მარიუპოლის გუნდის მთავარი მწვრთნელი იგორ ლეონოვი ქართველის დებიუტით კმაყოფილი დარჩა
მარიუპოლის "ილიჩივეცმა", რომელშიც დონეცკის "შახტარიდან" იჯარით გაშვებული ორი ქართველი ლეგიონერი, დავით თარგამაძე და თორნიკე ოქრიაშვილი ირჯება, თურქულ შეკრებაზე მორიგი საკონტროლო შეხვედრა სლოვაკურ "ტატრანთან" გამართა. თარგამაძისთვის ეს შეხვედრა "ილიჩივეცში" სადებიუტო იყო და ჩვენებურმაც მე-9 წუთზევე შეძლო გოლის გატანა.

აი, როგორ აღწერს დავითის თამაშს "ილიჩივეცის" ოფიციალური ვებ-გვერდი.

"ჩვენი გუნდის შეტევაში მთავარი მოქმედი ფიგურა შესვენებამდე სწორედ თარგამაძე იყო. ის არ ერიდებოდა საკუთარ თავზე ინიციატივის აღებას და შიგადაშიგ მეტოქეების ეფექტურად გაბითურებას. ეგაა, რომ პარტნიორებთან შეუთამაშებლობის გამო, დავითის წამოწყებული კომბინაციები საბოლოო დარტყით არცთუ ხშირად სრულდებოდა. მაგრამ, ეს გამოსწორებადია.

თარგამაძემ მარიუპულელთა დაწინაურება დებიუტშივე შეძლო. დავითმა მეტოქის მეკარის შეცდომით ისარგებლა და დაახლოებით 15 მეტრიდან გოლკიპერს ბრაზილიურ სტილში, ბურთი თავზე გადაუგდო - 1:0".

მატჩის მეორე ნახევარი "ილიჩივეცმა" განსხვავებული შემადგენლობით ჩაატარა და საბოლოოდ 1:3 დამარცხდა, სწორედ მეორე ტაიმში ითამაშა გუნდის კიდევ ერთმა ჩვენებურმა, თორნიკე ოქრიაშვილმა.

მატჩის შემდეგ "ილიჩივეცის" მთავარ მწვრთნელს იგორ ლეონოვს დავით თარგამაძის დებიუტის შეფასება სთხოვეს.

"რა თქმა უნდა, მისი თამაშით კმაყოფილი დავრჩი, მიუხედავად იმისა, რომ ის სულ ორი დღის წინ შემოგვიერთდა და გარკვეულწილად, მისთვის თამაში იოლი არ იყო.

მაგრამ მან მაინც შეძლო გოლის გატანაც და პირველ ტაიმში თამაშის გამწვავებაც.

ვფიქრობ, რაც დრო გავა, ის სულ უფრო მოუმატებს. ჩვენ გუნდში მის პერსპექტივას ოპტიმისტურად ვუყურებ", - განუცხადა ლეონოვმა კლუბის ოფიციალურ საიტს.

მომდევნო სპარინგ-მატჩს "ილიჩივეცი" 17 თებერვალს, გროზნოს "ტერეკთან" გამართავს.

კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ტრანსფერზე ენრიკემ თანხმობა გასცა - სავარაუდოდ, პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს იჯარით აიყვანს