"ბევრი არ მეგულება ასეთი კლუბი, ასეთი გულშემატკივრები და ასეთი ხალხი"
თბილისის "დინამოს" ექს-დამრიგებელმა ესპანელმა ალექს გარსიამ თავის გვერდზე გამოაქვეყნა ღია წერილი, რომელმაც საქართველოსა და თბილისის "დინამოს" მისამართით თბილი სიტყვები არ დაიშურა.

გთავაზობთ წერილის ქართულ ვერსიას.

"მე არ მიყვარს დამშვიდობება, ვინაიდან ცხოვრებაში ყოველთვის არსებობს მეორედ შეხვედრის შანსი. მინდა გადაგიხადოთ მადლობა იმ რვა თვისთვის, რომელიც ჩემთვის მართლაც სასიამოვნო იყო.

პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის "დინამოს", მის პრეზიდენტს რომან ფიფიას და გენერალურ დირექტორ ზურაბ პოლოლიკაშვილს, რომლებმაც მომცეს შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ ვყოფილიყავი ამ დიდი გუნდის მთავარი მწვრთნელი.

მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ფეხბურთელს. თითოეული ვარჯიში და მატჩი იქნება დაუვიწყარი. მადლობას ვუხდი სამწვრთნელო შტაბს, ექიმებს, ფიზიოთერაპევტებსა და ადმინისტრატორებს, რომლებიც გვერდში მედგნენ და საქმეს მიიოლებდნენ.

განსაკუთრებით დიდ მადლობას ვუხდი გიორგი ყოლბაიას, რომელიც მუდამ ჩემს გვერდით იმყოფებოდა. მადლობა კლუბში დასაქმებულ ყველა ადამიანს და ფანებს, რომლებიც "დინამოს" გვერდით ყოველთვის იდგნენ. მადლობა ხალხს, რომელთა მხრიდანაც ვგრძნობდი სიმპათიას, სიყვარულს, მეგობრობას, პატივისცემას. განსაკუთრებით მადლობა "Red Cafe"-სა და სასტუმრო "ბომონდის" თანამშრომლებს.

მადლობა იმისთვის, რომ ამ ქალაქში და ამ ქვეყანაში თავს ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში. მე ნამდვილად არ მეგულება მრავალი ასეთი კლუბი, ასეთი ფანები და ასეთი ხალხი. მე ახლა თავს ქართველად ვგრძნობ და რაღა თქმა უნდა, თბილისის "დინამოს" გულშემატკივრად ვრჩები.

მინდა ვუთხრა ყველა ადამიანს, რომ მე მივუძღვენი თითოეული წუთი, საათი, დღე ჩემს გუნდს და კლუბს. მე ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი. ზოგჯერ გამომდიოდა, ზოგჯერ არა, მაგრამ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიღწვოდი "დინამოსთვის". არ მჭირდება იმ ტყუილების განსჯა, რაც ჩემს მუშაობასა და პროფესიონალიზმე ითქვა. მე მაქვს სუფთა სინდისი, ღია გული და სუფთა ხელები. ჩემმა მშობლებმა მასწავლეს პატიება, დავიწყება და ცხოვრების გაგრძელება.

მე მაქვს ვალი მოსახდელი კლუბთან. მაქვს იმედი, რომ კვლავ მომეცემა საშუალება, რომ ვიყო თბილისის "დინამოს" მწვრთნელი. მთელი გულით მინდა გამოვხატო უდიდესი სიყვარული თქვენდამი.

შეხვედრამდე.

ალექს გარსია

ექს–მთავარი მწვრთნელი თბილისის "დინამოსი".

წერილი თბილისის "დინამოს" ფან-კლუბის ვებ-გვერდზე (gladiators.ge) გამოქვეყნდა.

ani
რა საყვარელია
გარინჩა
მართლაც კაცურად მოიქცა ეს ადამიანი! ბევრი სხვა მის ადგილზე მხოლოდ ლანძღვა–გინებას დაგვიწყებდა, მან კი თბილი სიტყვები არ დაიშურა. ყოჩაღ!
gioo
ლანა ჰაჰაჰ ნეტა ნეტა
lana
ძალიან მომეწონა გარსიას მსჯელობა.ნეტა ასეთ კაცს შევუყვარდე!
zura
შენ გაიხარე ალეკს, კარგი ადამიანი ხარ.
temuri
კაცი ყოფილა ალექს გარსია!ჩვენი მხრიდან ბევრის მიმართ ყოფილა ასეთივე დამოკიდებულება.
dudu
კაი კაცი ხარ, ალექს. გაიხარე!
dato
თუკი ვონმე არის დამნაშავე ქართულ მხარესა და ალექს გარსიას შორის არსებულ "გაუგებრობაში," ასე მგონია ეს ალექს გარსია არ უნდა იყოს
bondo
ბევრი უმადური წასულა.აქ სიყვარულს რომ გვეფიცებოდნენ მერე კი გვლანძღავდნენ.ამიტომ სასიამოვნოა გარსიას წერილი.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა