"მეთოფეებმა" ესპანეთის იუნიორთა ნაკრების შემტევ ნახევარმცველ იონ ტორალს პროფესიული კონტრაქტი გაუფორმეს
"არსენალის" 20 წლის პლეიმეიკერმა ჯეკ უილშირმა კოჭის სერიოზული ტრავმა ჯერ კიდევ ივლისში სეზონისთვის მოსამზადებელ შეკრებაზე მიიღო.

ახალგაზრდა ფეხბურთელს ოპერაცია სექტემბერში გაუკეთეს. მკურნალობა მეტისმეტად გაიწელა. თუმცა ამას ვინ დაეძებდა? ის იყო, ალაპარაკდნენ, ჯეკი მოედანს უნდა დაუბრუნდესო, რომ ფეხბურთელმა ტრავმა გაიმიზეზა. უილშირმა მთელი "არსენალი" და ინგლისის ნაკრები საგონებელში ჩააგდო, რადგან ყველას ესმის, რომ ფეხბურთელს მნიშვნელოვანი როლის თამაში შეუძლია ევრო 2012-ზე.

ტრავმის რეციდივის შემდეგ ექიმებს დიაგნოზის დასმა გაუჭირდათ. ისიც კი ითქვა, რომ ფეხბურთელისთვის სეზონი დამთავრებული იყო.

თუმცა გავიდა დრო და ახალმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ექიმები პროგნოზში სერიოზულად შეცდნენ. თუკი მკურნალობა გეგმის მიხედვით წავიდა, უილშირი გუნდს ერთ თვეში დაუბრუნდებაო, გახარებულმა ამცნო ჟურნალისტებს არსენ ვენგერმა.

უილშირის ამბის გარდა "არსენალის" გულშემატკივრებს გაუხარდებათ ისიც, რომ ორიოდე დღეში სრულფასოვან სავარჯიშო რეჟიმს დაუბრუნდება სათადარიგო მარჯვენა მცველი კარლ ჯენკინსონიც.

დადებითი ინფორმაციების პარალელურად "მეთოფეთა" ბანაკში ერთი უსიამოვნო ამბავიც შეიტყვეს. ის, რომ პერ მერტეზაკერმა ტრავმა მიიღო ახალი არაფერია. ჩვენ ამაზე უკვე ვწერდით. თუმცა სიახლეა, რომ ვენგერს პესიმისტური წინასწარმეტყველება აუხდა და აღმოჩნდა, რომ გერმანელს საკმაოდ სერიოზული ტრავმა აწუხებს - კოჭის მყესები აქვს დაჭიმული. 27 წლის ცენტრალურ მცველს მთელი თვით მოუწევს დასვენება.

ბოლოს კი იმას გაცნობებთ, რომ "მეთოფეებმა" ესპანეთის იუნიორთა ნაკრების შემტევ ნახევარმცველ იონ ტორალს პროფესიული კონტრაქტი გაუფორმეს.

ამიერიდან 17 წლის ფეხბურთელი ძირითად გუნდთან ერთად ივარჯიშებს. კატალონიელი ვუნდერკინდი "არსენალმა" გასულ ზაფხულს "ბარსელონადან" გადაიბირა.

ტორალმა მას შემდეგ ჯერ ასაკობრივ გუნდებში დაიმკვიდრა თავი, შემდეგ რეზერვისტთა რიგებში გამოიჩინა თავი (სადაც დებიუტი იანვარში ჰქონდა), სულ რაღაც ერთ თვეში კი პროფესიონალთა შორის ამოყო თავი. ფეხბურთის სპეციალისტები მასა და ფრანსესკ ფაბრეგასს შორის პარალელებს უკვე ავლებენ და არამხოლოდ იმის გამო, რომ ორივე "ბლაუგრანას" სკოლის აღზრდილია. მათ უპირველესად თამაშის სტილი აერთიანებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!