ასეთ დროს რა უნდა თქვა, ოხ, ეს მილიონერი ფეხბურთელები? რა შუაშია... აბა, ოხ, ეს ახალგაზრდები? ოხ, ეს მოღალატე ქმრები?..

ასეთ დროს რა უნდა თქვა, ოხ, ეს მილიონერი ფეხბურთელები? რა შუაშია... აბა, ოხ, ეს ახალგაზრდები? ოხ, ეს მოღალატე ქმრები? ოხ, ეს ინგლისური მას-მედია? ოხ, ეს ქვეშქვეშა უეინ რუნი? ოხ, ეს სულელი უეშმაკო ბიჭი? მოკლედ, ვერაფერი მოვიფიქრეთ და ამიტომ ამ საქმეს თქვენ განდობთ, ჩვენ კი მხოლოდ ამბავს გეტყვით: ცნობილი გახდა და დაიწერა, რომ როდესაც რუნის მეუღლე კოლინი ფეხმძიმედ იყო, "მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების ფორვარდი ოთხი თვის განმავლობაში შვიდჯერ ეწვია მავან მეძავს ჯენიფერ ტომპსონს, რომელიც ღამეში 1200 ფუნტს იღებს. თან, ამ ამბის წერისას "დეილი მეილმა" პირველსავე წინადადებებში ჩაურთო, რომ ლაპარაკია იმ რუნიზე, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ცუდი თამაშით ინგლისელ ხალხს გული ატკინა.

იქვე, სტატიის დასაწყისში გაზეთმა ხალხს შეახსენა, რომ რუნი კოლინს ცოლად მოყვანამდე ექვსი წელიწადი ხვდებოდა, ხოლო ორი წლის წინ წყვილმა იქორწინა. მერედა, მისტერ და მისის რუნები საოჯახო ყოველდღიურობაში კი არ ჩაიკარგნენ, არამედ როგორც "სელებრითი" წყვილმა გაზეთების (თან, არა მარტო სპორტულ გვერდებზე) ფურცლებზე მოიპოვეს მუდმივი ადგილი. და აი, ასეთი მდგომარეობის კაცს არ ეყო ჭკუა თუ მოთმინება, რომ თავისი ოჯახი და მასთან ერთად საუცხოო ფინანსური თუ სოციალური მდგომარეობა დარტყმის ქვეშ არ დაეყენებინა. გაფიცებთ ყველაფერს, რისი გულისთვის?

რისი და იმის გულისთვის, რომ 21 წლის მეძავთან ერთად ქალაქ მანჩესტერის ყველაზე ძვირ სასტუმროში ევლო და მასთან ერთად დრო ღამის კლუბებშიც ეტარებინა. ფეხბურთელის ვექილებმა ჭორების გავრცელებისთანავე სცადეს საქმეში ჩარეულიყვნენ და საზოგადოება რამენაირად დაერწმუნებინათ, რომ ეს ყველაფერი ტყუილია, მაგრამ ამის გაკეთება ძნელი გამოდგა, რადგან რუნი მეძავებთან წანწალში ადრეც გახლდათ შემჩნეული - 2004 წელს ტაბლოიდები წერდნენ, რომ მაშინ საკმაოდ ახალგაზრდა რუნი თავისი მშობლიური ქალაქის ლივერპულის საროსკიპოებში დაძვრებოდა და 48 წლის ბებიასთანაც (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) ჰქონდა ურთიერთობა. კოლინმა, როგორც ჭკვიანმა ქალმა, რომელსაც კარგად ესმის როგორ უნდა შეინარჩუნოს "სელებრითის" სტატუსი თავის დროზე წიგნიც კი დაწერა და შიგ ამ ამბის შესახებაც დაწერა: "ამ ამბავმა ისე დამზაფრა, რომ ვეღარაფერზე ვფიქრობდი. ის, რასაც აქ ვწერ აქამდე არსად მითქვამს: იმ პერიოდში უეინს ახლოს ვერ ვეკარებოდი".

დღეს, როდესაც რუნის ახალი თავგადასავლების შესახებ გახდა ცნობილი, ბევრმა იფიქრა, რომ ფეხბურთელმა მსოფლიოს ჩემპიონატიც არეული ოჯახური ცხოვრების გამო ჩააფლავა. ბოლტონელმა მეძავმა ჯენიფერ ტომპსონმა კი ტაბლოიდებს უთხრა:

"უეინი უხამს მესიჯებს მიგზავნიდა და ძალიან დიდ ფულს მიხდიდა. მას აშკარად მოსწონდა ჩვენი ურთიერთობები და სულაც არ ადარდებდა, სად იყო და რას აკეთებდა ამ დროს მისი ფეხმძიმე ცოლი. მგონი ვარსკვლავობა თავში აქვს ავარდნილი, ჰგონია, რომ ხელშეუხებელია. მე თავად ქალი ვარ და ნამდვილად არ მინდა რომ ქმარი ასე მომექცეს, მითუფრო მაშინ, როდესაც ფეხმძიმედ ვიქნები".

"დეილი მეილში", რასაკვირველია, სხვა დეტალებიც წერია. დაწვრილებით გახლავთ აღწერილი როგორ და სად გაიცნეს რუნიმ და მეძავმა ერთმანეთი და რა მოხდა შემდეგ, მაგრამ, ვფიქრობთ "ლელოს" მკითხველისთვის ეს უბრალოდ უინტერესოა.

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა