ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მეტოქე: რუსები უთავოდ დარჩნენ

მეტოქე: რუსები უთავოდ დარჩნენ

ლონდონის ოლიმპიადაზე რუსეთის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ჯამბულათ თედეევი აღარ უხელმძღვანელებს
ლონდონის ოლიმპიადაზე რუსეთის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ჯამბულათ თედეევი აღარ უხელმძღვანელებს.

ჯერ არაა ცნობილი, ვინ მოამზადებს იმ შეჯიბრებისთვის გუნდს, მაგრამ თედეევი საბოლოოდ გამოირიცხა - მან უკვე აახლა განცხადება რუსეთის ჭიდაობის ფედერაციას, გადადგომის მიზეზად კი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დაასახელა.

იქაური ფედერაცია შემცვლელის დასახელებამდე მოკლე კომენტარს ავრცელებს, რომ როგორც კი მისი ჯანმრთელობა გაუმჯობესდება, ის კვლავ დაუბრუნდება ნაკრებს, ოღონდ - მხოლოდ ახალი მწვრთნელის კონსულტანტად.

თედეევმა დეკემბერში გერმანიაში მართლაც გაიკეთა გრიჟის ოპერაცია, თუმცა თანამდებობის დატოვებას საფუძვლად პოლიტიკური მოტივი რომ უდევს, ყველასათვის ცხადია - მწვრთნელს რუსთა მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონის საპრეზიდენტო არჩევნებში აქტიურობა არ აპატიეს, როცა ჯერ თავად დაუპირისპირდა კრემლის მარიონეტ ედუარდ კოკოითს, მერე კი ალა ჯიოევას უჭერდა მხარს ასევე კრემლის ფავორიტ ანატოლი ბიბილოვის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ჯერ კიდევ დეკემბერში, როცა გერმანიაში გაემგზავრა საოპერაციოდ, ოსური საიტები წერდნენ, რომ სინამდვილეში, აიძულეს წასვლა და ამით განარიდეს პროცესებსო.

შეგახსენებთ, რომ იმ დროს ცხინვალში ჯიოევას მომხრეთა საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა ანუ პოლიტიკურად "ცხელი დღეები" იდგა, ჩრდილო კავკასიელ მოჭიდავეთა მხარდაჭერით გაძლიერებული თედეევი კი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.

ოსური საიტები მაშინ იმასაც წერდნენ, რომ გერმანიაში წასვლამდე თედეევი უშიშროების ფედერალურ სამსახურში დაიბარეს და პირდაპირ მოსთხოვეს ჯიოევასგან განდგომა და კოკოით-ბიბილოვთან დაპირისპირების შეწყვეტა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ქვეყნის ღალატში დადანაშაულებით დაემუქრნენ.

იმავე წყაროების ცნობით, შეხვედრაზე თედეევი მარტო იმყოფებოდა სამი გენერლისა და ერთი პოლკოვნიკის პირისპირ, რომლებმაც შეახსენეს, რომ ის სიკვდილისგან იხსნეს, როცა ცხინვალში, საკუთარ სახლში შინაპატიმრობაში მყოფს რუსეთში გადასვლის საშუალება მისცეს.

შეგახსენებთ, რომ ცხინვალელი თედეევი ჯერ თავად ცდილობდა პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებას, რისი ნებაც არ მისცეს იმ მოტივით, რომ ბოლო ათწლეულებში მოსკოვში ცხოვრობდა. ცხინვალში პირველი სახალხო მღელვარება ამას მოჰყვა და მწვრთნელი საკუთარ სახლში გამაგრდა, რომელიც ორმაგი ალყის ქვეშ მოექცა - პირველ რიგს თედეევის დასაცავად მოსული მისივე მომხრეები შეადგენდნენ, რომლებსაც მეორე ალყა სპეცრაზმმა შემოარტყა.

რამდენიმეკვირიანი დაპირისპირება თედეევის მოსკოვში დაბრუნებით განიმუხტა, თუმცა ახალი ძალით მას შემდეგ იფეთქა, როცა არჩევნების შედეგები გააუქმეს და ჯიოევას გამარჯვებაც ზედ მიაყოლეს.

ახალ დავიდარაბაში თედეევი ჯიოევას მხარეზე დადგა, რასაც არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის გარდა, ალბათ კოკოითთან პირადი მტრობაც განაპირობებდა - სწორედ მას აბრალებს წლების წინ მომხდარ ძმის მკვლელობას. ამბობენ, მაშინ დაიფიცა კიდეც, რომ ადრე თუ გვიან შურს იძიებდა და ძმის სისხლს აიღებდა.

არადა, თავის დროზე იარაღის ჟღარუნით კოკოითი სწორედ "ძმები დიკებად" წოდებულმა თედეევების კლანმა მოიყვანა ხელისუფლებაში - სწორედ მათ ჩააჩუმეს წინა პრეზიდენტ ლუდვიგ ჩიბიროვის მომხრეები (გახსოვთ, ალბათ - მაშინ მისი შვილი პარლამენტში შეიჭრა და შენობის ოკუპაცია მოახდინა).

თედეევი ახალ დაპირისპირებაშიც სერიოზულ როლს ასრულებდა - ჩრდილო კავკასიაში ყველა ჭიდაობს და მასაც უამრავი მეგობარი ჰყავს, მაფიოზური წარსულის გამო ავტორიტეტიც გააჩნია და არც მხარდამჭერები აკლია.

აღსანიშნავია, რომ შინაპატიმრობისას ცხინვალში მის დასაცავად ჩრდილო ოსეთიდან, დაღესტნიდან, რეგიონის სხვა ავტონომიებიდან, მიმდებარე ქალაქებიდან თუ მოსკოვიდან მოჭიდავეთა დიდი რაზმი ჩავიდა, რომელიც სპეცნაზთან დაპირისპირებასაც არ მოერიდა.

საბოლოოდ ისინი სახელმწიფო მანქანასთან ბრძოლაში მაინც დამარცხდნენ, რის დასტურადაც ჯიოევას ავადმყოფობა და თედეევის თანამდებობიდან გადაყენებაც გამოდგება - ოლიმპიადამდე ასე მცირე ხნით ადრე მწვრთნელს არავინ გაათავისუფლებს. მით უფრო, წარმატებულს.

თუმცა, ეტყობა, ბოლომდე მაინც არ გაწირეს და რუსულ საჭიდაო წრეებში უკვე ვრცელდება ჭორები, მისთვის ჩრდილო ოსეთის საგადასახადო სამსახურის უფროსის ადგილი უკვე შერჩეულიაო.

ცხადია, ყველას გვაინტერესებს თედეევის შემცვლელის ვინაობა იმის მიუხედავად, რომ ეჭვიც არ გვეპარება, რუსები ოლიმპიადაზე დაგეგმილ მედლებს მაინც აიღებენ - მათ ნაკრებიც ძლიერი ჰყავთ და თუ მაქინაციები დასჭირდათ, საამისო რესურსიც საკმაოზე მეტი გააჩნიათ. თან ფედერაციაც აცხადებს, რომ მათ პრიორიტეტად კვლავაც რჩება ოლიმპიური ოქროები.

ფედერაცია ამბობს, რომ ახალ მწვრთნელს უახლოეს ორ დღეში დაასახელებს ადლერში, სადაც ნაკრები დღეიდან შეკრებას იწყებს, კულუარებში კი უკვე ლაპარაკობენ კანდიდატურებზე. ყველაზე გამოკვეთილი დაღესტნელთა სახელებია - მაგომედ ჰუსეინოვი, ჰაჯიმურატ მაგომედოვი და საჯიდ საჯიდოვი, რომელიც დღესაც ამ ავტონომიის ნაკრების თავკაცია. დაღესტნური სია გვაფიქრებინებს, რომ იქნებ თედეევის შეცვლა ფედერაციასაც სურდა და ამიტომ არც დაიცვა მწვრთნელი პოლიტიკისგან.

საქმე ისაა, რომ ოსები და დაღესტნელები ერთმანეთს ვერ იტანენ, რაც პერიოდულად ჭიდაობაშიც იჩენდა ხოლმე თავს - დროდადრო დაღესტნელები მწვრთნელს თანამემამულეთა ლობირებაში ადანაშაულებდნენ. რუსულ ტურნირებში მათი შეხვედრები ხშირად გამხდარა არეულობის მიზეზი და ვითარების განსამუხტავად არა მხოლოდ პოლიციელთა დამატებითი ძალები, თვით სპეცრაზმებიც კი გამოუძახიათ. თან ბოლო წლებში რუსეთის ჭიდაობის ფედერაციაში, კონკრეტულად კი მისი ქართული წარმოშობის პრეზიდენტ მიხეილ მამიაშვილის კარზე ძალზე გაძლიერდა დაღესტნური დესანტი - ფედერაციის 6 (!) პირველი ვიცე-პრეზიდენტიდან სამი დაღესტნელია, ოსი - არც ერთი, ხოლო 11 ვიცე-პრეზიდენტიდან თანაფარდობა 3:1-ზეა ისევ მათ სასარგებლოდ.

ოსები შედარებით მრავლად ბიუროს რიგით წევრებში სჭარბობენ, თუმცა დაღესტნელთა სიმწირე არც იქაა. თან, 2010 წელს არჩეული დაღესტანის პრეზიდენტი, ყოფილი მოჭიდავე მაგომედსალამ მაგომედოვი ლამის მამიაშვილის მარჯვენა ხელად იქცა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კონსტანტინე პეტრიაშვილმა 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა

[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...

გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო

ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება

ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი

წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ

"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა

Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა