ბერძნული მედია, ისევე როგორც მათი ეროვნული ნაკრები შოკშია - ბევრი არ მოელოდა, რომ მათ საყვარელ გუნდს ქულის გადასარჩენად გაუხდებოდა საქმე. და მაინც...

ბერძნული მედია, ისევე როგორც მათი ეროვნული ნაკრები შოკშია - ბევრი არ მოელოდა, რომ მათ საყვარელ გუნდს ქულის გადასარჩენად გაუხდებოდა საქმე. და მაინც, თამაშის შემდეგაც საქართველოს ნაკრებზე ბევრად მეტად თავიანთ პრობლემებზე წერენ, ჩვენი ფეხბურთელების თამაშით თავი არ მოუკლავთ (თავიანთი მისხალ-მისხალ განიხილეს). ერთადერთი გამონაკლისი თემურ ქეცბაია იყო, რომლის თემაც მუდამ აქტუალური იყო, თამაშამდე და მერეც. თითქმის ყველა გაზეთმა ერთხმად აღნიშნა, რომ ქეცბაიამ "ოლიმპიაკოსის" ცნობილი ამბების გამო შური იძია ბერძნებზე...

გაზეთი "გოლნიუსი" ცდილობს ბერძენთა წაბორძიკებაში ლოგიკური ჯაჭვი მონახოს - "12 წელიწადია, რაც ჩვენს ნაკრებს კარგად საკვალიფიკაციო ეტაპი არ დაუწყია. მხოლოდ ორი გამონაკლისი იყო, როცა ელადამ 3 ქულით დაიწყო საკვალიფიკაციო ეტაპი - შინ კი გახსნის მატჩი ამ 12 წლის განმავლობაში არ მოგვიგია", - წერს გაზეთი და მართალიცაა - ამ ხნის განმავლობაში საბერძნეთის ნაკრებმა 7 საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყო და მხოლოდ 2006 (სტუმრად მოლდოვასთან - 1:0) და 2008 წელს (სტუმრად ლუქსემბურგთან - 3:0) მოიგო გახსნის მატჩი. ჩვენთან პარასკევის მატჩის ჩათვლით საბერძნეთის ნაკრებმა 3 ფრე ითამაშა და 3-ჯერ წააგო.

"გოლნიუსის" ჟურნალისტმა კოსტას ფიცანტონაკისმა 3-3 დადებითი და უარყოფითი მხარე მოუნახა ფერნანდუ სანტუშის ოფიციალურ დებიუტს. 1. ტაქტიკური სქემის შეცვლა, 30 წუთის შემდეგ, როცა მიხვდა მწვრთნელი, რომ ბერძნებს 4-4-2 არაფერ კარგს არ უქადდა. ამით ნაკრებმა "გახსნა" საქართველოს ნაკრების კარგად ორგანიზებული დაცვა, გაილაღა მარჯვენა ფლანგმა ტოროსიდისის კარგი თამაშის წყალობით. 2. ინტენსიური იერიშები მეორე ტაიმში. 3. სამარასის, ტოროსიდისის და პაპასტატოპულოსის კარგი თამაში. ეს დადებითი, ახლა უარყოფითი: 1. ტაქტიკური სქემა, რომელიც თავიდან შესთავაზა სანტუშმა ვიზავის. 2. ფეხბურთელებს შორის ხშირი იყო გაუგებარი მოქმედებები, იაშვილის გოლი თავიდან ბოლომდე ბერძენთა შეუთანხმებელი მოქმედებების ნაყოფია. 3. საგოლე მომენტების გამოუყენლობა, მეორე ტაიმში მასპინძლებმა 4 ასეთი მომენტი გაანიავეს.

ბერძნული "კონტრა" შეხვედრის საუკეთესო მონაწილედ... თემურ ქეცბაიას ასახელებს. "თემურ ქეცბაიამ აჩვენა კლასი იმ სტადიონზე, სადაც მისი მოღვაწეობა არ გაგრძელდა დიდ ხანს. მისმა ნაკრებმა გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო და გაცილებით უკეთეს გუნდთან კარგი შედეგი აჩვენა". "კონტრა" მატჩში გადამწყვეტად მე-3 წუთზე იაშვილის მიერ გატანილ ბურთს ასახელებს: "როცა მატჩი ჯოჯოხეთივით იწყება, უნდა შეძლო მშვიდად თამაში და დასახული მიზნისკენ გეგმის მიხედვით სვლა. ამასთან იღბალიც გჭირდება, რომელმაც გუშინ ზურგი გვაქცია".

"ძალიან ბევრი ნეგატიური დავინახეთ, თანაც ისეთ სუსტ გუნდთან თამაშში, როგორიც საქართველოა. საბერძნეთმა პირველ ტაიმში ცუდად ითამაშა, პირველი რეალური მომენტი მხოლოდ ტაიმის მიწურულს შექმნა, სალპინგიდისის დარტყმით. კი, მე-3 წუთზე რომ გოლს გაგიტანენ, მოქმედებს, მაგრამ მაქსიმუმ მე-10 წუთიდან მაინც უნდა გამოფხიზლებულიყვნენ და შეეტიათ. მეორე ტაიმი არ იყო ურიგო, რადგან ბევრი მომენტი შევქმენით, სალპინგიდისი უბრალოდ ვალდებული იყო გაეტანა, სპიროპულოსის გოლის ეპიზოდშიც კინაღამ არ შევიდა ბურთი კარში, მიტროგლუსაც უნდა გაეტანა. მოკლედ, არ იყო ჩვენი დღე. საერთო ჯამში საბერძნეთის ნაკრებს არც უარესი და არც საუკეთესო მატჩი უთამაშია ისტორიაში. მაგრამ ასეთ გუნდებთან ქულები არ უნდა დაკარგო, ამიტომაც ოტოს ხანაში ყველა ფინალურ ეტაპზე გავდიოდით, ასეთ სუსტებთან საერთოდ არ ვაგებდით (2006 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო გამონაკლისია)".

"ჩვენ თავს ჩვენვე დავუშავეთ", - იუწყება "სპორტნეტის" მოწინავე სტატია - "მე მსურს საბერძნეთის ნაკრებს ქულები წავართვა, აცხადებდა ქართველთა თავკაცი თემურ ქეცბაია და მიზანსაც მიაღწია. სწრაფი გოლისა და ფორტუნის დახმარებით მან ეს შეძლო, საბერძნეთის ნაკრები კი ნელა გამოფხიზლდა და ბევრი ვერაფერი მოასწრო".

ლელო

yazakha
ეს ბოღმიანი ხალხი ნახე რაააა!!!როგორ გავყენებენ შეურაწყოფას, დაახლოებით მალტის დონეზე გვაყენებენ!ჩამობრზანდებით აქ და საკუთარ თავზე ნახავთ რა მალტაც ვართ თქვე შხამიანო ხალხო!!!
merabi
ჩამოხვალთ თფილისში დაგანახებთ ვინ არის სუსტი გუნდი...
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს