა.

- თოთაძესთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია, შენზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "დიორის" ფეხბურთელი აღარ ხარ, რა ხდება სინამდვილეში?

- დღემდე გაურკვევლობაში ვარ, თითქოს შევთანხმდით, რომ კარიერა ისევ "ეტოში" უნდა გამეგრძელებინა, გუნდთან ერთად ბოლომდე ვვარჯიშობდი, თუმცა შეკრებაზე წამსვლელთა სიაში ჩემი გვარი არ აღმოჩნდა.

- გამოდის, რომ გუნდს არ ჭირდები და თანაც ხელს გიშლის, რომ სხვაგან წახვიდე?

- ასე გამოვიდა, რადგან შეკრებაზე არ წამიყვანეს. კონტრაქტი კიდევ წელიწად-ნახევარი მაქვს და "ეტოს" ფეხბურთელი ვარ. გული მწყდება, რომ აქ თავის გამოჩენის შესაძლებლობას არ მაძლევენ. სხვა გუნდში კარიერის გაგრძელება უკვე რთულია, რადგან ბევრგან სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა და გუნდებიც დაკომპლექტდა.

- რა გიქმნის პრობლემას "დიორში"?

- მთავარი მიზეზი მწვრთნელია. რაც ის მოვიდა გუნდში, ერთი შეხვედრაც კი არ მითამაშია. აშკარად ამოჩემებული ვყავარ. სეზონის წინ, სანამ "პაპადან" დავბრუნდებოდი, აქაურობის დატოვება მინდოდა, თუმცა მასთან საუბრის შემდეგ, იმედი მომეცა. მითხრა, გუნდში დავრჩენილიყავი და შანსი აუცილებლად მომეცემოდა, რაც ტყუილი აღმოჩნდა. როგორც გითხარით, შეკრებაზე არ წამიყვანეს.

- თუკი მწვრთნელს არ სჭირდები, მაშინ რატომ არ გიშვებს?

- მწვრთნელის საქციელზე პასუხის გაცემა არ შემიძლია.

- საქართველოდან შემოთავაზებები გქონდა, შენით "დილა" და "ტორპედო" იყვნენ დაინტერესებული, რაზე ვერ შეთანხმდით?

- საქართველოდან შემოთავაზებები ნამდვილად იყო, გადაწყვეტილებების მიღება არ ვიჩქარე. ყველაზე რეალური გორის "დილა" იყო, თუმცა ტრანსფერის ჩაშლა ნაწილობრივ ჩემი ბრალიცაა. ახლა კი, როგორც ვიცი, "დილა" უკვე დაკომპლექტებულია და წარმატებას ვუსურვებ მათ.

- "დიორის" დუბლებში შენი სურვილით ვარჯიშობ?

- პირველი გუნდის დამხმარე მწვრთნელი დუბლების მთავარ მწვრთნელად გადაიყვანეს და მისი თხოვნით, რამდენიმე დღეა მათთან ვვარჯიშობ, თუმცა მხოლოდ დუბლების ვარჯიშებით არ ვკმაყოფილდები. კლუბთან კონტრაქტი არ გამიწყვეტია, ახლა დაზუსტებით არაფრის თქმა არ შემიძლია, შეკრებიდან გუნდი უახლოეს დღეებში დაბრუნდება და გაირკვევა ყველაფერი.

- თუკი შეკრებიდან დაბრუნების შემდეგ გეტყვიან, რომ მათთან აღარ დარჩები, რას აპირებ?

- არ შემიძლია ამაზე პასუხის გაცემა.

- თუკი უგუნდოდ დარჩები, ან დუბლებში ივარჯიშებ - ეს ხომ შენთვის წამგებიანი იქნება, თანაც თემურ ქეცბაიამ ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში ნაკრებში გამოგიძახა. თუკი სათამაშო პრაქტიკა არ გექნება, ნაკრებში თამაშის შანსსაც ხომ კარგავ?

- ჩემთვის მთავარი ნაკრებია. ყველაზე მეტად ამაზე მწყდება გული. ცხოვრებაში ბევრი ისეთი სიტუაცია შემქმნია, მზად რომ არ ვყოფილვარ ამისთვის. რაღაც გადაწყვეტილებებში მეც შევცდი, თუმცა ამით ცხოვრება არ მთავრდება, ბევრი პრობლემა მომიგვარებია და ამასაც, როგორმე გადავლახავ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

manana
დიდი ნერვიულობა ახლავს ნებისმიერ გადაადგილებას სხვა გუნდში.გული არ გაიტეხო.
ika
ერთი რაღაც გამაგებინეთ ამ გუნდს ქვია "გიორ ეტო" ეს დიორი საიდან მოატრიეთ?)))))
kapo
დაგაყენებდა ზესტაფონი გზაზე, თავის დროზე რომ ჭკვიანურად მოქცეულიყავი
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის